მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ზ̂. მადლობაჲ წარმოცემულისათჳს მისდა საჴმრისა სამსახურებელად

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: ხოლო განვიხარე უფლისა მიერ დიდად, რამეთუ აწვე ეგერა აღმოცენებულ ხართ ჩემ კერძო ზრახვად, რომელსაცა-იგი ჰზრახევდით, ხოლო დაჰყდუნდით (4,10).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: ხოლო განვიხარე უფლისა მიერ დიდად, რამეთუ აწღა სამე აღჰყუავენით ჩემთჳს ზრახვად მისსა, რომელსაცა-იგი ჰზრახევდით, ხოლო უჟამო იქმნენით. ესე იგი არს, ვითარმედ: არა ლიტონად განვიხარე, არამედ უფლისა მიერ; არა ჩემისა, არამედ თქუენისა სარგებელისათჳს, რამეთუ პირველ ყუავილოვანი იგი ჩემდა მომართი ქველისსაქმე და ჟამერთ დაცადებული და განჴმელ ქმნული, აწ კუალად აღაყუავეთ ქმნად ჩუეულებისაებრსა, ვითარ-იგი ჰყოფდით ოდესმე, დაღაცათუ ჟამერთ უჟამო იქმნენით, და არა უდებებითა გინა უწყალოებითა, არამედ ჟამისა არა ქონებითა და ჭირსა და ნაკლულევანებასა შინა ყოფითა, ნუუკუე და არა პოვნითა მომღებელისაჲთა, რამეთუ ამის ყოვლისა გამოცხადებაჲ არს მოკლითა მით სიტყჳთა უჟამო ქმნისაჲთა. ხოლო საკჳრველ არს, ვითარ რომელი-იგი სხუასა ადგილსა არა დააცუდებს სიქადულსა თჳსსა მიღებითა ვისგანმე რაჲსაჲთაცა, ხოლო აწ თჳთ ეძიებს მოღებასა, და უხარის წარმოცემასა ზედა. ცხად არს, ვითარმედ მაშინ კორინთელთა მიმართ ჰყოფდა ამას ცრუმოციქულთა მათთჳს, ხოლო სხუაგნით მიიღებდა, ვითარ-იგი მათვე ეტყჳს, ვითარმედ: "სხუანი ეკლესიანი წარმოვტყუენენ და მოვიღე საგზალი" (). ამისთჳს აწ ფილიპელთა მიმართ უხარის დიდად, რამეთუ არა ყოველთა, არამედ მისა მიმართ ოდენ დაცადებულ იყვნეს ჟამერთ, ჩუეულებისაებრსა ქმნასა მოწყალებისასა; და იგიცა — არა უდებებითა, არამედ ვერ მარჯუეობითა ჟამისაჲთა. ამისთჳს, პოვეს რაჲ ჟამი, კუალად იწყეს ჩუეულებისაებრ ქმნად.

მოციქულისაჲ: არა თუ ნაკლულევანებისათჳს რაჲმე გეტყჳ თქუენ, რამეთუ მე მისწავიეს, — რომელთაცა შინა ვარ, რაჲთა კმა-ვიყო (4,11).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: "არათუ ჩემისა ნაკლულევანებისათჳს მსუროდა ესრეთ ქმნაჲ თქუენგან, არამედ, რაჲთა არა თქუენ უნაყოფო იყვნეთ, ამისთჳს გეტყჳ სიტყუათა ამათ, რამეთუ მე მისწავიეს". რაჲ გისწავიეს, ჵ საღმრთოო და წმიდაო სულო? გარნა თუ კმა-ყოფაჲ მცირედისა რაჲსმე და საჭიროჲსაჲ, რაოდენსაცა იწროებასა შინა ვიყო. იხილე, ვითარ სწავლისა და ქმნისა მისისა ჩუეულებისაგან იქმნების კაცსა თანა მოღუაწებით კმა-ყოფაჲ საჭიროჲსა რაჲსმე და მცირისაჲ, და არა ძიებაჲ დიდსა რასმე შუებასა და ფართოებასა.

