...ნო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტვო"** ()2; და კვლავ: „რამეთუ ნაცარი, ვითარცა პური, ვჭამე და სასუმელი ჩემი ტირილითა ჩემითა განვზავი" ()2; და კვლავ: „რაჲ არს კაცი, რამეთუ მოიჴსენე მისი, ანუ ძე კაცისა, რამეთუ მოხედავ მას?" (); „კაცი ამავოებასა მიემსგავსა, და დღენი მისნი, ვითარცა აჩრდილნი, წარვლენ" ()2; და: „ნუ გეშინინ, რაჟამს განმდიდრდეს კაცი და რაჟამს განმრავლდეს პატივი სახლისა მისისა" ()2; და კვლავ: „ღმერთმან დაამკჳდრნის ერთსახენი სახლსა" (); და: **„შჳდგზის დღესა შინა გაქებდი...
ფსალმუნნი 101:1
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...ჳს: „დავშუერი მე სულ-თქუმითა ჩემითა, დავბანე მარადღე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტვე“; „და მექმნეს მე ცრემლნი ჩემნი საჭმლად ჩემდა დღე და ღამე“; „და სასუმელი ჩემი ცრემლითა ჩემითა გავზავე“. ესრეთ ცრემლოოდა ანნა, რომლისათჳს წერილ არს, ვითარმედ: „ილოცვიდა ღმრთისა მიმართ ტირილით, ბაგენი მისნი იძრვოდეს, და ჴმაჲ მისი არა ისმოდა“, არამედ ცრემლნი იგი უმაღლეს ნესტჳსა ჴმობდეს ღმრთისა მიმართ; ამისთჳსცა მეყსეულად ესმა მისი უფალსა და მისცა თხოვაჲ მისი.
უკუეთუ შენცა ესრეთ სტიროდი, ძმაო, მიემსგავსო არა წმიდათა ოდენ, არამედ თავადსაცა მეუფესა. რამეთუ იგიცა ცრემლოოდა ბუნებითა მით კაცობრივითა ლაზარეს ზედა და ქალაქსა მას ზედა და იუდაჲსთჳს. და ესე მრავალგზის ქმნა, ვითარცა ვპოებთ წმიდასა სახარებასა შინა. ხოლო განცინებაჲ მისი არასადა გჳპოვნია, არცა თუ ღიმილი უთქუამს მისთჳს მახარებელთაგანსა ვის. ეგრეთვე პავლე ფრიად ცრემლოოდა, ვითარცა წამებენ ყოველნი მისთჳს; და იგი თავადი იტყჳს, ვითარმედ: „ვჰმონებ უფალსა ყოვლითა სიმდაბლითა და ცრემლითა და განსაცდელითა“....