მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 10:6

5. უფალი ტაძარსა წმიდასა მისსა, უფალი, ზეცას არს საყდარი მისი; თუალნი მისნი დავრდომილსა ხედვენ და წამნი მისნი განიკითხვენ ძეთა კაცთასა.6. უფალმან განიკითხოს მართალი და უღმრთო, ხოლო ვის უყუარს სიცრუჱ, მას სძულს სული თჳსი.7. წჳმოს ცოდვილთა ზედა მახე, ცეცხლი და წუნწუბაჲ და სული ნიაღვარისა _ ნაწილი სასუმელისა მათისა.
ფსალმუნნი თავი 10
6. უფალმან განიკითხოს მართალი და უღმრთო, ხოლო ვის უყუარს სიცრუჱ, მას სძულს სული თჳსი.
ფსალმუნი 10-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი“ (). სხვა: „გამარჯვების საგალობელი დავითისა.“ სხვა: „გამარჯვების მომნიჭებელს.“

„უფალსა ვესავ; ვითარ ეტყჳთ სულსა ჩემსა: იცვალებოდე მთათა ზედა, ვითარცა სირი?“ (). სხვა: „აღიდეგ მთათა ზედა, ვითარცა სირი.“ სხვა: „გარდაიცვალე.“

„რამეთუ, აჰა, ესერა, ცოდვილთა გარდააცვეს მშჳლდსა მათსა და განჰმზადნეს ისარნი კაპარჭთა მათთა, რათამცა ესროდეს ბნელსა შინა გულითა წრფელითა.“ (). სხვა: „ვითარცა ბურუსში.“

„რამეთუ, რაჲ-იგი შენ აღაშენე, მათ დაარღჳეს; ხოლო მართალმან რაჲ ყო?“ (). სხვა: „რამეთუ წესები დაირღვა.“ სხვა: „რამეთუ მოძღვრებანი შემუსრვილ იქნებიან.“

1. უფალზე დამყარებული სასოება და მტერთა უძლურება

დიდია უფლისადმი სასოების ძალა: აუღებელი სიმაგრე, დაუძლეველი ზღუდე, უძლეველი შემწეობა, მშვიდი ნავსაყუდელი, დაუმარცხებელი გოდოლი, უძლეველი იარაღი, დაუძლეველი ძალა, რომელიც გამოუვალშიც...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის