თარგმანი: იხილე, ვითარ შესხმითა და ქებითა საწადელ ყოფს სიტყუათა სწავლისათა; ძმად უწოდს და საყუარელად ძმად, ვინაჲთგან იყვის ძმაჲ, გარნა არა საყუარელი; და საყუარელი თუ იყვის, წესისათჳს სიყუარულისა, არამედ არა სასურველიცა, ვითარცა არარაჲთ მარგებელი ხილვითა თჳსითა. ხოლო ესე — ყოველსავე შემოუკრებს და ზედა-დაჰრთავს სათნოებათა მიერსა სახარულევანებასა მათსა, რომლითა ემსგავსნეს ყუავილთა სამოთხისათა და ექმნნეს გჳრგჳნ მრავალსაწადელსა მას თავსა პავლესსა. ამათ ესევითართა ესრეთ დგომად ამცნებს, ვითარ-იგი იყვნეს, და არღარას ცთომილებასა განუმართებს არამედ მასვე უცთომელად ქცევასა ზედა მტკიცედ დგომად ამცნებს, რაჲთა უფლისა მიერ (ესე იგი არს საღმრთოდ) დგენ, კეთილად მოქალაქობითა საყუარელ ქმნილნი ღმრთისანი საყუარელობისაგან პავლესისა.
ფილიპელთა მიმართ 4:1
1. ვინაჲცა, ძმანო ჩემნო საყუარელნო და სასურველნო, სიხარულნო და გჳრგჳნნო ჩემნო, ესრეთ მტკიცედ დეგით უფლისა მიერ, საყუარელნო.2. ევვოდიას გლოცავ და სჳნტჳქოს გლოცავ, რაჲთა მასვე ჰზრახვიდეთ უფლისა მიერ;
ფილიპელთა მიმართ თავი 4