...ნ, თუ მოისურვებ, შენ, მიწაზე მოსიარულე, უფრო მაღლა იქნები, ვიდრე ის, ვინც ეტლში ზის. როგორ? იმიტომ, რომ ის სხეულით მხოლოდ ცოტათი ამაღლებულა მიწიდან, სულით კი მიწასვე მიჭედებია; რადგან ნათქვამია: „შეჰჴმეს ჴორცნი ჩემნი ძუალთა ჩემთა“ (), შენ კი გონებით ცაში დაიარები.
მაგრამ, იტყვი, მრავალი მხლებელი ჰყავს, რომლებიც მედიდურად დაჰყვებიან? და ნუთუ თვითონ უფრო პატივდება, ვიდრე ცხენი? რა შეიძლება იყოს ამ უგუნურებაზე უარესი — ადამიანების განდევნა, რათა პირუტყვმა თავისუფლად გაიაროს? ან ცხენით სიარული ღირსეულია? მაგრამ ამაში მონებიც ხომ მონაწილეობენ. არიან ისეთებიც, რომელთაც იმდენი ამპარტავნება აქვთ, რომ, არაფრის საჭიროების გარეშე, მაინც აიძულებენ სხვებს უკან მიჰყვნენ. მართლაც, რა არის ამაზე უგუნური? ცხენებით, ძვირფასი სამოსითა და მხლებლებით სურთ თავის წარმოჩენა....