მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „იტყოდეს ვინმე იერუსალჱმელთაგანნი: არა ესე არსა, რომელსა ეძიებდეს მოკლვად? აჰა ესერა განცხადებულად იტყჳს, და არარას ეტყჳან მას. ნუუკუე ჭეშმარიტად ცნეს მთავართა, ვითარმედ ესე არს ქრისტჱ? არამედ ესე ვიცით, ვინაჲ არს“ (7,25-27).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს ესრეთ ლიტონად თქუმული წმიდათა წერილთა შინა, რამეთუ სულისა მიერ წმიდისა თქუმულ არიან. ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთა ყოველსავე გამოწულილვით გამოვეძიებდეთ, რამეთუ მრავალგზის ერთისა სიტყჳსა მიერ იპოვების ძალი დიდი, ვითარი არს ესეცა, რომელი აწ წინამდებარე არს ჩუენდა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იტყოდეს ვინმე იერუსალჱმელნი: არა ესე არსა, რომელსა ეძიებდეს მოკლვად? და აჰა ესერა განცხადებულად იტყჳს, და არარას ეტყჳან მას“ (7,25-26).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე რადღა არს აქა, თუ: „იერუსალჱმელთაგანნი“? ამისთჳს, რამეთუ გჳჩუენებს მახარებელი, ვითარმედ რომელნი-იგი უმეტესთა და დიდთა სასწაულთა მისთა მხილველ იყვნეს, იგინი იყვნეს უსაწყალობელჱს ყოველთასა, - რომელთა ეხილვა ღმრთეებისა მისისა სასწაული დიდი, იგინი ყოველსა მას საშჯელსა ზედა მთავართა მათ განხრწნილთასა გულისხმა-ჰყოფდეს. ანუ არა დიდი საკჳრველი იყოა, ვითარ, რომელნი-იგი მიმოვიდოდეს და ეძიებდეს მოკლვად, მი-რაჲ-ვიდა შორის მათსა, შეპყრობილ იქმნნეს ჴელნი მათნი? რამეთუ ვინ ქმნა ესე ყოველი? ვინ დაშრიტა საჴუმილი იგი გულისწყრომისა მათისაჲ? გარნა ამას ყოველსა საკჳრველებასა ზედა და სხუათა მათ ურიცხუთა სასწაულთა მისთა იხილე მათი იგი უგულისხმოებაჲ, - „არა ესე არსო, რომელსა ეძიებდეს მოკლვად?“ - ვითარ თავთა თჳსთა შეასმენენ და იტყჳან, ვითარმედ: „რომელსა ეძიებენო მოკლვად“, და არარას ეტყჳან მას, რომელი-იგი განცხადებულად იყოფებოდა მათ შორის და კადნიერებით ამხილებდა, რომლისა მიერ იქმნებოდა უმეტესი განრისხებაჲ მათი, არამედ არარას ჰყოფდეს. „ნუუკუე ჭეშმარიტად ცნეს, ვითარმედ ესე არს ქრისტე?“ ხოლო თქუენ რასა იტყჳთ მისთჳს, ჵ ჰურიანო? ვი-თარ ჰგონებთ მისთჳს? იტყჳან, ვითარმედ: ესრეთ ვიტყჳთ, თუ: არა ქრისტე არს. ამისთჳსცა თქუეს, ვითარმედ: „ესე ვიცით, ვინაჲ არს“. ჵ უკეთურებაჲ ესე! ჵ ბოროტადმეტყუელებაჲ ესე! არცა მთავართა გან-ჩინებასა შეუდგან, არამედ სხუასა შემოიღებენ ბოროტსა და თჳსისა მის უგუნურებისა ღირსსა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვიცითო, თუ ვინაჲ არს. ხოლო ქრისტე ოდეს მოვიდეს, არავინ უწყოდის, თუ ვინაჲ არს“ (7,27).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და ვითარ, ჰეროდე მღდელთა თქუენთა ჰკითხვიდა

