თარგმანი: თქუას ვინმე, ვითარმედ: "აჰა, მარხვითა დამდაბლებაჲ ჴორცთაჲ სათნოება არს; რაჲღა სიქადული აქუს მეტისა განძღომისა თავს-დებასა?" არამედ ესე პირველისა მის ფრიად უფროჲს არს, რაჲთა კაცი, ვითარ-იგი იწროებასა შინა და ჭირსა სიყმილისასა, ეგრეთვე შუებასა შინა და განსუენებისა გარდამატებასა ბოროტისაგან შეუხებელად იპყრობდეს ჴორცთა თჳსთა, რაჲთა არა დამძიმებითა უფროჲს ზომისა, დაინთქას იგი ღელვასა შინა გულისსიტყუათასა; რამეთუ მრავალნი ჭირსა შინა სიყმილისასა მმარხველ და სიწმიდით განკრძალულ იყვნიან, ხოლო მიიღიან რაჲ შუებაჲ და განსუენებაჲ, ვერ წინა-დაუდგიან სიმაძღრესა მუცლისასა, ვითარ-იგი ისრაჱლმან ვერ თავს-იდვა ჭამაჲ და განძღომაჲ, არამედ განწიხნა საყუარელი იგი. არამედ პავლე არა ეგრეთ, არა; არამედ იგივე და ერთი აქუს სიმტკიცე სათნოებისაჲ: დამდაბლებასა შინა მარხვისასა და გარდამატებასა ჭამისასა, —ყოველსავე შინა შემზნილ, ესე იგი არს წურთილ და განსწავლულ არს, უცვალებელ ყოფად ღმრთისმსახურებისაგან ცვალებასა შინა ჟამთა და საქმეთა შემთხუევისასა. რაჲთა ერთ და იგივე იყოს ყოვლისა მიმართ შემთხუევისა, ვითარცა ყოვლითავე გამოცდილი: შიმშილითა და სიმაძღრითა,...
ფილიპელთა მიმართ 4:12
11. და თუ ნაკლულევანებისათჳს რაჲსმე გეტყჳ თქუენ, რამეთუ მე მისწავიეს: რომელთა შინა ვარ, რაჲთა კმა-ვიყო.12. ვიცი დამდაბლებაჲცა და ვიცი გარდამატებაჲცა; ყოველთა მიმართ და ყოველსა შინა შეზმნილ ვარ: განძღებად და შიმშიდ, აღმატებად და დაკლებად.13. ყოველივე ძალ-მიც განმაძლიერებელისა ჩემისა ქრისტეს მიერ.
ფილიპელთა მიმართ თავი 4