...“. და ვითარცა წინაჲსწარმეტყუელმან თქუა მამისათჳს, ესე აწ ძემან ქმნა შეუცვალებელად. რამეთუ რასა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი მამისათჳს? - „თქუა, და აღდგა ქარი ნიავქარისაჲ, და ამაღლდეს ღელვანი მისნი“; და მერმე იტყჳს: „გარდააქცინა ნიავქარნი მათნი ნიავად“. ეგრეთვე აქა მიშუებითა მისითა აღიძრნეს ღელვანი იგი. კუალად ბრძანა, და „იქმნა მეყსეულად დაყუდება დიდ“. ამისთჳსცა უკ-ჳრდა მათ და იტყოდეს: „რაბამ ვინ არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲ ერჩიან მას?“ ხოლო აწ ჩუენცა, მორწმუნენო, გულისჴმა-ვყოთ, ვითარ-ესე დღი-თი-დღე ვიღელვებით და ვიგუემებით ნიავქართა მათგან ცოდვისათა და ღელვისაგან ვნებათაჲსა; და ნავნი სულთა ჩუენთანი დაიფარვიან ღელვათაგან, რამეთუ არსვე წოდებულ მრავალთაგან სოფელი ესე ზღუად და შფოთნი იგი და აღძრვანი მისნი ღელვად. აწ უკუე შეუვრდეთ უფალსა და ვღაღატ-ყოთ ცრემლით და სულ-თქუმით: უფალო, მიჴსნენ ჩუენ, რამეთუ წარვწყმდებით! ამას ჴმასა კაცად-კაცადი დაუცხრომელად სიღრმეთაგან გულისა თჳსისათა ჴმობდინ უფლისა მიმართ, რაჲთა ისმინოს სახიერმან მან და მოწყალემან და შეჰრისხნეს ქართა მათ ბრძოლისა ეშმაკთაჲსა და ზღუასა მას სოფლისასა, ჩუენ ზედა აღძრულსა, და იქმნას წამის-ყოფითა მისითა დაყუდება დიდ. რა...
ფსალმუნნი 106:29
28. ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან გამოიყვანნა იგინი.29. და უბრძანა ნიავქარსა, და იქცა ნიავად, და დასცხრეს ღელვანი მისნი;30. და იხარეს, რამეთუ დაყუდნეს, და მიუძღუა მათ ნავთსაყუდელსა ნებისა მისისასა.
ფსალმუნნი თავი 106