📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ (1,1).
სასწავლოდ ახლად მოსრულთა ყრმათა მოძღუარნი არცა მეყსა შინა ფრიადსა სწავლასა მიუთხრობენ, არცა დასდებენ მათ ზედა მძიმეთა ტჳრთთა სწავლისათა, არამედ მცირედ-მცირედ ასწავლიან მათ და ერთსა სიტყუასა მრავალგზის უთხრობენ, რაჲთა ესრეთ კეთილად შევიდენ სწავლანი იგი გონებად მათა, და რაჲთა არა შეშინდენ პირველვე დაწყებასა ფრიადთა მათ სწავლათაგან და იწყონ უდბებად. ხოლო მეცა ამისვე სახისათჳს მნებავს, რაჲთა არა დაგიმძიმო ტჳრთი, და ამისთჳს მცირედ-მცირედ მოვიღებ სიტყუათა სწავლისათა და გასწავლი თქუენ და დავსთესავ სულთა შინა თქუენთა. ამისთჳს უკუე ჯერ-მიჩნს, რაჲთა მათვე სიტყუათა თქუმად ჴელ-ვყო, არა თუ რაჲთა რომელი მითქუამს, კუალად მათვე ვიტყოდი, არამედ რაჲთა რომელ-იგი დაგჳკლიეს, აღვასრულოთ. მოვედით უკუე და სიტყუაჲ ჩუენი დასაბამადვე მოვაქციოთ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ (1,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს, რომელ სხუათა მახარებელთა ყოველ-თავე განჴორციელებისათჳს უფლისა იწყეს თქუმად? რამეთუ მათე იტყჳს: „წიგნი შობისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი, ძისა დავი-თისი“,1 და ლუკა დასაბამსა სიტყჳსასა ჰყოფს ნათლისმცემელისათჳს და ღმრთისმშობელისა, და მარკოზცა ესევითართავე სიტყუათა შინა იქცევის განკაცებისათჳს. ხოლო რაჲსათჳს, რომელ მათე ესრეთ იწყებს თქუმად, ხოლო იოვანე განჴორციელებისათჳსცა თქუა მცირედი რაჲმე შემდგომად ამისა, ვითარმედ: „სიტყუაჲ ჴორციელ იქმნა“,2 და სხუასა ყოველსავე თანაწარჰჴდა: მუცლად-ღებასა, შობასა, აღზრდასა, და მეყსეულად დაუსაბამოჲსა მის შობისათჳს იწყო სიტყუად? ხოლო რაჲ არს ამისი მიზეზი, აჰა ესერა მიგითხრა თქუენ.
სხუათა ყოველთავე მახარებელთა სიტყუაჲ მათი განჴორციელებისათჳს ქმნეს, და შიში იყო, რაჲთა ნუუკუე ვიეთნიმე უნდონი გონები-თა ამათ სიტყუათა შინა დაშთენ და საღმრთოჲსა მის შობისათჳს ვერარაჲ გულისხმა-ყონ, რომელი-იგი პავლესცა შეემთხჳა სამოსატელსა. ამისთჳს სამართლად ყო დასაბამი სიტყჳსა თჳსისაჲ შობისა მისგან დაუსაბამოჲსა, რაჲთა ამის საქმისაგან იჴსნნეს კაცნი, რამეთუ მათე ჰეროდე მეფისაგან იწყო, და ლუკა - ტიბერიოს კეისრისაჲთ, და მარკოზ - ნათლისმცემლისა იოვანესითგან; ხოლო ამან ესე ყოველი დაუტევა და
1 მათ. 1,1. 2 იოან. 1,14.
უზეშთაეს აღჴდა ყოვლისავე ჟამისა და საუკუნეთა, რაჲთამცა მუნ აღიყვანნა გონებანი კაცთანი, - პირველითგანისა მის მიმართ, - და არასადა დაუტევა დადგრომად, არცა საზღვარი დადვა, ვითარ-იგი მათ - ჰეროდე და ტიბერიოს და იოვანე; გარნა არცა ამან, იწყო რაჲ მიუთხრობელისა შობისა მისისათჳს თქუმად, დაიდუმნა სრულიად განკაცებისა საქმენი, არცა ამათ, იწყეს რაჲ განკაცებისათჳს, სრულიად დაიდუმეს დაუსაბამოჲ იგი შობაჲ, რამეთუ ერთი სული იყო მომცემელი მათა სიტყჳსაჲ; ამისთჳს ფრიადი ერთობაჲ აჩუენეს მათე, მარკოზ და ლუკა და ამანცა ნეტარმან.
