პირველი ეზრასი 9:13
12. და აწ ნუ მოჰგური შენ ასულთა მათთაგანსა ცოლად ძესა შენსა და ასულთა თქუენთა ნუ მისცემთ ცოლად ძეთა მათთა, და ნუცა ეძიებ ყოფად მშჳდობასა მათ თანა ყოველთავე ჟამთა. და იყავ შენ განძლიერებულ ჭამად სიპოხესა მის ქუეყანისასა და დაიმკჳდრედ შვილთა შენთა ქუეყანა იგი უკუნისამდე ჟამთა13. და რა-იგი წარგჳჴდა ჩუენ საქმეთა ჩუენთათჳს, უკეთურებისათჳს ცოდვათა ჩუენთასა, არამედ შენ, უფალო, მრავალჯერ მოგვიტევენ ცოდვანი ჩუენნი და მოგვეც ჩუენ ესევითარი თესლი და ძირი.14. და მერმე მივსდრკით და გარდავაქციეთ სჯულსა შენსა და აღვირიენით სიბილწესა და მწიკულევანსა ნათესავთა მის ქუეყანისათა, და არა განრისხენ ჩუენ ზედა წარსაწყმდელად ჩუენდა მოაქამდე, ვიდრემდის არა დაშთეს ძირი და ნათესავი და სახელი ჩუენი.
პირველი ეზრასი თავი 9