მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კჱ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა აღვიდა იგი ნავსა, მისდევდეს მას მოწაფენი მისნი. და აჰა ესერა აღძრვაჲ იყო დიდი ზღუასა შინა, ვიდრე დაფარვადმდე ნავისა ღელვათაგან. ხოლო თავადსა ეძინა“ (8,23-24).

ლუკა თანაწარჰჴდების თქუმად ჟამისა მის, ამისთჳს ესრეთ იწყო სიტყუად: „და იყო ერთსა შინა დღესა, და თავადი შევიდა ნავად, და მოწაფენი მისნი მის თანა“.1 ეგრეთვე მარკოზ იქმს. ხოლო მათე შემდგომითი შემდგომად ჟამსა მას გუაუწყებს, რამეთუ არად საჴმარ იყო ყოველთა მიერ წულილადისა საქმისა და ჟამისა და სიტყჳსა შეუცვალებელად აღწერაჲ.

ხოლო ამათ სიტყუათა წარმოვიტყჳ სიტყჳსა მისთჳს, რომელი დაწყებასავე ვთქუ, ვითარმედ: რომელიცა რაჲმე ჩანს განყოფილად თქუმული მახარებელთა მიერ, თითოეული თჳსსა ადგილსა, ვითარცა ღმერთმან ძალი მომცეს, განვჰმარტოთ; რაჲთა საცნაურ იქმნას ყოველთა მიერ, ვი-თარმედ არა არს მათ შორის ცილობაჲ, არცა განწვალებაჲ, და უფროჲსად სათანადოთა მათ და მაღალთა საქმეთა შინა, რომელთა შინა ფრიადსა ერ-თობასა აჩუენებენ.

წარავლინა უკუე ერი იგი და მოწაფენი წარიყვანნა თჳს თანა, რაჲთა იხილონ მათ ყოფადი იგი სასწაული. რამეთუ ვითარცა მოძღუარი კეთილი, ორკერძოვე ასწავებდა მათ, რაჲთა უშიშ იყვნენ განსაცდელთა შინა და მდაბალ პატივსა შინა. ამისთჳსცა, რაჲთა არა აღზუავნენ, რომელ ერი იგი წარგზავნა და იგინი წარიყვანნა, შეუნდო ღელვათა მათ აღდგომად, რაჲთა დამდაბლდენ, და კუალად, რაჲთა განისწავლნენ მოთმინებად განსაცდელთა. რამეთუ პირველქმნილნიცა სასწაულნი დიდ იყვნეს, გარნა ამას გამოცდილებაჲცა აქუნდა არამცირედი და ძუელისა მის სასწაულისა მიმსგავსებული იყო. ამისთჳს მოწაფენი ხოლო წარიყვანნა, რამეთუ სადა სასწაულისა ჯერ-არნ ჩუენებად, ერსა მასცა შეუნდვის მუნ ყოფად, ხოლო სადა განსაცდელთა და შრომათა საქმე არნ, მოღუაწენი იგი სოფლისანი მარტოდ წარმოადგინნის, რაჲთა მოასწავებდეს ყოფადსა მას. ამისთჳს იტყჳს მახარებელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და აჰა ესერა აღძრვაჲ იყო დიდი ზღუასა მას ზედა, ვიდრე დაფარვადმდე ნავისა ღელვათაგან. ხოლო თავადსა ეძინა. და მოუჴდეს მას მოწაფენი, აღადგინეს უფალი და ეტყოდეს: უფალო, მიჴსნენ ჩუენ, რამეთუ წარვწყმდებით! და თავადმან ჰრქუა მათ: რაჲსა შეშინდით, მცირედმორწმუნენო? მაშინ აღდგა, შეჰრისხნა ქართა მათ და ზღუასა, და იქმნა მეყსეულად დაყუდება დიდ“ (8,24-26).

1 ლუკ. 8,22.