ხოლო შენ, საყუარელო, რაჟამს „სიტყუაჲ“ გესმეს, ნუღარა ისმენ მათსა, რომელნი იტყოდიან მას დაბადებულად, და ნუცა მათსა, რომელნი იტყოდიან მას ესრეთ ლიტონად სიტყუად, რამეთუ მრავალნი არიან სიტყუანი ღმრთისანი, რომელთა ანგელოზნიცა იქმან, არამედ არცა ერთი არს მათ სიტყუათაგანი ღმერთ, რამეთუ იგი ყოველნი წინაჲსწარმეტყუელებანი არიან და ბრძანებანი. რამეთუ ესე არს ჩუეულებაჲ წერილისაჲ, რამეთუ ესრეთ უწესდეს შჯულთა და ბრძანებათა ღმრთისათა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუათა მისთა“;1 ხოლო ესე „სიტყუაჲ“ არსებაჲ არს გუამოვანი, გამოსრული თავადისა მამისაგან უვნებელად, რამეთუ, ვითარცა ზემო ვთქუ, ამას მოასწავებს „სიტყჳსა“ მიერ, და ვითარცა სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „პირველითგან იყო სიტყუაჲ“, დაუსაბამოსა გამოაჩინებს, ეგრეთვე შემდგომი იგი სიტყუაჲ, ვითარმედ: „სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა“, თანაარსებასა მოასწავებს და თანადაუსაბამოებასა.
და ნუუკუე გესმას რაჲ, ვითარმედ: „პირველითგან იყო სიტყუაჲ“, დაღაცათუ დაუსაბამოდ გულისხმა-ჰყო ძჱ, არამედ სთქუა, ვითარმედ: ჟამითა რაოდენითამე უხუცჱს არს მამაჲ უმეტჱსითა საუკუნოჲთა, და ამით სახითა მისცე მხოლოდშობილსა დასაბამი, ამისთჳს შესძინა და თქუა: „სიტყუაჲ იგი იყო პირველითგან ღმრთისა თანა“. ესრეთ დაუსაბამო არს, ვითარცა მამაჲვე, რამეთუ არაოდეს ყოფილ არს მამაჲ თჳნიერ სიტყჳსა ამის დაუსაბამოჲსა, არამედ მარადის ღმერთი ღმრთისა თანა იყო გუამოვნებითა განყოფილითა. ხოლო უკუეთუ ვინ თქუას: და ვითარ იტყჳს: „სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ იქმნა“?2 ვითარ იყო სოფელსა შინა, უკუეთუ ღმრთისა თანა იყო? გარნა გულისხმა-ყავთ, რამეთუ ღმრთისა თანაცა იყო და სოფელსა შინაცა. რამეთუ არასადა გარე-შემოიწერებიან ერთსა ადგილსა არცა მამაჲ, არცა ძჱ, რამეთუ ვითარცა „დიდებისა მისისა არა არს დასასრულ“,3 „და გულისხმისა მისისა არა არს რიცხჳ“,4 ეგრეთვე არცა არსებისა მისისა არს დასაბამი ჟამიერი.
1 ფსალმ. 102,20. 2 იოან. 1,10. 3 ფსალმ. 144,3. 4 ფსალმ. 146,5.
გასმიეს, ვითარმედ: „დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ“.1 რასა გულისხმა-ჰყოფ ამის დასაბამისა უწინარეს? არა ამას გულისხმა-ჰყოფა, ვითარმედ უწინარეს ყოველთა ხილულთასა იქმნნეს იგინი? ეგრეთვე რაჟამს მხოლოდშობილისა მისთჳს გესმეს, ვითარმედ: „პირველითგან იყო“, ესე გულისხმა-ყავ, ვითარმედ უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და ყოველთა უხილავთა და ხილულთასა არს.
