მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

პირველი მეფეთა 12:23

22. ხოლო უფალმან არა განიშოროს ერი თჳსი სახელისა მისისათჳს დიდისა, რამეთუ შეგიწყნარნა თქვენ უფალმან და გამოგირჩივნა თქუენ ერად საზეპუროდ.23. ხოლო ჩუენდა ნუ იყოფინ შეცოდება უფლისა, ანუ დაკლებად თქუენდა უფლისა მიმართ ლოცვათა ჩემთა და უწყებად თქუენდა გზა იგი სიმართლისა და სიწრფოებისა!24. ხოლო თქუენ გეშინოდესვე უფლისა და მონებდეთ მას ჭეშმარიტებითა ყოვლითა გულითა თქუენითა, რამეთუ გიხილავს, ვითარ განადიდა უფალმან ყოფა მისი ჩუენ თანა.
პირველი მეფეთა თავი 12
23. ხოლო ჩუენდა ნუ იყოფინ შეცოდება უფლისა, ანუ დაკლებად თქუენდა უფლისა მიმართ ლოცვათა ჩემთა და უწყებად თქუენდა გზა იგი სიმართლისა და სიწრფოებისა!

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. მხნეობა, სიფხიზლე და წმინდანთა ლოცვა:

...5 რა არგო ისრაელიანებს? განა არ ამბობდა: „ხოლო ჩუენდა ნუ იყოფინ შეცოდება უფლისა, ანუ დაკლებად თქუენდა უფლისა მიმართ ლოცვათა ჩემთა...“ ()? განა ყველანი არ დაიღუპნენ? მაშ, იტყვის ვინმე, არაფერს არგებს ლოცვები? არგებს, და დიდადაც, მაგრამ მაშინ, როცა ჩვენც რამეს ვაკეთებთ; რადგან ლოცვები თანამოქმედებენ და გვეხმარებიან; ასეთი თანაშეწევნა კი იმას ეხმარება, ვინც თვითონაც შრომობს; თუ კი უქმად დარჩები, ვერავითარ დიდ სარგებელს მიიღებ.

4. ლოცვის ძალა და საკუთარი ღვაწლი

ვინაიდან, თუკი ლოცვებს ძალა შესწევდა, რომ უქმად მყოფნი სასუფეველში შევეყვანეთ, რატომ არ ხდება ყველა წარმართი ქრისტიანი? განა მთელი ქვეყნიერებისთვის არ ვლოცულობთ? განა პავლეც ამას არ აკეთებდა? განა ყველას მოქცევას არ ვითხოვთ?...

სრულად ნახვა