პირველი მეფეთა 2:29
28. და გამოვირჩიე სახლი მამისა შენისა ყოველთაგან ტომთა ისრაჱლისათა ჩემდა მღდელად და აღსვლად საკურთხეველსა და აღღებად ევფუდისა. და მივეც სახლსა მამისა შენისასა ყოველი იფქლი ძეთა ისრაჱლისათა საჭმელად,29. და რომლისათჳს მიხედეთ თქუენ საკურთხეველსა ჩემსა მსხუერპლსა ჩემსა ურცხჳნოთა თუალითა და ადიდენ ძენი შენნი უფროს ჩემსა, კურთხევად მათთჳს პირველად ყოველი ნაყოფი მსხუერპლთა სახლისა ისრაჱლისა?30. ამისთჳს ამას იტყჳს ღმერთი ისრაჱლისა: ვთქუ, ვითარმედ: სახლი შენი და სახლი მამისა შენისა ვიდოდიან წინაშე ჩემსა უკუნისამდე. და აწ იტყჳს უფალი: ნუსადა იყოფინ, არამედ მადიდებელნი ჩემნი ვადიდნე და შეურაცხ-მყოფელნი ჩემნი შეურაცხ იქმნენ.
პირველი მეფეთა თავი 2