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ვთქუ, გამოცდისა მათისათჳს მიეშუებოდა აღ-ძრვად ღელვათა და სახე იყო მოწევნადთა მათ მათ ზედა განსაცდელთა, რამეთუ ამისაცა შემდგომად მრავალგზის შეუნდო უძნელესთა განსაცდელთა შთავრდომად და სულგრძელ ექმნა, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „გარდარეულად უფროჲს ძალისა დაგჳმძიმდა, ვიდრე წარწირვამდე ჩუენდა ცხორებისაცა. არამედ თჳთ თავით თჳსით განჩინებაჲ იგი სიკუდილისაჲ მოგუეღო, რაჲთა არა ვესვიდეთ თავთა თჳსთა, არამედ ღმერთსა, რომელმან-იგი აღადგინნის მკუდარნი, რომელმან ესევითარისა სიკუდილისაგან მიჴსნა ჩუენ“.1 და სხუანი მრავალნი ძნელოვანნი შეემთხჳნეს, ვიდრეღა ძჳრ-ძჳრითა სიკუდილითა მოსწყდეს. და მის ყოვლისა წინაჲთვე მომასწავებელი იყო ღელვაჲ იგი. ამისთჳსცა, ჰრქუეს რაჲ: „უფალო, მიჴსნენ ჩუენ“, პირველად მათ შეჰრისხნა და მერმე ზღუასა მას, რამეთუ შეშფოთებაჲ იგიცა მათი უმჯობესისა მათისათჳს იქმნა, რაჲთა აქუნდეს ამისა შემდგომადცა ჴსენებაჲ საკჳრველებისაჲ მის. და ამისთჳსცა მიიძინა, რაჲთა ადგილ-სცეს შიშსა მოსლვად მათ ზედა, რამეთუ უკუეთუმცა ეღჳძა, არამცა ესრეთ შეშინებულ იყვნეს, არცამცა ვედრებულ. ამისთჳს მიიძინა, რაჲთა ადგილ-სცეს შიშსა მოსლვად მათ ზედა. რამეთუ ვინაჲთგან ყოველთა ზედა იხილნეს ქველისმოქმედებანი მისნი, ხოლო მათ ზედა არა ქმნულ იყო სასწაული, რამეთუ არცა მკელობელ იყვნეს, არცა ბრმა, არცა სხჳთა რაჲთმე უძლურებითა შეპყრობილ, და ჯერ-იყო, რაჲთა თავთა ზედა თჳსთაცა იხილესმცა ქველისმოქმედებაჲ მისი. ამისთჳს შეუნდო მოწევნად ზამთრისა მის, რაჲთა შეშინდენ და მერმე განთავისუფლებითა მით მათ ღელვათაგან გულისჴმა-ყონ ძალი ქველისმოქმედებისა მისისაჲ, და იყოს იგი მარადის ჴსენებულ გულთა შინა მათთა; რამეთუ სხუაებრ გულისჴმაჰყოფს და აჴსოვს კაცსა თავსა ზედა თჳსსა ქმნილი და სხუაებრ - სხუათა თანა ხილული. ამისთჳს არა ქმნა ესე წინაშე სხჳსა მის ერისა, რაჲთა არა მცირედმორწმუნეობისა ბრალი დაედვას მათ. არამედ მარტოდ წარიყვანნა მოწაფენი და ესრეთ განაქარვა შიში მათი, რაჟამს შეჰრისხნა მათ და ჰრქუა: „რაჲსა შეშინდით, მცირედმორწმუნენო?“ და ესრეთ პირველ გარეშეთა მათ ღელვათასა გულისა მათისა ღელვაჲ დააყუდა, რაჲთა ასწაოს, ვითარმედ შიშსა არა განსაცდელთა მოწევნაჲ იქმს, არამედ გონებისა უძლურებაჲ. და მერმეღა უბრძანა ღელვათა მათ და ზღუასა, და იქმნა მყუდროებაჲ დიდი.

ხოლო უკუეთუ ვინ იტყოდის, ვითარმედ მისლვაჲ იგი უფლისა და გან-ღჳძებაჲ არა შიშისა სასწაული იყო, არცა მცირედმორწმუნეობისაჲ, ესრეთ ვიტყჳ, ვითარმედ: ესე მებრ საქმე სასწაული იყო, ვითარმედ არა უწყოდეს ჯერეთ ძალი მისი ჯერისაებრ; რამეთუ ესე უწყოდეს, ვითარმედ ძალ-უც აღდგომაჲ და შერისხვაჲ ზღჳსაჲ მის, ხოლო ესე არღა იცოდეს, თუ მძინა-

1 2 კორ. 1,8-10.

რესაცა ძალ-უც ამისა ქმნად. და რაჲ საკჳრველ არს, უკუეთუ მაშინ ჯერეთ ვერ ღირსად გულისჴმა-ჰყოფდეს საიდუმლოსა მას, ვინაჲთგან შემდგომად ესოდენთა სასწაულთაცა სრული იგი გულისჴმის-ყოფაჲ ვერვე აქუნდა, ვიდრემდის მოვიდა მათ ზედა სული წმიდაჲ და სრული იგი გულისჴმის-ყოფაჲ მისცა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო კაცთა მათ უკჳრდა და იტყოდეს: რაბამ ვინ არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲცა ერჩიან მას?“ (8,27).

თ ა რ გ მ ა ნ ი: გულისსიტყუათა მათთჳს კაცობრივისა უძლურებისათა თქუა ესრეთ, ვითარმედ კაცთა მათ ემხილა თჳსისა მის ბუნებისა უძლურებაჲ და დაუკჳრდა, ვითარმედ: „რაბამ ვინ არს ესე?“ რამეთუ ხედვიდეს მას ხილვითა კაცსა, და რომელ-იგი დაიძინებდა და ნავად აღვიდოდა, ესე ყოველი კაცობრივისა ბუნებისაჲ იყო; ხოლო შერისხვაჲ იგი ქართაჲ და ზღჳსაჲ და ესრეთ შიშით მორჩილებაჲ მათი ღმრთეებასა მისსა წამებდეს. ამისთჳს განცჳბრებულ იყვნეს და იტყოდეს: „რაბამ ვინ არს ესე?“ რამე-თუ მოსეცა ქმნა სასწაული ზღუასა მას ზედა, არამედ ამისი ესე უაღრესობაჲ შეუმსგავსებელ არს, რამეთუ იგი, ვითარცა მონაჲ, იქმოდა სასწაულსა მას, ხოლო ესე - ვითარცა მეუფე და უფალი; არა განრთხმითა კუერთხისაჲთა, ვითარ-იგი მან ყო, არცა განპყრობითა ჴელთაჲთა ზეცად და ვედრებითა, არამედ ვითარცა მეუფემან უბრძანის რაჲ მონასა და ვითარცა დამბადებელმან - დაბადებულსა, ესრეთ უბრძანა და დააყუდა ბრძანებითა თჳსითა, და მეყსეულად ყოველი აღძრვაჲ მისი დადუმნა, და არცა თუ კუალი ღელვისაჲ იპოებოდა, ვითარცა იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „იქმნა მეყსეულად დაყუდება დიდ“. და ვითარცა წინაჲსწარმეტყუელმან თქუა მამისათჳს, ესე აწ ძემან ქმნა შეუცვალებელად. რამეთუ რასა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი მამისათჳს? - „თქუა, და აღდგა ქარი ნიავქარისაჲ, და ამაღლდეს ღელვანი მისნი“;1 და მერმე იტყჳს: „გარდააქცინა ნიავქარნი მათნი ნიავად“.2 ეგრეთვე აქა მიშუებითა მისითა აღიძრნეს ღელვანი იგი. კუალად ბრძანა, და „იქმნა მეყსეულად დაყუდება დიდ“. ამისთჳსცა უკ-ჳრდა მათ და იტყოდეს: „რაბამ ვინ არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲ ერჩიან მას?“

