მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

პირველი ნეშტთაჲ 21:17

16. და აღიხილნა დავით თუალნი თჳსნი და იხილა ანგელოზი უფლისაჲ მდგომარე შორის ცასა და შორის ქუეყანასა, და მახჳლი მისი ჴდილი ჴელსა მისსა, განმრთხმელი ისრაჱლსა ზედა. და დავარდა ქუეყანასა ზედა დავით და მოხუცებულნი ისრაჱლისანი შემოსილნი ძაძითა პირსა ზედა მათსა17. და ჰრქუა დავით ღმერთსა: მე ვთქუ აღრაცხვა ერისა და მე ვარ, რომელმან ვცოდე და ბოროტის-ყოფით ბოროტი ვქმენ მწყემსმან. და ამათ ცხოვართა რაჲ ყვეს? უფალო ღმერთო, იყავნ ჴელი შენი ჩემ ზედა, და სახლსა ზედა მამისა ჩემისასა და ნუ ერსა შენსა ზედა წარწყმედად, უფალო18. და ანგელოზმან უფლისამან ჰრქუა გაადს, რათა უთხრას დავითს, რათა აღვიდეს და დადგას საკურთხეველი უფლისაჲ კალოსა მას ურნიას იებუსელისასა.
პირველი ნეშტთაჲ თავი 21
17. და ჰრქუა დავით ღმერთსა: მე ვთქუ აღრაცხვა ერისა და მე ვარ, რომელმან ვცოდე და ბოროტის-ყოფით ბოროტი ვქმენ მწყემსმან. და ამათ ცხოვართა რაჲ ყვეს? უფალო ღმერთო, იყავნ ჴელი შენი ჩემ ზედა, და სახლსა ზედა მამისა ჩემისასა და ნუ ერსა შენსა ზედა წარწყმედად, უფალო

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 140-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
7.:

...ფსალმ 1:1–2). სწორედ ამიტომ ხედავ მას ყოველთვის გონიერად განწყობილს საკუთარი ცოდვების მიმართ. როცა ხალხი აღრიცხა, ამბობდა: „მე ვარ, რომელმან ვცოდე და ბოროტის-ყოფით ბოროტი ვქმენ მწყემსმან“ (). არ უთქვამს: „რა მოხდა, რომ აღვრიცხე?“ არამედ საკუთარ თავს სდებს მსჯავრს და ამიტომ შენდობასაც იღებს. რადგან არაფერს ძალუძს ისე მოწყალედ განაწყოს ღმერთი, როგორც საკუთარი ცოდვების აღიარებას. საკუთარი ცოდვების აღიარება კი მაშინ მოხდება, თუ გავექცევით იმ კრებულებს, რომლებიც ცოდვებიდან მომდინარე შიშს ადუნებენ და მცონარებაში გვაგდებენ.

ამიტომ პავლეც და იერემიაც ამაზე ბევრს ლაპარაკობენ: ორივე გვიბრძანებს, გავექცეთ ბოროტთა და ამგვარად მცონარეთა თანამყოფობას. იობიც ამას სათნოების რიგში აყენებს, როცა ამბობს: „უკუეთუ სრულ ვიყავ მე მლაღობელთა თანა“ ()....

სრულად ნახვა