პირველი ეზრასი 9:14
13. და რა-იგი წარგჳჴდა ჩუენ საქმეთა ჩუენთათჳს, უკეთურებისათჳს ცოდვათა ჩუენთასა, არამედ შენ, უფალო, მრავალჯერ მოგვიტევენ ცოდვანი ჩუენნი და მოგვეც ჩუენ ესევითარი თესლი და ძირი.14. და მერმე მივსდრკით და გარდავაქციეთ სჯულსა შენსა და აღვირიენით სიბილწესა და მწიკულევანსა ნათესავთა მის ქუეყანისათა, და არა განრისხენ ჩუენ ზედა წარსაწყმდელად ჩუენდა მოაქამდე, ვიდრემდის არა დაშთეს ძირი და ნათესავი და სახელი ჩუენი.15. უფალო ღმერთო ისრაელისაო, შენ მართალ ხარ და ჭეშმარიტ, და ჩუენ შეცოდებულ შენდამი, და არა მოასრულე ნათესავი ჩუენი ქუეყანისაგან, არამედ დაშთა ძირი და თესლი ერისა ჩუენისა მოდღენდელად დღემდე. აწ, აჰა, ესერა, ვართ დღესა წინაშე შენსა, უფალო, უსჯულოებასა შინა ჩუენთა და ვერღარა შემძლებელ ვართ დადგომად წინაშე პირსა შენსა, რამეთუ განმრავლდეს უსჯულოებანი ჩუენნი და უკეთურებანი ჩუენნი უფროს თმათა თავისა ჩუენისათა
პირველი ეზრასი თავი 9