პირველი მეფეთა 17:45
44. და ჰრქუა უცხოთესლმან: მოგვალე და დავსხნე ჴორცნი შენნი საჭმელად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა!45. მიუგო დავით და ჰრქუა: მოგვალე შენ, ეგერა, ჩემ ზედა მოხვალ ჯაჭჳთა, ჰოროლითა და ფარი[თა], ხოლო მე მოგივალ შენდა სახელითა უფლისა ღმრთისა ძალითა და, ესერა, ამისგან ისრაჱლისა, რომელსა-იგი შენ აყუედრებდი დღეს!46. რამეთუ შემოგაწყჳდა უფალმან დღეს ჴელთა ჩემთა და მოგკლა შენ ადგილობანსა, მახჳლითავე შენითა მოგკვეთო თავი შენი და დავსხნე ფერჴნი შენნი და ჴორცნი შენნი და ჴორცნი ერისა მაგის უცხოთესლთანი საჭმელად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა! და სცნან ყოველთა ნათესავთა ქუეყანისათა, ვითარმედ არს ღმერთი ისრაჱლსა შორის!
პირველი მეფეთა თავი 17