უკუეთუ კულა ამას ვინ იტყოდის: და ვითარ ეგებისო, რაჲთამცა ძჱ იყო და არამცა უმრწემჱს მამასა იყო? რამეთუ რომელი ვისგანიმე იყოს, საცნაურ არს, ვითარმედ უკუანაჲსკნელ არს მისა, რომლისაგან არს. - რაჲ ვთქუათ უკუე ამისთჳს? გარნა ამას ვიტყჳთ, ვითარმედ ესე ყოველნი კაცობრივთა საქმეთა წესნი არიან. და რომელი ამას ეძიებდეს, მან უძჳრესიცა ამისი მოიძიოს, და არცა თუ შეწყნარებად სასმენელითა ჯერარს ამათ სიტყუათა, რამეთუ აწ სიტყუაჲ ჩუენი ღმრთისათჳს არს, არა თუ კაცობრივისა ბუნებისა საქმეთათჳს, არამედ გულსავსე-ყოფისათჳს უძლურთაჲსა. ამისთჳს ვთქუათ: მითხარღა, შარავანდედი მზისაჲ მზისაგან გამოვალსა ანუ სხჳთ სადაჲთ? და შარავანდედსა მას, რომელი მზისაგან გამოვალს, არა ვიტყჳთ, თუ უკუანაჲსკნელ არს და არა სწორი არს მზისაჲვე დაბადებითა, რამეთუ არცა შესაძლებელ არს, უკუეთუმცა თჳნიერ შარავანდედისა ყოფილ სადა იყო მზე ოდესმე.
ხოლო უკუეთუ გუამთა ამათ ზედა ხილულთა ესრეთ არს, და რომლისათჳს იგი არა უდარჱს არს მისა, რომლისაგან არს, რად ურწმუნო ხარ, უკუეთუ უხილავი იგი და გამოუთქუმელი ბუნებაჲ ესრეთ არს, ვი-თარცა-იგი მისსა არსებასა ჰშუენოდა? ამისთჳსცა პავლე ესრევე უწოდა მას, რაჲთა მისგანობაჲცა და თანადაუსაბამოებაჲ აჩუენოს.
ხოლო რაჲ სთქუა, არა ყოველნივე საუკუნენი ძისა მიერ იქმნნესა და ყოველნივე ჟამნი? რამეთუ ესე ყოველთა მიერ საცნაურ არს, უკუეთუ არავინ იყოს სრულიად ცნობამიღებულ, და ვინაჲთგან ყოველნივე საუკუნენი და ჟამნი მის მიერ იქმნნეს, საცნაურ არს, ვითარმედ არარაჲ ყოფილ არს ჟამი, რომლითამცა ძჱ უკუანაჲსკნელ მამისა იყო, რამეთუ ვინაჲთგან ყოველნივე ჟამნი ძისა მიერ იქმნნეს, სადაღა იპოვა ჟამი იგი, რომელ იყო პირველ მისა? ნუ იყოფინ! ხოლო ვინაჲთგან ჟამი არა არს, რომლითამცა ძჱ იყო უკუანაჲსკნელ მამისა, საცნაურ არს, ვითარმედ თანადაუსაბამოჲ არს მამისაჲ; და „პირველი“ და „უკუანაჲსკნელი“ - ესე სიტყუანი ჟამთა მომასწავებელნი არიან, და თჳნიერ საუკუნეთა და ჟამთასა ამათ სიტყუათა ვერვინ იტყჳს, ხოლო ძჱ უზეშთაეს არს ჟამთა და საუკუნეთასა. და ვინაჲთგან ესრეთ არს, არასადა არს უკუანაჲსკნელობაჲ. ხოლო უკუეთუ ძისა დასაბამსა იტყოდი, მამისაჲ-
1 დაბ. 1,1.
ცა სადმე სთქუა, რამეთუ უფალი იტყჳს: „რომელი არა პატივ-სცემდეს ძესა, იგი არცა მამასა პატივ-სცემს“.1 რამეთუ ყოველი კაცი, გამომეძიებელი ესევითართა საქმეთაჲ, ვერ მისწუთების ჭეშმარიტებასა, არამედ მოსცთების, რამეთუ გონებანი კაცთანი ადვილად შემცთომელ არიან.