მოციქულისაჲ: ვიცი დამდაბლებაჲცა და ვიცი გარდამატებაჲცა; ყოველთა მიმართ და ყოველსა შინა შეზმნილ ვარ: განძღებად და შიმშიდ, აღმატებად და დაკლებად (4,12).

თარგმანი: თქუას ვინმე, ვითარმედ: "აჰა, მარხვითა დამდაბლებაჲ ჴორცთაჲ სათნოება არს; რაჲღა სიქადული აქუს მეტისა განძღომისა თავს-დებასა?" არამედ ესე პირველისა მის ფრიად უფროჲს არს, რაჲთა კაცი, ვითარ-იგი იწროებასა შინა და ჭირსა სიყმილისასა, ეგრეთვე შუებასა შინა და განსუენებისა გარდამატებასა ბოროტისაგან შეუხებელად იპყრობდეს ჴორცთა თჳსთა, რაჲთა არა დამძიმებითა უფროჲს ზომისა, დაინთქას იგი ღელვასა შინა გულისსიტყუათასა; რამეთუ მრავალნი ჭირსა შინა სიყმილისასა მმარხველ და სიწმიდით განკრძალულ იყვნიან, ხოლო მიიღიან რაჲ შუებაჲ და განსუენებაჲ, ვერ წინა-დაუდგიან სიმაძღრესა მუცლისასა, ვითარ-იგი ისრაჱლმან ვერ თავს-იდვა ჭამაჲ და განძღომაჲ, არამედ განწიხნა საყუარელი იგი. არამედ პავლე არა ეგრეთ, არა; არამედ იგივე და ერთი აქუს სიმტკიცე სათნოებისაჲ: დამდაბლებასა შინა მარხვისასა და გარდამატებასა ჭამისასა, —ყოველსავე შინა შემზნილ, ესე იგი არს წურთილ და განსწავლულ არს, უცვალებელ ყოფად ღმრთისმსახურებისაგან ცვალებასა შინა ჟამთა და საქმეთა შემთხუევისასა. რაჲთა ერთ და იგივე იყოს ყოვლისა მიმართ შემთხუევისა, ვითარცა ყოვლითავე გამოცდილი: შიმშილითა და სიმაძღრითა, მეტობითა და ნაკლულევანებითა.

მოციქულისაჲ: ყოველივე ძალ-მიც განმაძლიერებელისა ჩემისა ქრისტეს მიერ (4,13).

თარგმანი: რაჲთა არა შეჰრაცხო იგი სიტყუა ლაღად, ამისთჳს ყოველსავე ამას ძალსა წარმართებულებისა თჳსისასა ქრისტესა მიაჩემებს.

მოციქულისაჲ: გარნა კეთილად ჰყავთ, რამეთუ ეზიარენით ჭირთა ამათ ჩემთა (4,14).

თარგმანი: ზემო წარმოთქუა თჳსი არარაჲსა მოქენეობაჲ, რაჲთა დაამდაბლოს ზუაობაჲ მათი, მაღლოოდინ თუ ქმნასა ზედა ქველისსაქმისასა. ხოლო აწ კუალად აქებს, რაჲთა არა დაჴსნილ და უდებ იქმნნენ ქველისმოქმედებისაგან, ესმოდის რაჲ, ვითარმედ მას არარაჲ ეჴმარების, რამეთუ თჳთ ესე მებრ კმა არს აღმძრველად სულთა კეთილისა მიმართ, ისწავონ რაჲ, თუ რაჲთაცა ღონითა შესაძლებელ არს ვისგანცა თანაზიარ ყოფაჲ ჭირთა მათ, რომელნი ქრისტესთჳს შეემთხუეოდეს მოციქულსა, რაჲთა ზიარი ჭირთაჲ ზიარ მოსაგებელთაცა მისთა იქმნეს.

