მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

პირველი მეფეთა 2:12

11. და დაუტევეს ყრმა იგი სამოველ სელომს წინაშე უფლისა და თაყუანი-სცეს უფალსა და წარვიდეს არმათემად სახიდ თჳსად; და ყრმა იგი სამოველ აღორძნდებოდა და მსახურებდა უფალსა წინაშე ელი მღდელისა.12. და ძენი იგი ელისნი, ნაშობნი უძღებნი და უსჯულონი, რომელთა არა გულისჴმა-ყვეს შიში უფლისა,13. და არცა წესი იგი მღდელობისა, ხოლო წესი იგი შესაწირავთა მათ ერისა მღდელისაგან იყო შეწირვად. მაშინ მოვიდა ყრმა ერთი მღდელისა აღმოღებად ჴორცისა მის და ჴელთა მისთა აქუნდა ფუცხვი სამპირი.
პირველი მეფეთა თავი 2
12. და ძენი იგი ელისნი, ნაშობნი უძღებნი და უსჯულონი, რომელთა არა გულისჴმა-ყვეს შიში უფლისა,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მეცა მიცით და იცით, ვინაჲ ვარ; და თავით ჩემით არა მოსრულ ვარ, და არს ჭეშმარიტ, რომელმან მომავლინა მე, რომელი თქუენ არა იცით. ხოლო მე ვიცი იგი, რამეთუ მის მიერ ვარ, და მან მომავლინა მე“ (7,28-29).:

...მამაჲ ჩემი“? ნუუკუე წინააღუდგებოდესა ურთიერთას სიტყუანი მისნი? ნუ იყოფინ! არამედ ფრიადცა ეწამებოდეს. არამედ რაჟამს იტყოდის, თუ: „არა მიცით“, სხუასა ცნობასა იტყჳს აქა, ვითარცა-იგი წერილ არს, ვითარმედ: „ძენი ელისნი, ძენი უშჯულონი, რომელთა არა იცოდეს უფალი“; და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „ისრაჱლმან მე არა მიცნა“; ვითარცა კუალად მოციქული პავლე იტყჳს, ვითარმედ: „ღმერთსა იტყჳან ცნობად, ხოლო საქმითა უარ-ჰყოფენ“. და ეგების-მეა ცნობაჲ და არაცნობაჲ ერთისა საქმისაჲ? გარნა ესე ამას იტყჳს, თუ: მე მიცით და იცითო, ვითარმედ ძჱ ვარ ღმრთისაჲ, რამეთუ „თუ ვინაჲ ვარ“ არა ადგილსა იტყჳს აქა, და საცნაურ არს შემდგომისა მის სიტყჳსაგან, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „თავით ჩემით არა მოსრულ ვარ, არამედ არს ჭეშმარიტ, რომელმან მომავლინა მე, რომელი თქუენ არა იცით“. უცნებასა აქა საქმეთამიერსა იტყჳს სიტყჳსა მისებრ პავლესა, ვითარმედ: „ღმერთსა იტყჳან ცნობად, და საქმე-თა მიერ უარ-ჰყოფენ“. და არა უცნებელობისაგან იყო ცოდვაჲ, არამედ უკეთურებისაგან და ბოროტისა გონებისა. და ესე იცოდეს და არა ცნობაჲ ენება. გარნა რომელი შეწყობაჲ აქუს სი...

სრულად ნახვა