რაჲ, იტყოდეს, ვითარმედ: ბეთლემს იშვების,1 და კუალად სხუანი ვიეთნი იტყოდეს: „ვიცით, რომელ მოსეს ეტყოდა ღმერთი, ხოლო ესე არა ვიცით, ვინაჲ არს“?2 „ვიცითო, ვინაჲ არს“, და კუალად, „არა ვიცით, თუ ვინაჲ არსო“. იხილენ სიტყუანი მთრვალთანი! და კუალად იტყჳან: „ნუუკუე გალილეაჲთ მოვალს ქრისტე? არა ბეთლემით მოვალსა?“3 იხილე სიტყუაჲ ესე განცოფებულთაჲ: ვიცით და არა ვიცითო, და ბეთლემით მოვალს ქრისტე, და „ქრისტე ოდეს მოვიდოდის, არავინ უწყოდისო, ვინაჲ არს“. რაჲ არს ამის სიცოფისა უცხადჱსი? რამეთუ ერთისა მიმართ ოდენ იყო მოსწრაფებაჲ მათი - რაჲთამცა არა ჰრწმენა. ისმინეთ უკუე, რაჲ მიუგო უფალმან:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მეცა მიცით და იცით, ვინაჲ ვარ; და თავით ჩემით არა მოსრულ ვარ, და არს ჭეშმარიტ, რომელმან მომავლინა მე, რომელი თქუენ არა იცით. ხოლო მე ვიცი იგი, რამეთუ მის მიერ ვარ, და მან მომავლინა მე“ (7,28-29).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და კუალად სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუმცა მე მიცოდეთ, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ“.4 ხოლო ვითარ, რამეთუ ეტყჳს, ვითარმედ: „მიცით მე და თუ ვინაჲ ვარ“, და კუალად ეტყჳს, ვითარმედ: „არცა მე მიცით, არცა მამაჲ ჩემი“?5 ნუუკუე წინააღუდგებოდესა ურთიერთას სიტყუანი მისნი? ნუ იყოფინ! არამედ ფრიადცა ეწამებოდეს. არამედ რაჟამს იტყოდის, თუ: „არა მიცით“, სხუასა ცნობასა იტყჳს აქა, ვითარცა-იგი წერილ არს, ვითარმედ: „ძენი ელისნი, ძენი უშჯულონი, რომელთა არა იცოდეს უფალი“;6 და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „ისრაჱლმან მე არა მიცნა“;7 ვითარცა კუალად მოციქული პავლე იტყჳს, ვითარმედ: „ღმერთსა იტყჳან ცნობად, ხოლო საქმითა უარ-ჰყოფენ“.8 და ეგების-მეა ცნობაჲ და არაცნობაჲ ერთისა საქმისაჲ? გარნა ესე ამას იტყჳს, თუ: მე მიცით და იცითო, ვითარმედ ძჱ ვარ ღმრთისაჲ, რამეთუ „თუ ვინაჲ ვარ“ არა ადგილსა იტყჳს აქა, და საცნაურ არს შემდგომისა მის სიტყჳსაგან, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „თავით ჩემით არა მოსრულ ვარ, არამედ არს ჭეშმარიტ, რომელმან მომავლინა მე, რომელი თქუენ არა იცით“. უცნებასა აქა საქმეთამიერსა იტყჳს სიტყჳსა მისებრ პავლესა, ვითარმედ: „ღმერთსა იტყჳან ცნობად, და საქმე-თა მიერ უარ-ჰყოფენ“. და არა უცნებელობისაგან იყო ცოდვაჲ, არამედ უკეთურებისაგან და ბოროტისა გონებისა. და ესე იცოდეს და არა ცნობაჲ ენება. გარნა რომელი შეწყობაჲ აქუს სიტყუათა ამათ? რამეთუ ვი-თარ, რომელ ამხილებდა რაჲ მათ, მათთავე სიტყუათა იტყოდა? რამეთუ თქუეს რაჲ მათ, თუ: „ესე ვიცით, ვინაჲ არს“, თავადმანცა თქუა, ვი-

1 შდრ. მათ. 2,4-5. 2 იოან. 9,29. 3 შდრ. იოან. 7,41-42. 4 იოან. 14,7. 5 იოან. 8,19. 6 შდრ. 1 მეფ. 2,12. 7 ესაია 1,3. 8 ტიტ. 1,16.