მოციქულისაჲ: ხოლო ესე თქუენცა უწყით, ფილიპელნო, რამეთუ დასაბამსა მას სახარებისასა, რაჟამს გამოვედ მაკედონიაჲთ, არცა ერთი ეკლესიაჲ მეზიარა მე მოცემისათჳს და მოღებისა, გარნა ხოლო თქუენ მარტოდ, რამეთუ თესალონიკედცა ხოლო ერთგზის და ორგზისცა საჴმარად ჩემდა მომიძღუანეთ (4,15-16).

თარგმანი: მაკედონიაჲ სახელი არს ქუეყნისაჲ მის, რომელსა შინა არს ქალაქი ფილიპიაჲ, სადა-იგი იტყჳს არავისგან სხჳსა, თჳნიერ ფილიპელთაგან ზიარებასა. ხოლო ზიარება ამისთჳს უწოდს მიცემასა საჴმართასა, რამეთუ, ვითარ-იგი სავაჭროსა შინა არს მიცემაჲ და მოღებაჲ, ეგრეთვე — მიცემასაცა შინა ქ'ველისსაქმისასა; რამეთუ მიცემაჲ იქმნების საჴმართა ჴორციელთაჲ, და მოღებაჲ — მადლთა სულიერთაჲ და რომელიცა ვინ იზიაროს ნაქონებთა წარმავალთა, მისსაცა ეზიარების მოსაგებელთა გლახაკობისათა, რომელნი მივლიან მერმესა მას. რამეთუ ესე ცხადად შესწავებულ არს, ვითარმედ ყოველთა მიმართ ჯერ-არს ქმნაჲ მოწყალებისაჲ თუალუხუავად, ესრეთ, რაჲთა უკუეთუ ვინმე ვიხილოთ უღონოჲ სიგლახაკითა და ვერ ღირსთა და პატიოსანთაგანი ცხორებითა, ნუ თანა-წარვჰჴდებით მას უღირსებისათჳს სულიერისა, და მივსცემთ კაცთა წმიდათა და პატიოსანთა, რომელნი უნაკლულო იყვნენ საზრდელისაგან ჴორციელისა, არამედ მიერ კერძო გარდავჰმატოთ ქველისსაქმე ჩუენი, სადაჲთცა ვიხილოთ უმეტესი უღონოებაჲ და სიგლახაკე. ხოლო ესე კუალად დიდი ქებაჲ არს ფილიპელთაჲ; ვითარ არა ხოლო მათ შორის მყოფსა, არამედ შორიელსაცა ჰმსახურებდეს მოციქულსა, და ოდეს-იგი თესალონიკეს იყო, დედაქალაქსა ფილიპელთასა, მუნცა მიუძღუანებდეს საჴმარსა მისსა.

მოციქულისაჲ: არათუ რამეთუ საცემელსა ვეძიებ, არამედ ვეძიებ ნაყოფსა მას, რომელი აღემატების სახელად თქუენდა (4,17).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ვთქუ რაჲ საჴმარად ჩემდა მოძღუანებაჲ, ნუ გგონიეს, ვითარმედ ჩემისა უღონოებისა ღონიერ ყოფისათჳს მიხარის წარმოცემაჲ საჴმართაჲ, არამედ სასყიდელისა მისთჳს, რომელი მრავალწილად აღმატებულად მოგეცემის, სახელად თქუენდა დაუნჯებული საუნჯეთა საუკუნეთა. ესე გულისსიტყუაჲ უკუეთუ დაიცვას ყოველმან მიმღებელმან ქველისსაქმისამან, რაჲთა არა თჳსისა ნაკლულევანებისა აღვსებისათჳს, არამედ მომცემელთა მათ სასყიდელისა აღორძინებისათჳს მხიარულ იყოს, ესევითარი თანაზიარ იქმნეს საუკუნესაცა სასყიდელსა მისსა, ვითარ-იგი თანაზიარ იქმნა საწუთროჲსა ამას მოღებასა საჴმართასა.

მოციქულისაჲ: მაქუს მე ყოველი და გარდამრევიეს, და აღსავსე ვარ მოღებითა ეპაფროდიტესგან, თქუენ მიერ სულითა სულნელებისაჲთა, მსხუერპლითა მით შეწირულითა, სათნოჲთა ღმრთისაჲთა (4,18).

