მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

პირველი მეფეთა 2:28

27. და მოვიდა კაცი ღმრთისა ელისა და ჰრქუა: ამას იტყჳს უფალი: გამოცხადებით გამოვეცხადე სახლსა მამისა შენისასა, ვიდრე იყუნესღა იგინი ეგჳპტესა მონად ფარაოსა.28. და გამოვირჩიე სახლი მამისა შენისა ყოველთაგან ტომთა ისრაჱლისათა ჩემდა მღდელად და აღსვლად საკურთხეველსა და აღღებად ევფუდისა. და მივეც სახლსა მამისა შენისასა ყოველი იფქლი ძეთა ისრაჱლისათა საჭმელად,29. და რომლისათჳს მიხედეთ თქუენ საკურთხეველსა ჩემსა მსხუერპლსა ჩემსა ურცხჳნოთა თუალითა და ადიდენ ძენი შენნი უფროს ჩემსა, კურთხევად მათთჳს პირველად ყოველი ნაყოფი მსხუერპლთა სახლისა ისრაჱლისა?
პირველი მეფეთა თავი 2
28. და გამოვირჩიე სახლი მამისა შენისა ყოველთაგან ტომთა ისრაჱლისათა ჩემდა მღდელად და აღსვლად საკურთხეველსა და აღღებად ევფუდისა. და მივეც სახლსა მამისა შენისასა ყოველი იფქლი ძეთა ისრაჱლისათა საჭმელად,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. სახარების ნიჭი და მღვდლობის პატივი:

... არამედ მსურს, ეს ყველაფერი თვით თქვენთვის მოხდეს. რადგან როცა წინამძღვრებს მართულნი პატივს სცემენ, ესეც წინამძღვრების წინააღმდეგ ითქმის, როგორც ელის მიმართ ამბობდა: „და გამოვირჩიე სახლი მამისა შენისა ყოველთაგან ტომთა ისრაჱლისათა“ (); ხოლო როცა შეურაცხყოფენ, როგორც სამუელის დროს, ამბობს: „რამეთუ არა შენ შეურაცხ-გყვეს, არამედ მე“ (). ამიტომ შეურაცხყოფა წინამძღვრებისთვის სარგებელია, პატივი კი ტვირთი. ამიტომ ამას მათთვის კი არ ვამბობ, არამედ თვით თქვენთვის.

ვინც მღვდელს პატივს სცემს, ღმერთსაც პატივს სცემს; ხოლო ვინც მღვდლის შეურაცხყოფას ისწავლის, გზაზე წინსვლისას ოდესღაც ღმერთსაც შეურაცხყოფს. ამბობს: „რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა“ (); და კიდევ: „მღვდლები მისი პატივცემულად გყავდეს“ ()...

სრულად ნახვა