თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: "არათუ ჩემისა ნაკლულევანებისათჳს მსუროდა ესრეთ ქმნაჲ თქუენგან, არამედ, რაჲთა არა თქუენ უნაყოფო იყვნეთ, ამისთჳს გეტყჳ სიტყუათა ამათ, რამეთუ მე მისწავიეს". რაჲ გისწავიეს, ჵ საღმრთოო და წმიდაო სულო? გარნა თუ კმა-ყოფაჲ მცირედისა რაჲსმე და საჭიროჲსაჲ, რაოდენსაცა იწროებასა შინა ვიყო. იხილე, ვითარ სწავლისა და ქმნისა მისისა ჩუეულებისაგან იქმნების კაცსა თანა მოღუაწებით კმა-ყოფაჲ საჭიროჲსა რაჲსმე და მცირისაჲ, და არა ძიებაჲ დიდსა რასმე შუებასა და ფართოებასა.
ფილიპელთა მიმართ 4:11
10. ხოლო განვიხარე უფლისა მიერ დიდად, რამეთუ აწვე ეგერა აღმოცენებულ ხართ ჩემ კერძო ზრახვად, რომელსაცა-იგი ზრახევდით, ხოლო დაჰყუნდით.11. და თუ ნაკლულევანებისათჳს რაჲსმე გეტყჳ თქუენ, რამეთუ მე მისწავიეს: რომელთა შინა ვარ, რაჲთა კმა-ვიყო.12. ვიცი დამდაბლებაჲცა და ვიცი გარდამატებაჲცა; ყოველთა მიმართ და ყოველსა შინა შეზმნილ ვარ: განძღებად და შიმშიდ, აღმატებად და დაკლებად.
ფილიპელთა მიმართ თავი 4