ხოლო აწ ჩუენცა, მორწმუნენო, გულისჴმა-ვყოთ, ვითარ-ესე დღი-თი-დღე ვიღელვებით და ვიგუემებით ნიავქართა მათგან ცოდვისათა და ღელვისაგან ვნებათაჲსა; და ნავნი სულთა ჩუენთანი დაიფარვიან ღელვათაგან, რამეთუ არსვე წოდებულ მრავალთაგან სოფელი ესე ზღუად და შფოთნი იგი და აღძრვანი მისნი ღელვად. აწ უკუე შეუვრდეთ უფალსა და ვღაღატ-ყოთ ცრემლით და სულ-თქუმით: უფალო, მიჴსნენ ჩუენ, რამეთუ წარვწყმდებით! ამას ჴმასა კაცად-კაცადი დაუცხრომელად სიღრმეთაგან

1 ფსალმ. 106,25. 2 შდრ. ფსალმ. 106,29.

გულისა თჳსისათა ჴმობდინ უფლისა მიმართ, რაჲთა ისმინოს სახიერმან მან და მოწყალემან და შეჰრისხნეს ქართა მათ ბრძოლისა ეშმაკთაჲსა და ზღუასა მას სოფლისასა, ჩუენ ზედა აღძრულსა, და იქმნას წამის-ყოფითა მისითა დაყუდება დიდ. რამეთუ გჳხილნეს თუ მჴურვალედ და მოუწყინებელად მღაღადებელნი ჴმასა მას ვედრებისასა: „უფალო, მიჴსნენ ჩუენ, რამეთუ წარვწყმდებით“, არა მიმიშუას დანთქმად ღელვითა მით ცოდვისაჲთა. ხოლო მაშინ ესევითარითა რაჲ სასწაულითა განაკჳრვნა და განამტკიცნა გულნი მოწაფეთანი, გან-რაჲ-ვიდეს ზღჳსაგან, კუალად უდიდებულესი საკჳრველებაჲ აღესრულებოდა, ვითარცა იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა მოვიდა იგი მიერ კერძო სოფელსა მას გერგესეველთასა, შეემთხჳნეს მას ორნი ეშმაკეულნი, რომელნი გამოვიდოდეს საფლავებისაგან, ფრიად ბოროტნი, ვითარმედ ვერვის ჴელ-ეწიფა წარსლვად მიერ გზით. და მათ ღაღატ-ყვეს და იტყოდეს: რაჲ ძეს ჩუენი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისაო? რამეთუ მოხუედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩუენდა. იყო შორს მათგან კოლტი ღორთაჲ მძოვარი. ხოლო ეშმაკნი იგი ევედრებოდეს და ეტყოდეს: უკუეთუ განგუასხამ ჩუენ, მიბრძანე ჩუენ მისლვად კოლტსა იმას ღორთასა. და ჰრქუა მათ: მივედით! ხოლო იგინი განვიდეს კაცთა მათგან და მიჰმართეს კოლტსა მას ღორთასა. და მიჰმართა კოლტმან მან ღორთამან კბოდესა მას ზღჳსასა, და მოსწყდეს იგინი წყალთა მათ შინა. ხოლო მწყემსნი იგი ივლტოდეს და წარვიდეს ქალაქად და უთხრეს ყოველივე იგი ეშმაკეულთა მათთჳს. მაშინ ყოველი იგი ქალაქი გამოვიდა შემთხუევად იესუჲსა. და იხილეს იგი და ევედრებოდეს, რაჲთა წარვიდეს საზღვართა მათთაგან“ (8,28-34).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კაცნი ჯერეთ უმეცარღა იყვნეს და კაცად სახელ-სდებდეს მას, ხოლო ეშმაკნი იგუემებოდეს რაჲ გამოჩინებითა მისითა და იცნეს უმეტესად, დაღაცათუ სრულიად ვერ დაიდასტურეს, არამედ ტანჯვისა მისგან, რომელ შეემთხუეოდა, სცნობდეს და ღმრთად აღიარებდეს მას, რაჲთა რომელთა ვერ ესმა უსიტყუელი იგი ქადაგებაჲ ზღჳსაჲ, რომელი მყის შიშითა მით და მყუდროებითა თჳსითა ღმრთეებისა მისისა ჴელმწიფებასა ღაღადებდა, მათ ესმეს აწ ჴმამაღლად ღაღადებაჲ ეშმაკთაჲ მათ, ვითარმედ: „რაჲ ძეს ჩუენი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისაო? რამეთუ მოხუედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩუენდა“.