ხოლო ესე ვჰრქუათ წინააღმდგომთა ჩუენთა, ვითარმედ: რაჲ არს სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: „პირველ ჩემსა არა ყოფილ არს სხუაჲ ღმერთი, და შემდგომად ჩემსა არა იყოს“?2 რამეთუ უკუეთუ ძჱ უკუანაჲსკნელ არს მამისა, ვითარ იტყჳს, ვითარმედ: „შემდგომად ჩემსა არა იყოს“? ნუუკუე ყოვლითურთ შეურაცხ-ვყოთა არსებაჲ იგი მხოლოდშობილისაჲ? რამეთუ ანუ ესე იკადროთ თქუმად, ანუ გრწმენეს ღმრთეებაჲ, - მამაჲ, ძჱ და სული წმიდაჲ, სწორნი, დაუსაბამონი, - ერთღმრთეებითა სამებაჲ. ანუ ვითარ თქუმულ არს, ვი-თარმედ: „ყოველივე მის მიერ იქმნა“,3 უკუეთუ უკუანაჲსკნელ არს ძჱ მამისა? რამეთუ უკუეთუ სადა ყოფილ არს ჟამი და საუკუნე პირველ მისა, ვითარმცა მის მიერ ქმნულ იყო პირველ მისა მყოფი იგი? ჰხედავა, ვითარსა კადნიერებასა მიიყვანებს კადნიერებაჲ ესევითარისა მეტყუელ-თაჲ? რამეთუ რად არა თქუა მახარებელმან, თუ: არარაჲსაგან იქმნა? ვითარ-იგი პავლე დაბადებულთათჳს იტყჳს: „რომელმან უწოდოს არაარსთა, ვითარცა არსთა“.4 არამედ თქუა, ვითარმედ: „პირველითგან იყო“, რამეთუ ესე წინააღმდგომი არს მისი, და სამართლადცა! რამეთუ ღმერთი არცა დაბადებულ არს, არცა აქუს რაჲმე უხუცესი თჳსსა, არამედ ესე სიტყუანი წარმართთანი არიან. ხოლო ესეცა მითხარ: დამბადებელი არა შეუმსგავსებელად უზეშთაეს არს დაბადებულთასა? გარნაღა ვერ უძლებ ამისა თქუმად, ვითარმედ: არა ფრიად უზეშთაეს არს და შეუმსგავსებელ მათ მიერ, ხოლო უკუეთუ მსგავსად მათისა დასაბამი აქუს, სადა არს შეუმსგავსებელობაჲ იგი მისი და უზეშთაესობაჲ დაბადებულთაგან? ანუ რაჲ არს სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „მე ვარ პირველი, და მე ვარ შემდგომი“,5 „და პირველ ჩემსა არა ყოფილ არს სხუაჲ ღმერთი“?6 რამეთუ უკუეთუ ძჱ არა დაუსაბამოჲ არს, არა სადამე აქუს ბუნებაჲ მამისაჲ, რამეთუ მამაჲ დაუსაბამოჲ არს. და უკუე-თუ ბუნებაჲ მამისაჲ არა აქუს, სხუაჲ სადამე ღმერთი არს. უკუეთუ არა თანადაუსაბამო არს მამისა, ვითარ სთქუა, თუ: უსაზღვრო არს ცხორებაჲ მისი? რამეთუ უკუეთუ დასაბამი აქუს, დაღაცათუ დაუსრულებელი აქუს ცხორებაჲ მისი, არავე უსაზღვრო არს, რამეთუ უსაზღვროჲ ორკერძოვე ჯერ-არს უსაზღვრო-ყოფად, ვითარცა პავლე მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „არცა დასაბამი დღეთაჲ, არცა აღსასრული ცხორებისაჲ“,7 რომლითა მოასწავებდა დაუსაბამოებასა და დაუსრულებელობასა მისსა.
1 იოან. 5,23. 2 ესაია 43,10. 3 იოან. 1,3. 4 რომ. 4,17. 5 ესაია 41,4. 6 ესაია 43,10. 7 ებრ. 7,3.
რამეთუ ვითარცა დასასრული არა აქუს, ეგრეთვე არცა დასაბამი აქუს, და არცა აქა დასასრული არს, არცა მუნ - დასაბამი. ანუ რომელი-იგი ცხორებაჲ არს სამარადისოჲ, ვითარ იყო ჟამი, ოდეს იგი არა იყო? რამეთუ ცხორებაჲ ესრეთ ჯერ-არს, რაჲთა მარადის იყოს და დაუსაბამოდ და დაუსრულებელად იყოს, ვითარცა-იგი არსცა.