თარგმანი: რაჟამს კაცი ნაკლულევანებასა და იწროებასა კმა-საყოფელად შეჰრაცხდეს, ესევითარი იგი, რაჟამს მცირედცა ფართოებასა მიემთხჳოს აღსავსებად და გარდარევად შეჰრაცხს, ვითარ-იგი წინაუკუმო, რომელი-იგი სავსებასა ნაკლულევანებად შეჰრაცხდეს, ესევითარი იგი ვერ რომლითა გარდამატებითა განძღეს. ამისთჳს მოციქული, ვითარცა მარადის კმა-მყოფელი იწროჲსა და ყოვლად საჭიროჲსა, რაჟამს მიემთხჳა მიღებითა ეპაფროდიტესგან მცირესა რასმე საჴმარსა თჳსსა, ყოვლად ნამეტნავად შეჰრაცხა იგი, და წარმომცემელთა მათ საჴმრისათა ეტყჳს, ვითარმედ არა ჩემდა, არამედ ღმრთისა მსხუერპლად შეწირულ არს ქველისსაქმე იგი თქუენი, სულად საკუმეველისა ყოვლად სულნელისა; რამეთუ ვითარცა ცეცხლი საკუმეველსა, ეგრეთვე გონებაჲ გულსმოდგინე ქველისსაქმესა თჳსსა ძღუენ ჰყოფს ღმრთისა, აღმაღლებულ ქუეყანით სიმაღლედ ზეცისა.

მოციქულისაჲ: ხოლო ღმერთმან ჩემმან აღავსენ ყოველი საჴმარი თქუენი სიმდიდრისაებრ მისისა, დიდებითა ქრისტე იესუჲს მიერ (4,19).

თარგმანი: იხილე, ვითარ მიცემულისა მისთჳს ულოცავს, ვითარცა გლახაკი, რაჲთა ჩუენ გუასწაოს ამისი ესრეთ ყოფაჲ და სიმდაბლით მიღებაჲ მიცემულსა, და მისთჳს მიგებაჲ ლოცვათაჲ, და არა ჩუენისა საჴმართა შეძინებისათჳს, არამედ მომცემელთა მათ სასყიდლისა აღმატებისათჳს სიხარული, რაჲთა თანაზიარ სასყიდელსა მასცა ქველისსაქმისასა ვიქმნნეთ. ხოლო ლოცვასა ამას მოციქულისასა აქუს ძალი ესევითარი: ვინაჲთგან ზემო თქუა მათთჳს, ვითარმედ უჟამო იქმნნეს, რამეთუ არა ეცა მათ ჟამი ყოფად ქველისსაქმისა უპოვარებითა საჴმრისაჲთა, ამისთჳს აწ ამას ულოცავს, რაჲთა არაოდეს ნაკლულევან, არამედ აღსავსე იყვნენ საჴმრითა, რომელ არს ზომიერი და არარაჲთ საჴმრისა გარეგანი უნაკლულოებაჲ, ვითარ-იგი მაცხოვარიცა პურისა არსობისა თხოვად გჳბრძანებს, ხოლო ესე სიმდიდრისაებრ დიდებისა მისისა გჳლოცავს, რაჲთა, ვითარ-იგი ღმერთი მდიდარ არს ყოველთა მიმართ უხუებითა ნიჭთაჲთა, ეგრეთვე ჩუენ მოგუმადლოს ყოველთა მიმართ უხუებაჲ, და არავისსა მიმართ — სიძჳრე საჴმარსა მას ზედა, მის მიერ ჩუენდა მიცემულსა, სადიდებელად მისსა, ხოლო ზედა-დაჰრთავს: "ქრისტე იესუჲს მიერ", რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ ყოველი მოცემაჲ კეთილი ღმრთისა მამისაგან —ქრისტე იესუჲს მიერ მომცემის კაცთა, ნიჭითა მით სულისა წმიდისაჲთა.