პირველად გამოაცხადეს მტერობაჲ და განდგომილებაჲ თჳსი, რაჲთა არა იჭუეულ იყოს სიტყუაჲ მათი, რამეთუ ძლიერად იტანჯებოდეს და დაიწუებოდეს ხილვითა მისითა. ვინაჲთგან ვერვის ჴელ-ეწიფებოდა მიახლებად მათდა და მოყვანებად ქრისტესა, ამისთჳს თავადი მივიდა მათ კერძო-თა, და იხილეს რაჲ იგი, ვერღარა თავს-იდებდეს მისმიერსა მას ტანჯვასა.

და მათე იტყჳს, ვითარმედ ჰრქუეს მას: „მოხუედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩუენდა“; ხოლო ლუკა ამასცა შესძინებს, ვითარმედ: „ევედრებოდეს მას, რაჲთა არა უბრძანოს უფსკრულთა შთასლვად“,1 რამეთუ ჰგონებდეს, თუ აწვე მოაწევს მათ ზედა სატანჯველსა, და ძრწოდეს, ნუუკუე მიეცემიან საგუემელად. ხოლო რომელ-იგი ლუკა და მარკოზ ერთსა გჳთხრობენ ეშმაკეულსა მას, და მათე ორთა იტყჳს, არცა ესე სიტყუაჲ არს ურთიერთას წინააღმდგომი. რამეთუ უკუეთუმცა იგინი იტყოდეს, თუ ერ-თი ხოლო იყო და სხუაჲ არა იყო, იპოვნესმცა წინააღმდგომ მათესა; ხოლო ვინაჲთგან ესევითარი არარაჲ არს, არამედ იგინი ერთისა მის ეშმაკეულისა განკურნებასა ოდენ იტყჳან, ხოლო ესე ორთასავე წარმოიტყჳს, არა ურთიერთას ცილობაჲ არს ესე, არამედ ერთისა მის საქმისა თითოსახედ თხრობაჲ. რამეთუ ეშმაკეულნი იგი, სიტყჳსაებრ მათესა, ორნი იყვნეს, ხოლო ერთი მათგანი სასტიკი რაჲმე იყო და მძჳნვარე და სიფიცხისა მის მისისათჳს და სასტიკებისა მას ოდენ აჴსენებენ ლუკაეთნი. ამისთჳსცა წარმოიტყჳს სიბორგილესა მისსა ლუკა, ვითარმედ: „მრავლით ჟამითგან სამოსელი არა შეემოსა და სახლსა შინა არა იყოფებოდა, არამედ საფლავებსა. და შებორკილიან იგი ჯაჭჳთა და საკრველითა, და განხეთქნის საკრველნი და იდევნებინ უდაბნოთა“.2 ხოლო მარკოზ ამასცა შესძინებს, ვითარმედ: „მთათა გარე იქცევინ და ღაღადებნ და დაიკოდნ თავსა თჳსსა ლოდითა“.3 აწ უკუე ორთა მათ მახარებელთა ერთისა მისთჳს ფიცხელისა მის და სასტიკისა ყვეს თხრობაჲ თჳსი და მეორისაჲ მის დაიდუმეს, ხოლო მათე ორ-თათჳსვე თქუა. ესე უკუე, ვითარცა ვთქუ, არა ცილობაჲ არს, არცა წინააღდგომაჲ.

იხილეთ უკუე ეშმაკთა მათ ძრწოლაჲცა და ურცხჳნოებაჲ, „მოხუედიო უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩუენდა“. ამას ვერ იტყოდეს, თუ არა ღირს ტანჯვისა არიან, არამედ ევედრებოდეს არა მიცემად იგინი სატანჯველ-თა პირველ ჟამისა. რამეთუ ვინაჲთგან პოვნა იგინი უფალმან ესევითართა მათ უღმრთოებათა შინა, ვითარ დაბადებულთა მისთა ესრეთ უწყალოდ სტანჯვიდეს და ძჳრ-ძჳრად ჰგუემდეს, ჰგონებდეს, ვითარმედ გარდარეულისა მისთჳს უკეთურებისა მათისა აწვე მისცნეს იგინი სატანჯველსა, პირველ განწესებულისა მის ჟამისა ტანჯვისა მათისაჲსა. ამისთჳს ევედრებიან, რაჲთა არა ტანჯნეს იგინი პირველ მის ჟამისა, და რომელთა საკრველნი რკინისანი ვერ იმჭირვიდეს, მოვლენ მის წინაშე კრულნი კრულებითა ბრძანებისა მისისაჲთა; და რომელნი უდაბნოთა რბიოდეს, მოვიდეს ველად წინაშე მისა; რომელნი სხუათა აყენებდეს სლვად გზასა მას, იხილეს მაყენებელი მათი და შეძრწუნდეს და, ვითარცა მონანი განდგომილნი, წარმოდგეს შეძრწუნებულნი და დაღონებულნი.

