...ნით იყო გაძლიერებული, ხოლო გოლიათი ამ შეწევნას იყო მოკლებული და ამიტომ დავითის ხელში ჩავარდა. მაგრამ შეხედეთ შემდეგ, რა უგუნურ საქმეებს აკეთებინებს ადამიანს შურის ვნება. როცა მეფემ დაინახა, რომ მართალი დიდი დიდებით სარგებლობს და მოზეიმე დედაკაცები ძახიან: „საულ მოსწყჳდა ათასები, ხოლო დავით დასცა ბევრები!" (), ვერ აიტანა დიდსულოვნად ეს სიტყვები (თუმცა სინამდვილეში მას უფრო მეტი მიაწერეს, ვიდრე დავითს), არამედ შურმა სძლია და ბოროტებით მიუზღო იმ ადამიანს, რომელმაც სიკეთე უყო, და ის, ვინც მხსნელად და კეთილისმყოფელად უნდა მიეჩნია, მისი მოკვლაც კი ცადა. ოი, უკიდურესი უგუნურება! ოი, უმაღლესი უკეთურება! ის, ვინც სიცოცხლე შეუნარჩუნა, ვინც მთელი ჯარი უცხოთესლის რისხვისგან გაათავისუფლა, — მის შემდეგ მტრად აეჭვა, და ბოლო დროს გაწეული სიკეთე რომ სრულიად არ ახსოვდა, ვნებას დაემორჩილა, გონება შურით, როგორც რამე სიმთვრალით, დაიბინდა და კეთილისმყოფელს მტრად შეხედა.
4. შურის ბოროტება და სათნოებისკენ შეგონება
ასეთია ამ ვნების ბოროტება: იგი უწინარეს ყოვლისა იმას ავნებს, ვისშიც ჩაისახება. როგორც ხეში გაჩენილი ჭია ჯერ თავად ხეს ღრღნის, ისე შურიც უწინარეს ყოვლისა თავად იმ სულს შემუსვრის, რომელმაც თავის თავში წარმოშვა იგი. ხოლო იმას, ვისაც შურს, არა...