მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

პირველი მეფეთა 8:7

6. და შეუძნდა სიტყუაჲ ესე სამოელს, რამეთუ რქუეს მას, ვითარმედ: მოგუეც მეფე, რომელი წინაგჳძღოდის ჩუენ! და ილოცვიდა სამოველ უფლისა მიმართ.7. და უფალმან რქუა მას: ისმინე სიტყუაჲ ერისა მაგის, რამეთუ არა შენ შეურაცხ-გყვეს, არამედ მე, ვინათგან იყავ მათ ზედა მეფედ.8. ყოველთა ზედა საქმეთა თჳსთა, ვინათგან მოვიყვანნეთ იგინი ეგჳპტით ვიდრე დღევანდელად დღედმდე, რამეთუ დამიტევეს მე და მსახურებდეს კერპთა უცხოთა, ეგრეცა შენ გიყვეს.
პირველი მეფეთა თავი 8
7. და უფალმან რქუა მას: ისმინე სიტყუაჲ ერისა მაგის, რამეთუ არა შენ შეურაცხ-გყვეს, არამედ მე, ვინათგან იყავ მათ ზედა მეფედ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. სახარების ნიჭი და მღვდლობის პატივი:

...წინააღმდეგ ითქმის, როგორც ელის მიმართ ამბობდა: „და გამოვირჩიე სახლი მამისა შენისა ყოველთაგან ტომთა ისრაჱლისათა“ (); ხოლო როცა შეურაცხყოფენ, როგორც სამუელის დროს, ამბობს: „რამეთუ არა შენ შეურაცხ-გყვეს, არამედ მე“ (). ამიტომ შეურაცხყოფა წინამძღვრებისთვის სარგებელია, პატივი კი ტვირთი. ამიტომ ამას მათთვის კი არ ვამბობ, არამედ თვით თქვენთვის.

ვინც მღვდელს პატივს სცემს, ღმერთსაც პატივს სცემს; ხოლო ვინც მღვდლის შეურაცხყოფას ისწავლის, გზაზე წინსვლისას ოდესღაც ღმერთსაც შეურაცხყოფს. ამბობს: „რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა“ (); და კიდევ: „მღვდლები მისი პატივცემულად გყავდეს“ ()2. აქედან ისწავლეს იუდეველებმა ღმერთის შეურაცხყოფა, რადგან მოსე შეურაცხყვეს, რადგა...

სრულად ნახვა