მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

პირველი მეფეთა 28:15

14. და ჰრქვა საულ: რა გულისხმა-ყავ? რქვა დვდაკაცმან: ვხედავ მე კაცსა ერთსა მაღალსა აღმომავალსა ქუეყანით და ჩუდკეცი სამოსელი მოუბლარდნიეს მას! და გულისხმა-ყო საულ, ვითარმედ სამოველ იყო იგი, დადრკა ქუეყანასა ზედა და თაყუანი-სცა მას.15. მიუგო სამოველ და ჰრქუა საულს: რასათჳს შემაურვე მე? აღმომიყვანე მე შენდა? მიუგო საულ და ჰრქუა: ურვილ ვარ მე ფრიად და უცხოთესლნი იგი მბრძვანან მე. და ღმერთმან განმაგდო მე ჴელთაგან მისთა და არა ისმინა ჩემი, ვკითხე ღათუ ჩუენებათა მიერ და წინაწარმეტყუელთა და უწყებათა მიერ, და არავე ისმინა ჩემი. ამისთჳს აღმოგიწოდე შენ, რათა მაუწყო მე, რა ვყო.16. ჰრქუა სამოველ: რა გიჴმს შენ კითხვად ჩემდა, რამეთუ დაგიტევა შენ უფალმან ჴელთაგან თჳსთა და მოყუსისა შენისა თანა არს იგი?
პირველი მეფეთა თავი 28
15. მიუგო სამოველ და ჰრქუა საულს: რასათჳს შემაურვე მე? აღმომიყვანე მე შენდა? მიუგო საულ და ჰრქუა: ურვილ ვარ მე ფრიად და უცხოთესლნი იგი მბრძვანან მე. და ღმერთმან განმაგდო მე ჴელთაგან მისთა და არა ისმინა ჩემი, ვკითხე ღათუ ჩუენებათა მიერ და წინაწარმეტყუელთა და უწყებათა მიერ, და არავე ისმინა ჩემი. ამისთჳს აღმოგიწოდე შენ, რათა მაუწყო მე, რა ვყო.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 140-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
7.:

...უნური საბაბი იყო; ამიტომ მივიდა ნათელ გამართლებამდე და თქვა: „ვცოდე“ (). მაგრამ საული ასე არ მოიქცა; როდესაც მუცლითმეტყველთან მისვლის გამო ამხილებდნენ, ამბობდა: „ურვილ ვარ მე ფრიად და უცხოთესლნი იგი მბრძვანან მე“ (). სწორედ ამის გამო ის განსაკუთრებით ისჯებოდა. რადგან უნდა ეთქვა: „ვცოდე“ და „ურჯულოება ჩავიდინე“; მან კი ეს არ თქვა, არამედ აქეთ-იქით დადიოდა და უგუნურ საბაბებს ეძებდა. „კაცთა თანა, რომელნი იქმან უსჯულოებასა“ (). ეს დაუმატა, რათა ეჩვენებინა, რომ სწორედ იმ ადამიანებს ახასიათებთ ყველაზე მეტად საბაბების ძიება და ურცხვობა.

სწორედ ამის გამო დავითიც გამუდმებით ამას სათნოებად წარმოაჩენს — ასეთი კრებულებისგან გაქცევას; უფრო მეტიც, მთელი წიგნიც აქედან იწყება, როცა ამბობს: **„ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა ა...

სრულად ნახვა