ხოლო რაჲსათჳს საფლავებსა შინა იქცეოდეს? რამეთუ ყოვლისავე ბოროტისა განმრავლებად კაცთა შორის მოსწრაფე იყვნეს. ამისთჳს ამასცა იქმოდეს, რაჲთა წვალებაჲ იგი განჰფინონ სოფელსა შინა, რომელსა იტ-

1 ლუკ. 8,31. 2 ლუკ. 8,27,29. 3 მარკ. 5,5.

ყჳან დაბრმობილნი იგი მათითა მით საცთურითა, ვითარმედ სულნი მკუდართანი ეშმაკთა შეერთვიან, რომელ-ესე ნუ იყოფინ მოსლვადცა ვისსამე გონებასა. არამედ უღმრთონი იგი იტყჳან ეშმაკთა მაგიერ, ვითარმედ: რაჲ სთქუა, ოდეს იხილნე მრავალნი გრძნეულნი, ვითარ ყრმათა დაჰკლვენ, რაჲთა სული იგი აქუნდეს თანაშემწედ გრძნებისა თჳსისა? ხოლო მე ვეტყჳ ცნობამიღებულთა მათ: ვინაჲ საცნაურ არს ესე? მითხარღა! რამეთუ ამას, ვთქუათ, თუ იტყჳან მრავალნი, ვითარმედ: გრძნეულნი დაჰკლვენ ყრმათა, ხოლო ესე, თუ სულნი იგი დაკლულთანი მათ თანა არიან, ვინაჲ საცნაურგეყო, მაუწყეთ მე! ეშმაკნი იტყჳანო, თუ: მე მის ვისიმე სული ვარი. ეჰა სიტყუაჲ სავსე ფრიადითა სიცოფითა! ჵ გონებაჲ იგი ცთომილი, რომელი ამას შეიწყნარებს! უგუნურო და საწყალობელო, რომელი ჭეშმარიტებაჲ იხილე ეშმაკთა თანა, რომელ მათი სიტყუაჲ სარწმუნოდ შეგირაცხიეს? არა უწყია, ვითარმედ რაოდენსაცა ესევითარსა იტყჳან ეშმაკნი, საუცრად კაც-თა იტყჳან? რაჲთა რომელთაცა ჰრწმენეს მათი, გონებაცთომილ იქმნენ. უკუეთუ არა, ვინმცა უმეცარ იყო საქმესა ამას, ვითარმედ შეუძლებელ არს სულისა კაცობრივისა ეშმაკთა თანა შერთვად? არცა ჴელ-ეწიფების კაცსა მას გრძნებისა მოქმედსა შეცვალებად სულისა სხუად არსებად. რად ვიტყჳ სულსა? არცა თუ ჴორცთა ძალ-უც შეცვალებად, რაჲთამცა ყვნა ჴორცნი კაცობრივნი კარაულისა ანუ ზროხისა, ანუ სხჳსა რაჲსმე პირუტყჳსა. დაღაცათუ უცნებით რაჲმე ესევითარი აჩუენოს, ყოველივე სიცრუე არს და უცნება. აწ უკუეთუ ჴორცთა ამათ ხილულთა ვერ ჴელ-ეწიფების შეცვალებად, სული იგი უხილავი ვითარ ძალ-უც შეცვალებად? ნუ იყოფინ უშჯულოჲ ესე სიტყუაჲ, ნუ იყოფინ! ესე სიტყუანი ზღაპარნი არიან დედაბერებრნი და სამღერელნი ყრმათა უგუნურთანი; რამეთუ სული განრაჲ-ვიდეს ჴორცთაგან, არღარა ჴელ-ეწიფების აქა ყოფად სოფელსა შინა. რამეთუ „სულნი მართალთანი ჴელთა შინა ღმრთისათა არიან“,1 ეგრეთვე ჩჩჳლთაცა ყრმათა ნათელღებულთანი, რამეთუ იგინიცა უცოდველ არიან. ხოლო ცოდვილთა სულნი, გან-რაჲ-ვიდენ ჴორცთაგან, მეყსეულად წარიყვანებიან ამიერ სოფლით, ვითარცა საცნაურ არს ლაზარესგან და მდიდრისა მის.

და კუალად სხუასა ადგილსა იტყჳს უფალი: „უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან“.2 საცნაურ არს უკუე და სარწმუნო, ვითარმედ სული გან-რაჲ-ვიდეს ჴორცთაგან, არღარა ჴელ-ეწიფების სოფელსა ამას შინა ქცევად, არამედ წარიყვანებენ მას, რომელთაცა მიიღონ. ამის-თჳსცა სტეფანე იტყოდა: „უფალო იესუ ქრისტე, შეივედრე სული ჩემი!“3 და პავლე იტყოდა: „მსურის განსლვაჲ ამიერ და ქრისტეს თანა ყოფად“;4 და მამადმთავრისა მისთჳს წერილ არს, „მოკუდა სიბერითა კეთილითაო და შეეძინა მამათა თჳსთა;5 ესე იგი არს, ვითარმედ მათ თანავე წარვიდა სული

1 სიბრძ. სოლ. 3,1. 2 ლუკ. 12,20. 3 საქმე 7,59. 4 ფილიპ. 1,23. 5 დაბ. 25,8.

