მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 101:2

1. ლოცვა გლახაკისა, ოდეს მოეწყინოს და განჰფინოს წინაშე უფლისა თხოვაჲ თჳსი2. უფალო, ისმინე ლოცვისა ჩემისა, და ღაღადებაჲ ჩემი შენდა შევედინ.3. ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან; რომელსა დღესა მჭირდეს მე, მოყავ ჩემდა ყური შენი; და რომელსა დღესა გხადოდი შენ, მსწრაფლ შეგესემინ ჩემი.
ფსალმუნნი თავი 101
2. უფალო, ისმინე ლოცვისა ჩემისა, და ღაღადებაჲ ჩემი შენდა შევედინ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ია
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის“ (1,14).:

...რთისმეტყუელი ჴორცთშესხმისა მისისა ჭეშმარიტებასა მოასწავებს, ხოლო მისისა ღმრთეებისა ბუნებაჲ ყოლადვე შეუცვალებელ არს, ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „ყოველნი ვითარცა სამოსელნი დაძუელდენ, და ვითარცა შესამოსელნი სცვალნე, და იგინი იცვალნენ. ხოლო შენ თავადი იგივე ხარ, და წელიწადთა შენთა არაჲ მოაკლდეს“, რამეთუ მისი ბუნებაჲ უზეშთაეს ყოვლისავე შეცვალებისა არს. და მიექეცინ გმობაჲ მათი თავსავე მათსა, რომელნი იტყჳან, ვითარმედ ბუნებაჲ მისი ჴორციელ იქმნა. რაჲთა სცნა, ვითარმედ სიტყუაჲ ესე, თუ: „ჴორციელ იქმნა“, ამისთჳს ოდენ თქუა მახარებელმან, რაჲთა ჭეშმარიტად ჴორცთა შესხმაჲ მისი დაამტკიცოს, ისმინე შემდგომი იგი სიტყუაჲ მისი, ვითარ აღმოჰფხურის ყოველსა იჭუსა ბოროტსა და განსწმედს სიტყუასა თჳსსა და იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დაემკჳდრა ჩუენ შორის“ (1,14).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ნურას ბოროტსა მოიგონებ სიტყჳსა მისგან, რომელ ვთქუ, ვითარმედ: „ჴორციელ იქმნა“, რამეთუ არა თუ შეცვალებაჲ ვთქუ შეუცვალებელისა მის ბუნებისაჲ, არამედ დამკჳდრებაჲ ჩუენ შორის. ხოლო დამკჳდრებული არა არს იგივე, რომელსა შინა დაემკჳდროს, არამედ სხუაჲ სხუასა შინა დაემკჳდრების. და ეგრეთვე მან ღმერთ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი დ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ დ ვითარმედ თანაგუაც მადლობაჲ უფლისაჲ მარადის; რისხვისათჳს:

...ა მიმართ, რამეთუ ესე არს უძჳრეს და უსაშინელეს ყოვლისა და უბოროტეს კერპთმსახურებისაცა, რაჟამს დამბადებელსა მას ყოველთასა დაბადებულთა თანა დავამდაბლებდეთ, რაოდენცა ძალ-გუედვას. რამეთუ მას არა ევნების ჩუენისა მიერ ზრახვისა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „შენ თავადი იგივე ხარ, და წელიწადთა შენთა არა მოაკლდეს“. არამედ ჩუენ თავთა ჩუენთა ესევითარი-თა საქმითა ზიარ ეშმაკისა ვჰყოფთ. არამედ ვადიდებდეთ მას, ვითარცა მამათა მიერ გჳსწავიეს; ვადიდებდეთ მას სარწმუნოებისა მიერცა და საქმეთა მიერცა. ხოლო უკუეთუ საქმენი ჩუენნი ბოროტ იყვნენ, არარაჲ სარგებელ არს სარწმუნოებისაგან. ამისთჳს უკუე დავაწესნეთ თავნი ჩუენნი ნებისაებრ ღმრთისა და შორს ვიქმნნეთ ყოვლისაგან ბილწებისა და უსამართლოებისა და ანგაჰრებისა, ვითარცა უცხოთა და მწირ-თა და წარმავალთა ამის სოფლისათა. უკუეთუ ვის საფასენი აქუნდენ და სიმდიდრენი ფრიადნი, ესრეთ იჴმარებდინ მათ, ვითარცა მწირი, და შემდგომად მცირედისა ჟამისა მის ყოვლისაგან განშორებად, უნდეს თუ არა.

და უკუეთუ ვის ზედა ბოროტი მოიწიოს სხჳსაგან, ნუმცა დაუმშჳდებელად განრისხნების, რამეთუ მოციქულსა არა მოუცემიეს ჩუენდა ერ-თიცა დღე განრისხებად, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „მზჱ ნუ დაბნელდეს განრისხებასა თქუენსა ზედა“,...

სრულად ნახვა