თარმედ: „მეცა მიცით“. და რაჲსათჳს ჰრქუა ესე? ნუუკუე იგინი იტყოდეს რაჲ, თუ: „არა ვიცით“? გარნა ამისთჳს, რამეთუ იგინი იტყოდეს რაჲ, თუ: „ვიცით, ვინაჲ არს“, არა თუ სხჳსა რაჲსათჳსმე იტყოდეს, გარნა ამისთჳს, თუ ქუეყანით არს და ძჱ არს ხუროჲსა მის. ხოლო თავადი აღიყვანებდა მათ ზეცად და იტყოდა, ვითარმედ: „იცით, ვინაჲ ვარ“, ესე იგი არს, ვითარმედ: ზეცით ვარ, არა სადაჲთ თქუენ იტყჳთ, არამედ სადა არს მომავლინებელი ჩემი; რამეთუ სიტყუაჲ იგი, თუ: „თავით ჩემით არა მოსრულ ვარ“, ამას მოასწავებს, ვითარმედ იცოდეს მათცა, თუ მამისა მიერ მოვლინებულ არს, დაღაცათუ არა გამოაცხადებდეს. ამისთჳს ორკერ-ძო ამხილებს მათ: და პირველად, რასაცა თჳსაგან იტყოდეს, იგი შორის შემოიღო, რაჲთამცა არცხჳნა მათ, და მერმე გონებათა შინა მათთა მოგონებული ყოველი გამოუცხადა, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: არა ვარ ესრეთ ლიტონთაგანი და ამაოდ მოსრულთაჲ, არამედ „არს ჭეშმარიტ მომავლინებელი ჩემი“. რაჲ არს სიტყუაჲ ესე, თუ: „არს ჭეშმარიტ მომავლინებელი ჩემი“? ესე იგი არს, ვითარმედ: ვინაჲთგან იგი ჭეშმარიტ არს, მოვლინებულიცა სამე იგი ჭეშმარიტებისათჳს მოუვლენიეს; ვინაჲთგან ჭეშმარიტ არს მომავლინებელი, მოვლინებულიცა ჭეშმარიტ არს.

და კუალად სხჳთაცა სახითა იქმს ამას, რამეთუ თჳთ მათთავე სიტყუათაგან შეიპყრობს მათ. რამეთუ ვინაჲთგან იტყოდეს, თუ: „ოდეს ქრისტე მოვიდეს, არავინ უწყოდის, ვინაჲ არს“, ამის მიერცა გამოა-ჩინებს, ვითარმედ იგი არს ქრისტე; რამეთუ იგინი სიტყუასა მას, თუ: „არავინ უწყოდის“, განჩინებისა რაჲსათჳსმე ადგილადისა იტყოდეს, და ამისგანცა გამოაჩინებს, ვითარმედ იგი არს ქრისტე, რამეთუ მამისაგან მოვიდა. და ყოველსა ადგილსა მეცნიერებასა მამისასა თავსა თჳსსა ოდენ უწამებს, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „არა თუ მამაჲ ვის უხილავს, არამედ რომელი-იგი არს მამისაგან“.1 და განაფიცხნეს იგინი სიტყუათა ამათ, რამეთუ თქუმაჲ, თუ: „არა იცით იგი“, და კუალად რომელსა იტყოდეს, თუ: „არა ვიცით“, მხილებაჲ, თუ იციან, კმა არს განფიცხებად მათა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ეძიებდეს მას შეპყრობად, და არავინ დაასხნა ჴელნი, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი“ (7,30).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ უხილავად შეკრულ იყვნეს და გულისწყრომასა მათსა აღჳრ-ესხმოდა? ხოლო რაჲსათჳს არა თქუა, თუ: უხილავად აყენებდა მათ, არამედ თქუა, თუ: „არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი“? ამისთჳს, რამეთუ ესრეთ ინება მახარებელმან, რაჲთა აქა მდაბლადრე თქუას მისთჳს და კაცობრივ, რაჲთა კაცებაჲცა მისი მტკიცე იყოს. რამეთუ ვინაჲთგან ყოველსა ადგილსა მაღალთა მათ საქმეთა ღმრთეებისათა იტყოდა, ამისთჳს კაცობრივნიცა ესე სიტყუანი განუთე-

