მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 4:8

7. და მშჳდობამან ღმრთისამან, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა, შეზღუდენინ გულნი თქუენნი და გონებანი თქუენნი ქრისტე იესუჲს მიერ.8. ამიერითგან, ძმანო, რაოდენი არს ჭეშმარიტ, რაოდენი პატიოსან, რაოდენი მართალ, რაოდენი წმიდა, რაოდენი საყუარელ, რაოდენი საქებელ, რაოდენი სათნო და რაოდენი ქებულ, მას ზრახევდით.9. რომელცა-იგი ისწავეთ და მიიღეთ და გესმა და იხილეთ ჩემ თანა, მას იქმოდეთ; და ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ თანა.
ფილიპელთა მიმართ თავი 4
8. ამიერითგან, ძმანო, რაოდენი არს ჭეშმარიტ, რაოდენი პატიოსან, რაოდენი მართალ, რაოდენი წმიდა, რაოდენი საყუარელ, რაოდენი საქებელ, რაოდენი სათნო და რაოდენი ქებულ, მას ზრახევდით.
თავი ვ̂. მცნებაჲ ვიეთიმე, განთჳსებულად, და კუალად — ზიარად და ზოგად ყოველთაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამიერითგან, ძმანო, რავდენი არს ჭეშმარიტ, რავდენი პატიოსან, რავდენი მართალ, რავდენი წმიდა, რავდენი საყუარელ, რავდენი საქებელ, რავდენი სათნო და რავდენი ქებულ, მას ზრახევდით (4,8).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: შემდგომად ამის ყოვლისა წარმოთქუმისა ესეღა გუაკლს, რაჲთა ჭეშმარიტებაჲ წინა-აღუდგინოთ ტყუვილსა, რამეთუ სათნოებაჲ არს ჭეშმარიტ, და სიბოროტე — ტყუვილ. და პატიოსნებითა თავისუფალ იქმნენით ვნებათაგან უპატიოებისათა, რომელთაგანი ნუმცა შეეხების სახესა და სიტყუასა, სლვასა და საქმესა თქუენსა, არამედ ყოველსავე შინა სიმართლითა იოტეთ უსამართლოებაჲ, და სიწმიდითა - არაწმიდებაჲ, რაჲთა არარას ზრუნვიდეო ქუეყანისასა, ხოლო საქებელითა და სათნოჲთა და ქებულითა სრულებით ისწავეთ, რაჲთა არარაჲ ჰყოთ საძაგელი და განსაქიქებელი, არა ხოლო ღმრთისაჲ, არამედ კაცთაჲცა, რაჲთა დაუბრკოლებელ იყვნეთ ყოველთა მიმართ, არაოდეს ვისგან მეძიებელ ქებისა, არამედ მარადის მოქმედ საქმისა საქებელისა, რომელი სათნო იყოს ღმრთისა, და მის მიერ აქუნდეს ქებაჲ ეკლესიასა შინა პირმშოთასა. ამის ყოვლისა ზრახვად ეტყჳს, არა რაჲთა პირითა ურთიერთას უთხრობდენ, არამედ რაჲთა გონებისა და გულისა განწმედითა და საქმით მოქმედებითა ამის ყოვლისა აღმასრულებელ იყვნენ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის