...28:14). დიდი სიკეთეა ლოცვა. თუ ვინმე, სათნო ადამიანთან საუბრისას, მისგან არცთუ მცირე სარგებელს იღებს, მაშ, რა სიკეთეებს არ მიიღებს ის, ვინც ღვთისთან საუბრის ღირსი გახდა? ლოცვა არის საუბარი ღმერთთან. და, რათა ამაში დარწმუნდე, ისმინე, რას ამბობს წინასწარმეტყველი: „ტკბილ ეყავნ" ღმერთს „გალობაჲ ჩემი" (), ანუ, სასიამოვნო იყოს ღვთისთვის საუბარი ჩემი. ნუთუ მას, ჩვენი თხოვნის წინაც, არ შეუძლია მოგვცეს? მაგრამ ის იმიტომ ელოდება (ჩვენს თხოვნას), რომ ჰქონდეს საბაბი სამართლიანად ღირსი გახადოს ჩვენ თავისი განგებისა. მაშ, მივიღოთ თუ არ მივიღოთ თხოვნილი, გულმოდგინედ აღვასრულოთ ლოცვა და ვმადლობდეთ არამხოლოდ მაშინ, როცა მივიღებთ, არამედ მაშინაც, როცა ვერ მივიღებთ, რადგან მიუღებლობაც, როცა ღვთის ნებით ხდება, არანაკლებ კეთილისმომტანია, ვიდრე მიღება. ჩვენ ხომ არც ვიცით, რა არის ჩვენთვის სასარგებლო, იმ ზომით, როგორც მან იცის. მაშასადამე, მივიღოთ თუ არ მივიღოთ, ჩვენ მადლობა უნდა აღვავლინოთ. და რატომ გიკვირს, როცა ვამბობ, რომ ჩვენ არ ვიცით, რა არის ჩვენთვის სასარგებლო? პავლეც, ამდენად დიდი და აღმატებული კაცი, ვინც ასეთი გამოუთქმელი (გამოცხადებების) ღირსი გახდა, არ იცოდა, რომ მისთვის უვარგისს ითხოვდა. ირგვლივ უბედურებებითა და გამუდმებული განსაცდ...
ფსალმუნნი 103:34
33. ვაქებდე უფალსა ცხორებასა ჩუენსა, უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე.34. ტკბილ ეყავნ გალობაჲ ჩემი, ხოლო მე ვიხარებდე უფლისა მიმართ.35. მოაკლდენ ცოდვილნი ქუეყანით, და უსჯულონი ნუღარა იპოებიედ მას ზედა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა. დიდება
ფსალმუნნი თავი 103