1 იოან. 6,46.

სიან შორის. ხოლო რაჟამს იტყოდის, თუ: „მისგან ვარ“, არა თუ ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იხილავს მას და ესრეთ იტყჳს, არამედ ვითარცა მისი მარადის მხედველი და მის თანა მყოფი. რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ვიცი იგი, რამეთუ მისგან ვარ“. ჰხედავა, ვითარ ზე და ქუე შეჰმზადებს ამას, ვითარმედ: „თავით ჩემით არა მოსრულ ვარ“, და ვითარმედ: „მომავლინებელი ჩემი ჭეშმარიტ არს“, რამეთუ ამისთჳს იყო ესე ყოველი, რაჲთა არა საგონებელ იყოს უცხოდ ღმრთისაგან. და იხილე, თუ რაზომი არს მდაბალთა მათ სიტყუათა სარგებელი, რამეთუ იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შემდგომად ამისა მრავალთა ჰრწმენა და იტყოდეს: ქრისტე ოდეს მოვიდეს, ნუუკუე უმრავლჱსი სასწაული ქმნესა, რომელი ამან ქმნა?“ (7,31).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაოდენნი სასწაულნი? რამეთუ სამნი არიან სასწაულნი: ღჳნისაჲ და განრღუეულისაჲ და ძისა სამეუფოჲსა მის კაცისაჲ, და სხუაჲ უმეტესი მახარებელსა არარაჲ უთქუამს. ამისგან უწყით, ვი-თარმედ მრავალთა მათ სასწაულთა მისთა თანაწარჰჴდებოდეს მახარებელნი და არა წერდეს, არამედ ამას გუეტყჳან, რომელთა ზედა მთავარნი იგი ბოროტსა იტყოდეს მისთჳს და ეძიებდეს მას შეპყრობად და მოკლვად. ხოლო ამას არა სიმრავლჱ იგი იქმოდა ერისაჲ, რომელნი არა მთავრობისმოყუარე იყვნეს, არცა შური მისი აქუნდა, არამედ მღდელნი იყვნეს ამის ყოვლისა მოქმედნი; რამეთუ ერისა მის მრავლისაგანნი იტყოდეს, ვითარმედ: „ქრისტე ოდეს მოვიდეს, ნუუკუე უმეტესნი სასწაულნი ქმნნესა?“ გარნა ესეცა სარწმუნოებაჲ არავე მრთელ იყო, არამედ ვითარცა ერისა ზრქელისა და უმეცრისაჲ, რამეთუ რომელნი იტყოდეს, თუ: „ქრისტე ოდეს მოვიდეს“, არა სრულიად დარწმუნებულთაჲ იყო, ვი-თარმედ ქრისტე არს იგი. ანუ ესე არს, რომელ ვთქუ, ანუ კუალად ესე არს, რომელ ვინაჲთგან მთავარნი იგი დაამტკიცებდეს, თუ: არა ესე არს ქრისტე, ერმან თქუა, თუ: აჰა ვთქუათ, თუ: არა ესე არს ქრისტე; ნუუკუე იგი ვინმე, რომელსა ეგენი იტყჳან, თუ სხუაჲ არსო, ამისა უმჯობჱს იყოსა? ვითარცა-ესე მე მარადის ვიტყჳ, ვითარმედ ზრქელნი გონებითა და უგულისხმონი არა მოიქცევიან ესრეთ სწავლითა და დარწმუნებითა სიტყუათაჲთა, ვითარ სასწაულითა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესმა ფარისეველთა ერისა მის დრტჳნვაჲ მისთჳს. და მიავლინნეს მღდელთმოძღუართა და ფარისეველთა მსახურნი, რაჲთა შეიპყრან იგი“ (7,32).