უკუეთუ კულა იყო ოდეს ჟამი, რაჟამს იგი არა იყო, ვითარ არს იგი ცხორებაჲ ყოველთაჲ, რომელი თჳთ ოდესმე არა იყო? გარნა იტყჳან მეტყუელნი ამაოებისანი: და ვითარ იოვანე თქუა, ვითარმედ: „პირველითგან იყო“, და არა თქუა, თუ: დაუსაბამოდ იყო? ამაოო და ცუდო, პირველი გესმა და ამას არა ისმენა, ვითარმედ იყო სიტყუაჲ პირველითგან, იყო მარადის, და არაოდეს ყოფილ არს ჟამი, ოდეს არა იყო? ანუ ოდეს მამისათჳს იტყოდის წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „საუკუნითგან და უკუნისამდე შენ ხარ“,1 რაჲ სთქუა, ნუუკუე საზღვარსა მისცემსა? ნუ იყოფინ! არამედ დაუსაბამოობასა და დაუსრულებელობასა მოასწავებდა. ეგრეთვე უკუე ესე გულისხმა-ყავ, რამეთუ არა საზღვარსა მისსა დასდებს, არცა თქუა, ვითარმედ: დასაბამი აქუნდა, არამედ: „პირველითგან იყო“, რაჲთა სიტყჳსა ამის მიერ, ვითარმედ „იყო“, გულისხმა-ჰყო დაუსაბამოებაჲ მისი, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“. და რაჲთა არავინ ჰგონებდეს, ვითარმედ უდარჱს არს ღმრთეებაჲ ძისაჲ, ამისთჳს შესძინა და თქუნა საქმენი იგი, რომელთა მიერ საცნაურ იქმნების ღმრთეებისა მისისა სისრულე, ვითარმედ: „ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა“ (1,2), რაჲთა სცნა დაუსაბამოებაჲ მისი, ვითარმედ არაოდეს ყოფილ არს მამაჲ თჳნიერ ძისა, არამედ პირველითგან ღმერთი იყო, ძჱ ღმრთისა თანა მამისა; და მერმე კუალად დამბადებელობაჲ მისი ქადაგა, ვითარმედ: „ყოველივე მის მიერ იქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა“ (1,3), რომელ-ესე მომასწავებელი არს ჭეშმარიტისა მის ღმრთეებისა მისისაჲ, ვითარცა მამაჲცა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ ამას მოასწავებს მარადის სასწაულად თჳსისა ღმრთეებისა. და მარადის ამას ქადაგებენ წინაჲსწარმეტყუელნი წინააღმდგომად კერპთაჲსა, ვი-თარმედ: „ღმერთნი, რომელთა ცაჲ და ქუეყანაჲ არა ქმნეს, წარწყმდენ“;2 და კუალად იტყჳს: „მე ჴელითა ჩემითა განვჰმარტე ცაჲ“.3 და ვინაჲთგან მომასწავებელი ღმრთეებისაჲ არს, ამისთჳს ყოველსა ადგილსა მას მოიღებს დამბადებელობასა. ხოლო მახარებელმან არა ამას ზედა ოდენ კმა-ყო, არამედ „ცხორებადცა“ უწესს და „ნათლად“. ხოლო უკუეთუ მარადის მამისა თანა იყო და ყოველი მას დაუბადებიეს და დაუპყრიეს და ყოველსა იგი განანათლებს, ვინ იყოს ესრეთ დაბნელებული და საწყა-
1 ფსალმ. 89,2. 2 იერ. 10,11. 3 შდრ. ესაია 44,24.
ლობელი, რაჲთამცა თქუა, ვითარმედ უდარეს არს და უკუანაჲსკნელ მამისა? ნუ შეჰრევთ დაბადებულთა დამბადებელსა თანა, რაჲთა არა გუესმეს ჩუენცა, ვითარმედ: „ჰმსახურეს დაბადებულსა და არა დამბადებელსა“.1
სწავლაჲ დ ვითარმედ თანაგუაც მადლობაჲ უფლისაჲ მარადის; რისხვისათჳს
