...ნისთვის დღე მუშაობისთვის რომ განუკუთვნა, ხოლო ღამის სიბნელე დასვენებისა და შრომისგან მოსვენებისთვის, ორივეს ზომა და საზღვარი დაუდო, რათა ყველანი მათგან სარგებელს ვიღებდეთ. ხოლო, რომ დღის ნათელი მოღვაწეობის ჟამია, ისმინე დავითი, რომელიც ამბობს: „გამოვიდეს კაცი საქმესა თჳსსა და შრომასა თჳსსა მიმწუხრადმდე" (). და კარგად თქვა: „მიმწუხრადმდე", რადგან საღამოს მოსვლისთანავე ნათელი განეშორება, ბნელი მოდის და ადამიანურ ბუნებას ძილს მისცემს, დაქანცულ სხეულს დააწყნარებს, ყველა გრძნობას დაამშვიდებს და, როგორც კეთილი ძიძა, თავისი მზრუნველობით ყველა ასოს შრომისა და დაღლილობისგან თავისუფლებას მისცემს. ხოლო, როცა ღამის ზომა აღსრულდება, ნათელი გამოჩნდება, ადამიანს გააღვიძებს და განახლებული გრძნობებით მზის სხივთა მიღების ღირსად გახდის, ახალი და მხურვალე გულმოდგინებით ჩვეულ საქმეებს მიაბრუნებს. იგივე შეიძლება დაინახოს წელიწადის დროთა მონაცვლეობაშიც: ზამთრის შემდეგ გაზაფხული მოდის, ზაფხულის შემდეგ — შემოდგომა, რათა ჰაერის ცვალებადობით ჩვენი სხეული გამოცოცხლდეს, რათა არც ზედმეტი სიცივით შეკუმშვისგან დაირღვეს და არც ძლიერი სიცხით მოუძლურდეს; ამიტომ ზამთრისთვის შემოდგომით გვამზადებს, ხოლო ზაფხულისთვის — გაზაფხულით. საერთოდ, ვისაც გონივრულად სურს ყ...
ფსალმუნნი 103:23
22. აღმოუბრწყინდა მზე, და შეკრბეს და სადგურთავე თჳსთა დაადგრიან.23. გამოვიდეს კაცი საქმესა თჳსსა და შრომასა თჳსსა მიმწუხრადმდე.24. ვითარ განდიდნენ საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ; აღივსო ქუეყანაჲ დაბადებულითა შენითა.
ფსალმუნნი თავი 103