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, რამეთუ შაბათისა იგი დაჴსნაჲ მიზეზი იყო? ხოლო მათი შემაწუხებელი ესე იყო, რამეთუ აქა არარაჲ აქუნდა, რაჲ-თამცა თქუეს მიზეზი სიტყუათა მისთათჳს, გინა თუ საქმეთა. და ვინაჲთგან სხუაჲ მიზეზი ვერ პოვეს ერისათჳს, ენება შეპყრობაჲ მისი და თჳთ ვერ იკადრებდეს, რამეთუ ღელვასა მას ესევითარსა ერიდებოდეს, არამედ მსახურთა მათთა წარავლენდეს. ჵ მძლავრებაჲ იგი და სიბორგილე! ჵ უგუნურებაჲ იგი დიდი! რამეთუ თჳთ მრავალგზის ებრძოლნეს და ვერ უძლეს და მსახურთა მათ უბრძანეს საქმჱ იგი, რაჲთამცა გულისწყრომასა მათსა სცეს განსუენებაჲ. და თავადსა ეთქუა საბანელსა მას ზედაცა და მათა მიმართ, და არარაჲ ესევითარი ქმნეს, არამედ ეძიებდეს, გარნა არა ჴელ-ყვეს საქმესა მას, ხოლო აქა ვერღარა თავს-იდვეს, იხილეს რაჲ, ვითარმედ ერი იგი მისა მივალს. ხოლო ქრისტემან მიუგო:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მცირედ ჟამ თქუენ თანა ვარ“ (7,33).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და რომელსა-იგი ძალ-ედვა მოდრეკად მათა და შეშინებად, იგი სიტყუათა იტყჳს სიმდაბლითა სავსეთა, ვითარმცა იტყოდა: რად ისწრაფით მოკლვად ჩემდა და განძებად? მცირედსაღა ჟამსა მელოდეთ, და მერმე, დაღაცათუ გენებოს დაყენებაჲ ჩემი თქუენ თანა, არა ვდგე. და მერმე, რაჲთა არა სიკუდილად გულისხმა-ყონ, რამეთუ ყოველ-თა ზედა მოიწევის, რამეთუ ესეცა მოიგონეს მათ, ხოლო რაჲთა არავინ ესე მოიგონოს, ამისთჳს თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სადა მე ვიყო, თქუენ ვერ ძალ-გიც მოსლვად“ (7,34).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო უკუეთუმცა სიკუდილსა შინა ეგულებოდა და-შთომად, ძალ-ედვა მათცა წარსლვაჲ, რამეთუ მუნ წარვალთ ყოველნი. უმეცართა მათ უკუე ერთა მოსდრეკდეს სიტყუანი ესე და ამპარტავანთა შეაშინებდეს და სწავლისმოყუარეთა მოსწრაფე-ჰყოფდეს სმენად, რა-ჟამს ესმამცა, თუ: „მცირედღა“, და არღარა ეგულებოდის მათ სწავლა-თა სმენად. და არა თქუა, თუ: მცირედ ჟამ აქა ვარ, არამედ: „მცირედ ჟამ თქუენ თანა ვარო“, ესე იგი არს, ვითარმედ: გინა თუ მდევნიდეთ, გინა თუ მებრძოდით, მცირედსა ამას ჟამსა თქუენ თანა ვარ და არა დავსცხრები განგებულებათა მათ ჩემთა თქუენ ზედა ქმნად და ცხორებისათჳს სულთაჲსა სწავლად, და მერმე „წარვალ მომავლინებელისა ჩემისა“ (7,33). ესე კმა იყო შეშინებად და შეურვებად მათა. და ვითარმედ საჴმარ-ეყოს მათ, მოასწავებს, რამეთუ იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მეძიებდეთ მე“ (7,34), არა თუ ოდენ არა დამივიწყოთ, არამედ მეძიებდეთცა, „და ვერ მპოოთ“ (7,34).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და სადა უკუე მოიძიეს იგი ჰურიათა? ვითარცაიგი ლუკა იტყჳს, ვითარმედ: გოდებდეს მისთჳს დედანი და სხუანიცა მრავალნი,1 და მერმე, რაჟამს ქალაქი მათი ტყუე იქმნებოდა, არამცა აჴსენებდესა ქრისტესა და საკჳრველებათა მათ მისთა და ეძიებდესმცა მოსლვასა მისსა? და ესე ყოველი თქუა, რამეთუ ენება მოსლვად მათა კეთილისა მიმართ, რამეთუ სიტყუანი ესე, თუ: „მცირედიღა ჟამი არს“,