მისი. ეგრეთვე უკუე არცა ცოდვილთა სულნი იქცევიანღა აქა შემდგომად ჴორცთაგან განსლვისა. და ისმინე, ვითარ მდიდარი იგი ამის ჯერისათჳს ევედრებოდა, რაჲთამცა მივიდა და აუწყა ძმათა თჳსთა, და არავე ჴელ-ეწიფა მას. ხოლო ჴელ-თუმცა-ეწიფებოდა, მო-მცა-სრულ იყო და ეუწყა მუნ ყოფადი იგი.

ამის ყოვლისაგან საცნაურ არს, ვითარმედ შემდგომად ამიერ განსლვისა სულნი წარიყვანებიან უხილავსა მას სოფელსა, თითოეული შემსგავსებულსა თჳსთა საქმეთასა, გინა თუ განსასუენებელსა, გინა თუ სა-ჭირვებელსა; და არღარა უფალ არიან აქა მოსლვად, არამედ მოელიან სა-შინელსა მას დღესა განკითხვისასა.

და კუალად ამასცა გამოეძიებენ ვინმე, ვითარმედ: რაჲსათჳს ისმინა უფალმან თხოაჲ იგი ეშმაკთაჲ და უბრძანა კოლტსა მას ღორთასა შესლვად? არამედ გულისჴმა-ყავნ მეტყუელმან მან, ვითარმედ არა თუ მა-თისა სიტყჳსათჳს უბრძანა ესე უფალმან, არამედ ამასცა შინა განგებულებასა აღასრულებდა: ერთად, რაჲთა ასწაოს განთავისუფლებულთა მათ ეშმაკთაგან, თუ ვითარისა ბოროტისაგან იჴსნნა იგინი; მეორედ, რაჲთა ცნან ყოველთა, ვითარმედ არცა თუ ღორთა ჰკადრებენ, უკუეთუ ღმერთმან არა მიუშუას; მესამედ, რაჲთა გულისჴმა-ვყოთ, ვითარმედ უკუეთუმცა განსაცდელსა მასვე შინა უკუეთუმცა არა იღუწიდა კაცთა მათ განგებულებაჲ ღმრთისაჲ, ფრიად უძჳრესიმცა შეემთხჳა ღორთასა, რამეთუ ესე ყოველთა მიერ საცნაურ არს, ვითარმედ კაცთა მიმართ არს უმეტეს სიძულილი და მტერობაჲ ეშმაკთაჲ, ვიდრეღა პირუტყუთა. აწ უკუე რომელთა არა ჰრიდეს ყოვლადვე კოლტსა მას ღორთასა, არამედ ყოველნივე შთააშ-თვნეს მეყსა შინა, არამცა უფროჲსად კაცთა მათ ზედა ქმნეს ესევითარი, უკუეთუმცა განგებულებაჲ ღმრთისაჲ არა აღჳრ-ასხმიდა მათ? ამისთჳს საცნაურ არს, ვითარმედ არა არს კაცი, რომელსა ზედამცა არა აჩუენებდა ღმერთი წყალობასა თჳსსა და მოღუაწებასა, რომელთამე ზედა - დიდად და რომელთამე ზედა - უმცირესად, ვითარცა იცინ კაცად-კაცადისა ღირსებაჲ და უმჯობესი. გარნა ყოველთა ზედა არს განგებულებაჲ მისი და იღუწის ყოველთაცა ზოგად და კაცად-კაცადსაცა თითოეულად, ვითარცა ჰრქუა მოწაფეთა: „ხოლო თქუენნი თმანიცა თავისანი აღრაცხილ არიან“.1 ამათ ესევითართა მიზეზთათჳს უბრძანა მისლვად კოლტსა მას ღორთასა, რაჲთა მკჳდრთაცა მის სოფლებისათა ისწაონ სახელი მისი, რამეთუ სადა-იგი დიდ არნ სახელი მისი, არა მრავალი აჩუენის სასწაული, ხოლო რომელნი არა მეცნიერ მისა იყვნიან, განჰფინის ბრწყინვალებაჲ იგი სასწაულთაჲ, რაჲთა მოიყვანნეს იგინი ღმრთისმეცნიერებად. ხოლო მკჳდრნი მის ქალაქისანი ვითარ სრულიად წარწყმედილნი იყვნეს და უგულისჴმონი, საქმე მათი საცნაურ-ჰყოფს, რამეთუ თანაედვა თაყუანის-ცემაჲ უფლისაჲ

1 მათ. 10,30.

და განკჳრვებაჲ დიდებულსა მას სასწაულსა ზედა, ხოლო იგინი ევედრებოდესო, რაჲთა წარვიდეს საზღვართაგან მათთა.

ხოლო რაჲსათჳს შთააშთვნეს ღორნი იგი ეშმაკთა? რამეთუ მარადის მოსწრაფე არიან, სადაცა მიეცეს ჴელმწიფებაჲ, შეწუხებად კაცთა, და ყოველთავე წარწყმედასა ზედა მოხარულ არიან, ვითარცა-იგი იობის საცხოვართა უყო ეშმაკმან, მიიღო რაჲ ღმრთისაგან მიშუებაჲ გამოსაცდელად მართლისა მის, და რაჲთა სირცხჳლი მიექცეს თავსა ეშმაკისასა. ეგრეთვე აქაცა, პოეს რაჲ მიშუებაჲ, განიხარეს წარწყმედასა მას ზედა ღორთასა. გარნა ეგრეთცა თჳსი იგი უკეთურებაჲ და უძლურებაჲ გამოაჩინეს, ვითარმედ არცა თუ ღორთა ზედა ძალ-უც თჳნიერ მიშუებისა ღმრთისა.