მოციქულისაჲ: ხოლო ღმერთსა და მამასა ჩუენსა დიდებაჲ უკუნითი-უკუნისამდე, ამენ (4,20).

თარგმანი: ვინაჲთგან ძისა მიერ თქუა მოცემაჲ კეთილთაჲ, ამისთჳს დიდებასა მისცემს ღმერთსა მამასა, რომელი-იგი ჩუენ, მადლით შვილ-ქმნულთა მისთა, მოგუმადლებს ყოველსავე, ბუნებით თანაარსისა მიერ ძისა თჳსისა, რომლისაჲ-იგი დიდებაჲ მამისად შეირაცხების ერთარსებისათჳს, და საუკუნოდ დაუსრულებელ არს სუფევაჲ მათი თანა სულით წმიდითურთ ხოლო ამინი საბეჭდავი არს სიტყჳსაჲ, ვითარმედ: "იყავნ".

მოციქულისაჲ: მოიკითხევდით ყოველთა წმიდათა იესუ ქრისტეს მიერ (4,21).

თარგმანი: წმიდად უწოდს ყოველსა სავსებასა ეკლესიისასა, და ესრეთ ცხად ჰყოფს, ვითარმედ მოუქცეველად შედგომილი არაწმიდებისაჲ შორს განვარდების სავსებისაგან ეკლესიისა. ხოლო მოკითხვაჲ წმიდათაჲ ესრეთ ჯერ-არს ვითარცა უყუარს ქრისტესა — მშჳდობითა მის მიერ მოცემულითა და სიყუარულითა ყოველთაგან ბოროტთა შეუხებელითა.

მოციქულისაჲ: გიკითხვენ თქუენ ჩემთანანი ძმანი (4,21).

თარგმანი: დაღაცათუ არავინ აქუნდა მას ტიმოთესებრ ერთსული მის თანა, არამედ სხუათა მათცა ძმად უწოდს, და მათთჳს კითხვასა დასწერს სიმდაბლითა გონებისაჲთა.

მოციქულისაჲ: გიკითხვენ თქუენ ყოველნი წმიდანი, უფროჲსღა სახლისა მის კეისრისანი. მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი სულისა თქუენისა თანა, ამინ (4,22-23).

თარგმანი: რომელთა-იგი ფილი(170რბ; 89რ჆)პელთა შორის მათვე ჰრომაელთაცა შორის წმიდად უწოდს, ვითარცა ახლად და მტკიცედ დადგრომილთა სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა, რომელი-იგი წმიდა-მყოფელი არს ყოველთაჲ. ამიერ ცხად არს, ვითარმედ პავლეს მიერითა ქებითა შემეცნებულ იყვნეს ჰრომნი ფილიპელთადა, ვიდრეღა ამასცა ახარებს, ვითარმედ: ესოდენ განფენილ არს ქადაგებაჲ სახარებისაჲ, რომელ ვიდრე კეისრისა სახლადმდეცა მიიწია, და მათგანნი ესოდენ მდაბალ და ერთსულ ყვნა მორწმუნეთა, რომელ არა ხოლო მახლობელთა, არამედ შორიელთაცა მოიკითხვიდეს, რომელი-ესე ჩუენდა საქენჯნელ არს, უკუეთუ მდიდართა და სამეუფოჲსა განგებისა შექცეულთა მოიცალონ ესევითარად ღმრთისმოყუარებად და ძმათმოყუარებად, ხოლო ჩუენ, უნდონი და გლახაკნი, უცალო ვართ ქმნად რასამე, რომელი სათნო იყოს ღმრთისა, და მომატყუებდეს ჩუენ ჩუეულებისაებრსა მას საბეჭდავსა მოციქულისა სიტყუათასა, რომელ არს თანა-მყოფებაჲ სულთა შინა ჩუენთა მადლსა მას და ნიჭსა საუკუნესა, რომელ არს ფარვაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი; მისსა დიდებაჲ, აწ და ყოველთა საუკუნეთა უკუნისამდე, ამინ.