ნუმცა უკუნისამდე შთავყრით თავთა ჩუენთა ესევითარსა ამას წყევასა შინა, რამეთუ ამისთჳს მოვიდა ჩუენდა ძე ღმრთისაჲ, რაჲთა ამის წყევისაგან გჳჴსნეს; ამისთჳს შეიმოსა ხატი მონისაჲ, რაჲთა ამის მონებისაგან განგუათავისუფლნეს, ამისთჳს თავს-იდვა ნერწყუვაჲ და ყურიმლის-ცემაჲ და სიკუდილი შეურაცხებისაჲ. ნუმცა უკუე ცუდვჰყოფთ მას ყოველსა, ნუცა კუალად პირველისა უშჯულოებისა მიმართ მივიქცევით, და უფროჲსად უძჳრესისა მიმართ, რამეთუ ესე არს უძჳრეს და უსაშინელეს ყოვლისა და უბოროტეს კერპთმსახურებისაცა, რაჟამს დამბადებელსა მას ყოველთასა დაბადებულთა თანა დავამდაბლებდეთ, რაოდენცა ძალ-გუედვას. რამეთუ მას არა ევნების ჩუენისა მიერ ზრახვისა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „შენ თავადი იგივე ხარ, და წელიწადთა შენთა არა მოაკლდეს“.2 არამედ ჩუენ თავთა ჩუენთა ესევითარი-თა საქმითა ზიარ ეშმაკისა ვჰყოფთ. არამედ ვადიდებდეთ მას, ვითარცა მამათა მიერ გჳსწავიეს; ვადიდებდეთ მას სარწმუნოებისა მიერცა და საქმეთა მიერცა. ხოლო უკუეთუ საქმენი ჩუენნი ბოროტ იყვნენ, არარაჲ სარგებელ არს სარწმუნოებისაგან. ამისთჳს უკუე დავაწესნეთ თავნი ჩუენნი ნებისაებრ ღმრთისა და შორს ვიქმნნეთ ყოვლისაგან ბილწებისა და უსამართლოებისა და ანგაჰრებისა, ვითარცა უცხოთა და მწირ-თა და წარმავალთა ამის სოფლისათა. უკუეთუ ვის საფასენი აქუნდენ და სიმდიდრენი ფრიადნი, ესრეთ იჴმარებდინ მათ, ვითარცა მწირი, და შემდგომად მცირედისა ჟამისა მის ყოვლისაგან განშორებად, უნდეს თუ არა.
და უკუეთუ ვის ზედა ბოროტი მოიწიოს სხჳსაგან, ნუმცა დაუმშჳდებელად განრისხნების, რამეთუ მოციქულსა არა მოუცემიეს ჩუენდა ერ-თიცა დღე განრისხებად, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „მზჱ ნუ დაბნელდეს განრისხებასა თქუენსა ზედა“,3 რამეთუ დიდ არს, უკუეთუ მასცა ერთსა ჟამსა, რომელსა განვრისხნეთ, არარაჲ ვქმნეთ ბოროტი. უკუეთუ კულა ღამემანცა გუპოვნეს მრისხანებასა შინა, უმეტჱსად აღორძნდების
1 რომ. 1,25. 2 ფსალმ. 101,28. 3 ეფეს. 4,26.
ბოროტი იგი, რამეთუ ვითარცა ცეცხლი უმეტჱსად აღეტყინის, რაჟამს მოცალებით ვიწყით ბოროტისა წურთად. და ამისთჳს ბრძანებს, რაჲთა პირველ აღტყინებადმდე ცეცხლისა მის დავშრიტოთ იგი, რამეთუ ფიცხელ არს ვნებაჲ იგი მრისხანებისაჲ და უმძაფრეს ალისა. ამისთჳს ფრიადი მოსწრაფებაჲ გჳჴმს დაშრეტად მისა და არა შენდობად ამაღლებად სიმაღლედ ცისა ალისა მისისა. რამეთუ მრავალთა ბოროტთა მიზეზ იქმნების სენი იგი; და მრავალნი სახლნი საფუძველითურთ აღფხურნა და ნათესავნი და მეგობარნი ურთიერთას მკლველ ყვნა და ბოროტნი უზომონი ქმნნა მცირეთა შინა ჟამთა. ნუმცა უკუე, ძმანო, დაუტეობთ ამას მჴეცსა აღჳრუსხმელად, არამედ ვტანჯოთ იგი ჭიმითა და აღჳრითა, რომელ არს შიში საუკუნოჲსა მის საშჯელისაჲ. რაჟამს-იგი შეგაწუხოს მეგობარმან და განგარისხოს მონათა შენთაგანმან ვინმე, მოიჴსენენ ცოდვანი შენნი, რომელ შეგიცოდებიან ღმრთისადა, და გულისხმა-ყავ, ვითარმედ მისა მიმართ სიმშჳდითა დაატკბობ ღმერთსაცა შენსა და აღისუბუქებ თანანადებთა, რამეთუ წერილ არს: „მიუტევეთ, და მოგეტევნენ“.1