ხოლო ძალსა ამის საქმისასა უკუეთუ სულიერისაცა კერძო ვის ენებოს გულისჴმის-ყოფად, არარაჲ არს დამაყენებელ. რამეთუ ცხადი ძალი ამათ სიტყუათაჲ ესე არს, რომელ ვთქუ; ხოლო ჯერ-არს უწყებაჲ, ვითარმედ რომელნიცა კაცნი არიან ღორთა მიმსგავსებულ, ადვილად შეიწყნარებენ ეშმაკისა ბრძოლათა; და ვიდრემდის წესსა შინა და გონებასა კაცობრივსა ეგნენ, მძლე ექმნებიან ეშმაკთა, ხოლო ღორთა თუ მიემსგავსნენ, მაშინ არა თუ ოდენ ეშმაკეულ იქმნებიან, არამედ ზღუასაცა შთაიშთვებიან. და ამის სიტყჳსა ჭეშმარიტებაჲ, უკუეთუ ინებოს კაცად-კაცადმან, გულის-ჴმა-ყოს.

ხოლო ძლიერებასა მას თანა მეუფისასა იხილე სიმშჳდეცა და სულგრძელებაჲ მისი, რამეთუ ესევითარსა მას ქველისმოქმედებასა ზედა იტყოდეს რაჲ მკჳდრნი იგი მის ქუეყანისანი წარსლვად საზღვართა მათთაგან, არა წინააღუდგა, არამედ წარვიდა და განეშორა მათ, რომელთა-იგი თავნი თჳსნი უღირსად გამოაჩინნეს. ხოლო დაუტევნა მათ მასწავლელად განთავისუფლებულნი იგი ეშმაკთაგან და მწყემსნი იგი ღორთანი, რაჲ-თა მიუთხრობდენ, რაჲ-იგი თუალითა იხილეს, და ამხილებდენ უგულის-ჴმოებასა მათსა, რამეთუ ყოვლით კერძო იქადაგებოდა საკჳრველი იგი დიდებული.

სწავლაჲ კჱ ვითარმედ კაცი უფლებული ცოდვათაგან არარაჲთა განყოფილ არს ეშმაკეულისაგან

ხოლო აწცა იხილვების ესევითარი მრავალი, რამეთუ არიან აწცა ეშმაკეულნი მსგავსნი მათსა, რომელნი-იგი საფლავებსა შინა მკჳდრ იყვნეს, და ამათსაცა სიბორგილესა ვერარაჲ წინააღუდგების: არცა სწავლაჲ, არცა სიტყუანი წერილთანი, არცა სიმრავლე ერისაჲ, არცა შიში ღმრთისაჲ, არცა სირცხჳლი კაცთაჲ, არცა საკრველნი ბუნებისანი, არცა სხუაჲ რაჲ ესევითარი. გულისჴმა-ყავთღა: კაცი სიძვისმოყუარე და ტრფიალებული ჴორციელთა ვნებათა არარაჲთა განყოფილ არს ეშმაკეულთაგან, არამედ შიშუელი მიმოვალს; დაღაცათუ ხილულითა ამით სამოსლითა მოსილ არს, არამედ სულიერისა მის სამოსლისაგან შიშუელ არს; არა იყოფების სახლსა შინა, არამედ საფლავებსა, რამეთუ სულმყრალობაჲ იგი ბილწებათაჲ, რომელთა ეძიებს, უძჳრეს სულმყრალობისა მის სამარეთაჲსა არს; არა დაიკოდს თავსა თჳსსა ლოდითა, არამედ ბილწებითა ცოდვათაჲთა, რომელ-იგი უძჳრეს არს ყოვლისავე ლოდისა. ვინ უძლოს ესევითარისა მის შეკრვად? ვინ დააცხრვოს უშუერებისა მისგან და სიბორგილისა, რომელი არაოდეს არს გონებასა თჳსსა, არამედ საფლავებსა შინა იყოფების? განხეთქს საკრველთა მათ კრძალულებისათა და მთათა შინა იქცევის, უდაბნოთა საღმრთოჲსა წესისაგან. ჭეშმარიტად, უკუეთუ არა უფალმან მოხედნეს მას ზედა და განიოტნეს მის შორის დამკჳდრებულნი იგი ეშმაკნი, ძნელ არს კურნებაჲ მისი.