1 შდრ. ლუკ. 23,27.

და შემდგომად წარსლვისა ძიებაჲ მისი და ვერპოვნაჲ, - ესე ყოველი კმა იყო დასარწმუნებელად და მოქცევად მათა. რამეთუ უკუეთუმცა არა ეგულებოდა სასურველ-ყოფად, არამცა ირწმუნეს, და კუალად, უკუე-თუმცა შესაძლებელმცა იყო პოვნაჲ მისი, ეგრეთვემცა არავე შეშინდეს. და კუალად, უკუეთუმცა მრავალთა ჟამთა ეგულებოდა დადგრომაჲ მათ თანა, ნუუკუედა ეგრეცამცა უდებ იქმნნეს, არამედ ყოვლით კერ-ძო შეაშინებს მათ და შეაშფოთებს. ხოლო კუალად სიტყუაჲ ესე, თუ: „წარვალ მომავლინებელისა ჩემისა“, გამომაჩინებელი არს, ვითარმედ არარაჲ ვნებაჲ მოიწევის მის ზედა მათისა მის მტერობისაგან, და ვი-თარმედ ჯუარს-ცუმაჲ მისი ნეფსით არს. ორნი უკუე წინაჲსწართხრობანი უთხრნა: ერთად, ვითარმედ შემდგომად მცირედისა ჟამისა წარსლვად არს, და კუალად, ვითარმედ ვერ მივიდენ მისა მიმართ, რომელ-იგი არა კაცობრივისა ბუნებისაჲ იყო თჳსისა აღსასრულისა წინაჲსწარცნობაჲ. რამეთუ იხილე, დავით რასა იტყჳს, ვითარმედ: „მაუწყე მე, უფალო, აღსასრული ჩემი და რიცხჳ დღეთა ჩემთაჲ, რაჲთა უწყოდი, თუ რაჲღა მაკლს მე“.1 და არავინ იცის საქმჱ ესე. ხოლო მე ვჰგონებ, თუ მსახურთა მათ მიმართ იყო სიტყუაჲ ესე, რომლითა მოდრიკნა იგინი, რაჟამს უჩუენა, ვითარმედ უწყის მან წარსლვისა მისისა ჟამი, ვითარმცა ეტყოდა, თუ: მელოდეთ მცირედღა, და წარვიდე.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იტყოდეს ჰურიანი იგი ურთიერთას: ვიდრე-მე ეგულების ამას წარსლვად?“ (7,35).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და რად-მე ეძიებენ ამას? რამეთუ რომელთა სუროდა ყოვლითურთ, რაჲთამცა განერნეს მისგან, და ყოველსავე ღონესა მოიპოვებდეს, რაჲთამცა არა ხედვიდეს მას, არა უჴმდა ამისი ძიებაჲ, არამედ რაჲთამცა თქუეს, თუ: ჰე, გჳხარის, და ოდეს ყოფად არს ეგე? არამედ მოიწყლნეს სიტყუათა მათგან და ეძიებენ თავთა შორის თჳსთა უგუნურებით:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სადა წარვალს? ნუუკუე განთესულთა მათ წარმართთასა ეგულების წარსლვად?“ (7,35).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რანი არიან „განთესულნი წარმართნი“? ესრეთ სახელ-სდებდეს ჰურიანი წარმართთა, რამეთუ ყოველსა ადგილსა განთესულ იყვნეს იგინი. ხოლო აწ ესე ყუედრებაჲ მათ ზედაცა მოიწია, რამე-თუ პირველ ყოველი იგი ნათესავი მათი ერთბამად იყო, და სხუასა ადგილსა არასადა იპოვებოდა ჰურიაჲ, არამედ პალესტინეს ოდენ. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, თუ: „სადა მე ვიყო, არა ჴელ-გეწიფების თქუენ მოსლვად“ (7,36)? რამეთუ უკუეთუმცა წარმართთა თანა მივიდოდა, რადმცა ეთქუა, თუ: „ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად“? ხოლო მათ თქუეს