და მერმე კუალად გულისხმა-ყავ, უკუეთუ ოდესმე წინააღდგომილ ხარ ამის ვნებისადა და გიძლევიეს, და კუალად თუ ოდესმე ძლეულ ხარ, ორნივე იგი ჟამნი მოიჴსენენ, და ესრეთ ფრიადი ჰპოვო სარგებელი. და გულისხმა-ყავ, თუ ოდეს სათნო-გიყოფიეს თავი შენი, ოდეს იძლიე, ანუ ოდეს სძლე ვნებასა მას? ანუ არა განრისხებასა ზედა ვაბრალებთა თავთა ჩუენთა და გურცხუენის, და გუამხილებს გონებაჲ ჩუენი თჳნიერ სხუათა მხილებისა, და ფრიად ვინანით? ხოლო რაჟამს ვსძლოთ გულისწყრომასა, მაშინ გჳხარის და მხიარულ ვართ; ხოლო ძლევაჲ ესევი-თარისა ჟამისაჲ არა იგი არს, რომელ გინებისა წილ ვაგინოთ და ცემისა წილ ვსცეთ, რამეთუ ესე არა ძლევაჲ არს, არამედ ძლეულებაჲ ბოროტი. ხოლო ძლევაჲ იგი არს, რაჟამს მოთმინებით თანაწარვჰჴდეთ ესევითართა საქმეთა და თავს-ვიდვათ გინებაჲცა და ცემაჲ, რამეთუ ესე არს შეძინებაჲ - არა ბოროტის-ყოფაჲ, არამედ ბოროტისა მოთმინებაჲ. ამისთჳს უკუე ნუ იტყჳ, ვითარმედ: მეცა ვაგინო გინებისა წილ და შური ვიძიო, რაჲთა ვერ მეკიცხევდეს იგი ვინმე. რამეთუ არა მაშინ ხარ საკიცხელ, ოდეს მოითმინო, არამედ ოდეს ნაცვალი მიაგო. და უკუეთუ ვინ მაშინ გეკიცხევდეს, რაჟამს მოითმინო, ნუ ჰხედავ მას, არამედ გულისხმა-ყავ, ვითარმედ უგუნური არს იგი, და ნუ ეძიებ უგუნურთა სათნოყოფასა, არამედ ბრძენთა და გონიერთა ისწრაფდი სათნო-ყოფად. ანუ რად მცირეთა ამათ და მდაბალთა საქმეთა გეტყჳ კაცთა სათნო-ყოფად? მიჰხედე ღმერთსა, და მან გაქოს შენ მოთმინებისათჳს. და რომელსა
1 ლუკ. 6,37.
ღმერთი აქებდეს, რადღა ეჴმარების მას კაცობრივი ქებაჲ? რამეთუ კაც-თა ქებაჲ მრავალგზის მავნებელ ექმნის და სარგებელი არცა ერთი აქუს, ხოლო ღმრთისამიერი ქებაჲ საწადელ არს და შორს ყოვლისაგან ვნებისა და ფრიადსა სარგებელსა მისცემს ქებულსა მას, უკუეთუ ვეძიებდეთ მოსწრაფებით.
გნებავსა, რაჲთა სცნა, რაოდენ ბოროტ არს განრისხებაჲ? წარვედ უბანთა და პოვენ კაცნი ურთიერთას მბრძოლნი და განიცადენ იგინი. რამეთუ თავსა შორის შენსა უშუერებასა მას ვერ შემძლებელ ხარ კეთილად განცდად, რაჟამს დაბნელებულ არნ გონებაჲ შენი და სთრავნ; არამედ რაჟამს წმიდა იყოს ვნებისაგან, მაშინ სხჳსა მიერ გულისხმა-ჰყო თავისა შენისაჲ. და იხილენ მუნ გარემოდგომილნი ერნი და იგინი შორის მათსა უშუერებისა მოქმედნი. რაჟამს გულისწყრომაჲ მკერდსა შენსა აღდუღნეს, მაშინ ცეცხლი სცჳვინ პირსა და თუალთა, განსივებულ არნ პირი, და ჴელნი უწესოდ განემარტებოდიან, და ფერჴნი საკიცხელად მიმოიტაცებოდიან, და არარაჲთ განყოფილ არნ იგი ეშმაკეულისაგან, არცა ველურთა კანჯართაგან, მკბენარ და მცემელ ფერჴითა. ჭეშმარიტად კაცი მრისხანე უშუერ არნ. მერმე უკუე, შემდგომად