მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 101:28

27. იგინი წარჴდებიან, ხოლო შენ ჰგიე. და ყოველნი, ვითარცა სამოსელნი, დაძუელდენ, და ვითარცა შესამოსელნი, სცვალნე იგინი, და იცვალნენ.28. ხოლო შენ თავადი იგივე ხარ, და წელიწადნი შენნი არა მოაკლდენ.29. ძენი მონათა შენთანი დაემკჳდრნენ, და ნათესავი მათი უკუნისამდე წარემართოს.
ფსალმუნნი თავი 101
28. ხოლო შენ თავადი იგივე ხარ, და წელიწადნი შენნი არა მოაკლდენ.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი დ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ დ ვითარმედ თანაგუაც მადლობაჲ უფლისაჲ მარადის; რისხვისათჳს:

...ა მიმართ, რამეთუ ესე არს უძჳრეს და უსაშინელეს ყოვლისა და უბოროტეს კერპთმსახურებისაცა, რაჟამს დამბადებელსა მას ყოველთასა დაბადებულთა თანა დავამდაბლებდეთ, რაოდენცა ძალ-გუედვას. რამეთუ მას არა ევნების ჩუენისა მიერ ზრახვისა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „შენ თავადი იგივე ხარ, და წელიწადთა შენთა არა მოაკლდეს“. არამედ ჩუენ თავთა ჩუენთა ესევითარი-თა საქმითა ზიარ ეშმაკისა ვჰყოფთ. არამედ ვადიდებდეთ მას, ვითარცა მამათა მიერ გჳსწავიეს; ვადიდებდეთ მას სარწმუნოებისა მიერცა და საქმეთა მიერცა. ხოლო უკუეთუ საქმენი ჩუენნი ბოროტ იყვნენ, არარაჲ სარგებელ არს სარწმუნოებისაგან. ამისთჳს უკუე დავაწესნეთ თავნი ჩუენნი ნებისაებრ ღმრთისა და შორს ვიქმნნეთ ყოვლისაგან ბილწებისა და უსამართლოებისა და ანგაჰრებისა, ვითარცა უცხოთა და მწირ-თა და წარმავალთა ამის სოფლისათა. უკუეთუ ვის საფასენი აქუნდენ და სიმდიდრენი ფრიადნი, ესრეთ იჴმარებდინ მათ, ვითარცა მწირი, და შემდგომად მცირედისა ჟამისა მის ყოვლისაგან განშორებად, უნდეს თუ არა.

და უკუეთუ ვის ზედა ბოროტი მოიწიოს სხჳსაგან, ნუმცა დაუმშჳდებელად განრისხნების, რამეთუ მოციქულსა არა მოუცემიეს ჩუენდა ერ-თიცა დღე განრისხებად, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „მზჱ ნუ დაბნელდეს განრისხებასა თქუენსა ზედა“,...

სრულად ნახვა