1 ფსალმ. 38,5.

რაჲ, თუ: „განთესულთა მათ წარმართთა თანა ეგულების მას მისლვად“, არა თქუეს, თუ: ცთუნებად მათა, არამედ: „სწავლად მათაო“ (7,35). ესრეთ ესმნეს რაჲ სიტყუანი ესე, დამშჳდნა გულისწყრომაჲ მათი და ჰრწმენა, ხოლო თუმცა არა ერწმუნა, არამცა ეძიებდეს, თუ რაჲ არს სიტყუაჲ ესე.

სწავლაჲ ნ სიმართლისათჳს

არამედ ესე ყოველი მათა მიმართ თქუა, ხოლო მეშინის, ნუუკუე ჩუენდა მომართცა ითქუას ესე ცხორებისა ამის ჩუენისათჳს, სავსისა ცოდვითა, რამეთუ ვერ მივიდეთ ჩუენ, სადა იგი არს, ბოროტთა ამათ ჩუენთათჳს. რამეთუ მოწაფეთათჳს იტყჳს, ვითარმედ: „მნებავს, რაჲთა სადაცა მე ვიყო, ესენიცა იყვნენ ჩემ თანა“.1 ხოლო ჩუენთჳს მეშინის, თუ წინააღმდგომი ითქუას, ესე იგი არს, ვითარმედ: „სადა მე ვიყო, ვერ ძალ-გიც მოსლვად“.2 რამეთუ რაჟამს მცნებათა მისთა წინააღმდგომსა ვიქმოდით, ვითარ შეუძლოთ მუნ წარსლვად? რამეთუ ამასცა სოფელსა მჴედარი რომელი განარისხებდეს მეფესა, არა ჴელ-ეწიფების ხილვად მეფისა, არამედ საპყრობილესა შინა არნ და სატანჯველთა. რამეთუ რა-ჟამს ვიტაცებდეთ და ანგაჰარ ვიყვნეთ, ვავნებდეთ სხუათა, უწყალო ვიყვნეთ, ვითარ შეუძლოთ მუნ მისლვად?