ფრიადთა მათ ბოროტთა, წარ-რაჲ-ვიდიან თჳსაგან და მოეგნიან გონებასა, უმეტჱს იქმნის მათ ზედა სალმობაჲ და ფრიადი სირცხჳლი, რაჟამს მოიჴსენნიან მუნ მდგომარენი იგი, რომელნი ჰხედვიდეს მათსა მას უშუერებასა, და ჰრცხუენინ ყოველთაგან, მეგობართაგანცა და მტერთა: მეგობართაგან ჰრცხუენინ, ვითარცა მაბრალობელთა ესევითარისა საქმისათა, ხოლო მტერთაგან, ვითარცა მოხარულთა მათსა მას ბოროტსა ზედა. უკუეთუ კულა წყლულებაჲცა დაედვას ურთიერთას, მაშინ უმეტჱს არნ სირცხჳლი და კდემაჲ, რაჟამს სიკუდილისაცა შიში იქმნის წყლულებათა მათგან; და სწყევდიან ყოველსავე საქმესა, მიზეზსა მათისა ბოროტისასა, და აბრალებდიან ეშმაკთა. ხოლო უგუნურჱსნირე ჟამსაცა ბოროტსა დასდებდიან მიზეზად, არამედ არა არს იგი ჟამისა ბოროტისაგან, რამეთუ არცა არს ჟამი სადა ბოროტი, არცა ეშმაკისაგან არს, არამედ მათისა გონებისაგან, რამეთუ იგინი მოიყვანებენ ეშმაკთა თავთა თჳსთა ზედა. უკუეთუ კულა იტყჳ: რაჲ ვყო, რამეთუ გულსა ელმის, რაჟამს სხუამან მაგინოს? არამედ მეცა ამისთჳს მიკჳრს მათთჳს, რომელთა სძლონ ბოროტსა ამას მჴეცსა.
ხოლო უკუეთუ ოდენ გჳნდეს, ძალ-გჳც ძლევად მისა. და რად არა განვრისხნებით, რაჟამს ჴელმწიფენი გუავნებდენ ჩუენ? - ამისთჳს, რამეთუ შიში დააყენებს მას. ანუ რაჟამს ჩუენ ჩუენთა მონათა ვაგინებდეთ, ვითარ ყოველსავე დუმილით თავს-იდებენ? - რამეთუ მათცა აქუს საკრველი იგი შიშისაჲ. ხოლო შენ არა შეიშინოა ღმრთისაგან და გულისხმა-ჰყო რისხვაჲ მისი? ანუ არა სირცხჳლ არსა, უკუეთუ კაცთათჳს ბევრეულთა ჭირთა თავს-ვიდებდეთ, ხოლო ღმრთისა შიშისათჳს არცა ერთსა კრძალულებასა ვაჩუენებდეთ? და რომელი წყალობაჲ ვპოოთ ჩუენ ღმრთისაგან? ნუმცა არს, ჵ ძმანო, ღმერთი უფროჲს კაცთასა შეურაცხ წინაშე ჩუენსა! ანუ საკჳრველად აღგიჩნდაა ესე სიტყუაჲ და შესძრწუნდით? არამედ მე არა მნებავს, რაჲთა სიტყჳსაგან შეშინდეთ, არამედ საქმისაგან; რაჲთა რაჟამს ყურიმალსა იცით, არა ოდენ მოითმინოთ, არამედ მეორეცა კერძი მიუპყრათ, და ესე არს მცნებაჲ ღმრთისაჲ. არამედ ჩუენ არა თუ ოდენ არა მიუპყრობთ მეორესა, არამედ მისთჳსცა ნაცვალსა ვჰყოფთ და შეურაცხებად გჳჩნს, არა თუ ვქმნათ ესრეთ. და ბოროტი ესე არს, რაჟამს-იგი ვიძლინეთ, ვჰგონებდით, თუ გჳძლევიეს; და რაჟამს დაცემულ ვიყვნით ეშმაკისა მიერ და ბევრეულნი წყლულებანი მოიწეოდიან ჩუენ ზედა ეშმაკისა მიერ, ვჰგონებდით, თუ ძლიერად ვართ.
ამისთჳს გევედრები თქუენ, ვისწაოთ სახჱ ჭეშმარიტისა ძლევისაჲ და მას ვიქმოდით, რამეთუ მოთმინებაჲ ბოროტთაჲ არს გჳრგჳნოსნებაჲ. და უკუეთუ გუნებავს, რაჲთა გჳრგჳნოსან ვიქმნნეთ ღმრთისა მიერ, დავიცვათ მის მიერ დადებული შჯული და თავს-ვიდებდეთ ყოველსა სულგრძელებით, რაჲთა საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ მადლი-თა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.