...გონებებს აძლევს, რომლებსაც ჭაბუკები სიამოვნებით მისდევენ, მხოლოდ ამჟამინდელ ტკბობას ხედავენ და მომავალ მწუხარებაზე არ ფიქრობენ. მაშ, გევედრებით, ხელი გაუწოდეთ შვილებს, რომ მათი საქციელის გამო ჩვენ თავად არ დავისაჯოთ. ნუთუ არ იცით, რა განიცადა მოხუცმა ელიმ, რომელიც შვილების ნაკლოვანებებს სათანადოდ არ ასწორებდა ()? როცა ავადმყოფობა ჭრილობას მოითხოვს, ექიმს კი რაღაც მალამოთი სურს განკურნოს, ავადმყოფობა განუკურნებელი შეიძლება გახდეს, რადგან შესაბამისი წამალი არ გამოიყენეს. ასევე, ის მოხუცი, იმის ნაცვლად, რომ შვილების დანაშაულის შესაბამისი ზომებით ემოქმედა, ზედმეტ სიმშვიდეს იჩენდა; ამიტომაც თავად მათთან ერთად დაისაჯა. შეუშინდით ამ მაგალითს, გევედრებით; შვილები რომ გყავთ, მათ აღზრდაზე ვიზრუნოთ. საერთოდ, ყველა თანამცხოვრები მოყვასის სარგებლისთვის იზრუნოს და მას საკუთარი თავისთვის უდიდეს მონაპოვრად მიიჩნევდეს, რათა ყოველმა, სათნოებისკენ წარმართულმა, ბოროტების ცდუნებაც აირიდოს და სათნოების მიღწევით ზეციდან დიდი კეთილგანწყობა მოიპოვოს, რისი ღირსნიც ყველანი გავხდეთ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
პირველი მეფეთა 4:18
17. მიუგო ელიმ და ჰრქუა მას: რა იქმნა, შვილო? მან უთხრა მას: ძლევასა მიეცა ისრაჱლი უცხოთესლთა მათ, და მეოტ იქმნა ყოველი კაცი მებრძოლი და დაეცა სიკუდილითა მახჳლისათა, და ორნივე ძენი შენნი მოკლეს; და კიდობანი იგი სჯულისა სიწმიდისა წარიღეს.18. და ელის რაჲ ესმა კიდობნისა მის ღმრთისა წაღებაჲ, ზეუკუნიჭრა სავარძელისაგან თჳსისა და დაეცა ზღურბლთა მათ ზედა მართლუკუნ და განიტეხა ზურგი და მოკუდა, რამეთუ მოხუცებულ იყო. და იგი სჯიდა ისრაჱლსა ოც წელ.19. და ძისცოლი მისი, ცოლი ფინეზისი, მიდგომილ იყო შობად. და ესმა ჰამბავი ესე, ვითარმედ კიდობანი იგი მიუღებიესთ და მამამთილი მისი და ქმარი მისი მომკუდარ იყუნენ, ტიროდა და შვა. და მოიქცეს საშონი და მოკუდებოდა.
პირველი მეფეთა თავი 4