და იხილენით ქალწულნი იგი, ვითარ არა ჴელ-ეწიფა შესლვად, სადა იგი იყო, არამედ მართლუკუნიქცეს, დაშრტეს რაჲ სანთელნი მათნი,3 ესე იგი არს, ვითარმედ დაუტევნა იგინი მადლმან მან. რამეთუ ალი იგი, რომელი მოგუეცა ჩუენ მადლისა მის სულისა წმიდისაჲ, უკუეთუ გუენებოს, აღორძნდების, და უკუეთუ გუენებოს, სრულიად დაშრტების იგი. ხოლო იგი რაჲ დაშრტეს, მერმე არღარაჲ იყოს სხუაჲ ჩუენ ზედა, გარნა არმური და ნისლი. ამისთჳსცა თქუმულ არს, ვითარმედ: „სულიმცა ნუ დაივსების“.4 ხოლო დაივსების, რაჟამს ზეთი არა აქუნდეს, და რაჟამს ქარი სასტიკისა მობერვისაჲ იქმნას, და კუალად, რაჟამს იწროებით იყოს და ჭირით, რამეთუ ესრეთ დაშრტების ცეცხლი; ხოლო შეიწრდების ესე ცეცხლი ზრუნვათაგან სოფლისათა და დაშრტების გულისთქუმისაგან ბოროტისა, ხოლო არარაჲ ესრეთ დაშრეტს, ვითარ უწყალოებაჲ და მძჳნვარებაჲ და ტაცებაჲ. რამეთუ რომელი არა ზეთისა ქონებასა თანა წყალსაცა გრილსა დაასხმიდეს, ვითარ შეუძლოს მან აღნთებად სანთლისა

1 იოან. 17,24; შდრ. იოან. 12,26; 14,3. 2 იოან. 7,34; შდრ. იოან. 8,21; 13,33. 3 შდრ. მათ. 25,1-12. 4 1 თეს. 5,19.

მის? ხოლო წყალი იგი ანგაჰრებისაჲ არს, რომელი განაგრილებს სულსა ბოროტად. ნუუკუე წარვიდეთ რაჲ ჩუენცა ამიერ, არარაჲ გუაქუნდეს სხუაჲ ჩუენ თანა, გარნა ნაცარი და მტუერი და კუამლი ფრიადი, რომელი შეგუასმენდეს ჩუენ, ვითარმედ ლამპრები გუაქუნდა და დავშრიტეთ; რამეთუ სადა კუამლი იყოს, საცნაურ არს, ვითარმედ ცეცხლი იყო მუნ და დაშრტა.

არამედ ნუ იყოფინ ჩუენდა სმენად ჴმისა მის მწარისა სასმენელად, ვითარმედ: „არა გიცნი თქუენ“.1 ხოლო სადაჲთ იქმნების სმენაჲ ჴმისაჲ ამის, თუ: „არა გიცნი თქუენ“? გარნა ამისგან, რომელ ვიხილოთ რაჲ გლახაკი, ესრეთ ვართ, ვითარმცა არა გუეხილვა. და რაჟამს ჩუენ არა გუეწყალოდის გლახაკი მშიერი, რომელ არს ქრისტე, ქრისტემან ვი-თარ შეგჳწყალნეს ჩუენ, რაჟამს წყალობაჲ გჳჴმდეს? რამეთუ რომელმან შეურაცხ-ყოს ჭირვეული და არა მისცეს თჳსისაგან, ვითარ ითხოვოს მან მოღებად არათჳსი იგი?

ამისთჳს გევედრები, ყოვლით კერძო ვისწრაფოთ, რაჲთა არა მოგუაკლდეს ჩუენ ზეთი, არამედ რაჲთა შევამკვნეთ ჩუენ ლამპარნი ჩუენნი და შევიდეთ სიძისა მის თანა უკუდავისა სასძლოსა მას უხრწნელსა, რომელსა ღირსმცა ქმნულ ვართ ყოველნივე მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 მათ. 7,23; 25,12; ლუკ. 13,25,27.