მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

პირველი მეფეთა 12:18

17. არამე იფქლისა მკა არს დღეს? და თუ გნებავს თქვენ, ვითხოოთ უფლისაგან, და მოგცეს თქუენ წჳმა მძაფრი სავსე ქუხილითა და გულისხმა-ყოთ, რამეთუ განძლიერდეს უკეთურებანი თქუენნი წინაშე უფლისა, რამეთუ ითხოვდით თქუენ მეფესა.18. და ითხოვა სამოველ უფლისაგან. და მოსცა მას უფალმან წჳმა მძაფრი, სავსე ქუხილითა საშინელითა.19. და შეეშინა ყოველსა ისრაჱლსა უფლისაგან ფრიად და სამოველისა; და რქუა ყოველმან ერმან სამოველს: ილოცე შენ უფლისა მიმართ ღმრთისა შენისა მონათა ამათ შენთათჳს, რათა არა მოვსწყდეთ დღეს, რამეთუ გარდავამეტეთ ჩუენ ცოდვათა ჩუენთა თხოვად თავისა ჩუენისა მეფე!
პირველი მეფეთა თავი 12
18. და ითხოვა სამოველ უფლისაგან. და მოსცა მას უფალმან წჳმა მძაფრი, სავსე ქუხილითა საშინელითა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი კ̂გ. ვითარმედ არა ჯერ-არს წინა-დაცუეთაჲ წარმართთაგანთა მორწმუნეთაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
რამეთუ ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა, რაჲთა არარაჲ უმეტესი ტჳრთი დავსდვათ თქუენ ზედა (15,28).:

...ლო სულისაო, ვითარმედ მონა არს მონათა თანა აღრიცხული იგი, ჟამი არს შენდა, რაჲთა თჳთ ღმერთი მამაჲცა სწორ კაცთა მონა ჰგონო სამთა ამათ სიტყუათა მიერ, ვითარმედ: "ჰრწმენა ერსა მას ღმრთისა მიმართ და მოსესსა" () და ვითარმედ "შეეშინა ერსა მას უფლისაგან და სამოელისაგან" () და ვითარმედ "მახჳლი უფლისაჲ და მახჳლი გედეონისი" (). ხოლო უკუეთუ სამნივე ესე — მოსე სამოელ და გედეონ — არა ვითარცა ერთ-პატივნი იჴსენებიან ღმრთისა თანა, არამედ ვითარცა მონანი მეუფისა თანა, ეგრეთვე აწ მოციქულთა თავნი თჳსნი აჴსენნეს სულისა წმიდისა თანა, ვითარცა ლიტონნი კაცნი სულისა თანა საღმრთოჲსა, რომელი-იგი ღმერთ არს ბუნებით, და ქადაგთაცა მისთა ღმერთ-ჰყოფს მადლით და მინიჭებით. არამედ ფრიადი საზღვარი არს შორის ბუნებით ღმრთისა ღმერთ-მყოფელისა და შორის მონათა, მადლით ღმერთ-ქმნულთა მის მიერ, რომელნი არარას ვის დაუმძიმებენ ძუელთა წესთა ძიებითა.

გარნა რომელნი-ესე სასწრაფო არიან, განშორებად თქუენდა ნაკერპავისაგან, და სისხლისა, და მშთვრისა და სიძვისა, და რავდენი არა გნებავს, რაჲთა გეყოს თქუენ, სხუასა ნუ უყოფთ, რომელთაგან დაიმარხენით თავნი თჳსნი. კეთილსა იქმოდეთ და ცოცხლებით იყვენით (15,...

სრულად ნახვა