ეგრეთვე კუალად ვეცხლისმოყუარე და ანგაჰრი არა ყოვლისავე ეშმაკეულისა უძჳრეს არსა? რომლითა ვინ საკრველითა შეკრას იგი? რამეთუ მასცა განუგდიეს შიში ღმრთისაჲ და სირცხჳლი კაცთაჲ, არა იჴსენებს ჭირსა მას ჯოჯოხეთისასა, არა სწადის სასუფეველისათჳს ცათაჲსა, არა ჰრცხუენის რჩულთა მათგან ბუნებისათა, არამედ ყოველთავე საკრველთა ამათ განიყრის და, ვითარცა ეშმაკეული, მიმოეკუეთების, უფროჲსად უძჳრესცა მისსა არს, რამეთუ ეშმაკეული იგი დაღაცათუ კაცთაგან უკურნებელ იყო, არამედ ბრძანებასა მას მეუფისასა ძრწოლით დაემორჩილა, ხოლო ესე არცა მას ჰმორჩილობს. აჰა ესერა ესმის მარადღე ბრძანებაჲ მისი, ვითარ იტყჳს, ვითარმედ: „ვერ ჴელ-გეწიფების მონებად ღმრთისა და მამონაჲსა“,1 და გეჰენიისა შიშსა წინაუყოფს და საუკუნეთა მათ სატანჯველთა გულისჴმა-უყოფს, და ვეცხლისმოყუარებისაგან ძლეული იგი არა შეიგონებს. ამისთჳს ვთქუ, თუ უძჳრეს ეშმაკეულისა არს ესევითარი იგი. და მე ჯერმიჩნს მრავალთა ეშმაკეულთა თანა ყოფაჲ, ვიდრეღა ერთისა თანა ესევი-თარისა. და საცნაურ არს, ვითარმედ არა ვსცთები ამას სიტყუასა ზედა, რამეთუ ვეცხლისმოყუარენი ყოველთავე კაცთა მავნებელ არიან: აზნაურ-თა ისწრაფიან მონა-ყოფად, ობოლთა დაჰქენჯნიან, ქურივთა სტყუენვენ, გლახაკთა სძარცუვენ, მრავალნი სახლნი დაარღჳნეს, მრავალნი ქალაქნი შეაშფოთნეს. ხოლო ეშმაკეული თავსა ხოლო თჳსსა ავნებს და უფროჲსად ყოველთა მიერ წყალობისა ღირს არს, რამეთუ იძულებით შეემთხუევის ყოველივე იგი განსაცდელი და არა ნეფსით, ვითარცა მათ.

რომელთამცა ეშმაკეულთა ქმნეს ესევითარი ბოროტი, ვითარ ქმნა იუდა გარდარეული იგი ურჩულოებაჲ? და ყოველნივე, რომელნიცა მობა-ძავ მისსა არიან, მრავლითა ბოროტითა აღავსებენ სოფელთა და ქალაქთა. არიან მათ ზედაცა საკრველნი: შიში იგი მთავართაჲ, წესნი იგი რჩული-

1 მათ. 6,24.

სანი, ბრალობანი კაცთანი, სწავლანი წერილთანი; არამედ ყოველსა მას, უკუეთუ შეუძლონ, განჰხეთქენ და მიმოეკუეთებიან, ვითარცა განცოფებულნი. ამისთჳსცა რომელი ამის ვნებისაგან სრულიად უფლებულ იყოს, ვერარას ვჰპოებ მისისა სიბორგილისა სახესა. გარნა ვამსგავსებ კაცსა ვისმე ეშმაკისა მსგავსსა, რომლისა ხილვაჲ იყომცა შავ და უშუერ, ცეცხლი სცჳვინ თუალთა, და კუამლი საჴუმილისაჲ გამოვალნ საყნოსელთაგან, ორნივე ჴელნი მისნი ვეშაპნი იყვნიან გესლიანნი, და პირსა შინა მისსა კბილთა წილ მახჳლნი აღლესულნი განწყობილ იყვნიან, ხოლო ენისა წილ წყაროჲ გესლისა მაკუდინებელისაჲ აღმოეცენებინ; ხილვაჲ პირისა მისისაჲ არნ, ვითარცა ხილვაჲ ძაღლისა და მგლისაჲ შეერთებული; მუცელი მისი, ვითარცა საჴუმილი ცეცხლისაჲ, განმლეველ არნ ყოვლისავე, და ფერჴნი მისნი ალისა მსგავსად მსწრაფლ შემწუველ; ჴმაჲ მისი არა ჴმაჲ არნ კაცისაჲ, არამედ სასტიკი რაჲმე და საძაგელი ოხრაჲ; კაცისმჭამელ არნ იგი და უწყალოდ მომწყუედელ, ვინცა პოის. ნუუკუე საშინელად აღგიჩნდა სახე ესე? არამედ ვერვე გამომისახავს ჯეროვნად გონებაჲ იგი ანგაჰრისაჲ, არამედ ფრიად უძჳრეს არს ამისა: ყოველთავე სწადის შთანთქმად, ვითარცა ჯოჯოხეთსა; მბრძოლი არს ბუნებისა კაცობრივისაჲ; სწადინ, რაჲთამცა ყოველი მას აქუნდა; სურის, რაჲთამცა ქვანი და ძელნი ოქრო იქმნეს. და უკუეთუ გნებავს ცნობად, ვითარმედ ჭეშმარიტსა ვიტყჳ, გიჩუენამცა ვინ გონებაჲ მთავრისა ანგაჰრისაჲ, რომელსა ჴელმწიფებაჲ თანაშეეწევინ უკე-თურებისა მისისა გამოჩინებად, და იხილეთმცა ჭეშმარიტებაჲ სიტყუათა ჩემთაჲ. ესე ვნებაჲ რომელთაცა ეუფლოს, სრულიად განიყვანებს წესთაგან საღმრთოთა და ბუნებისაცა მბრძოლად გამოაჩინებს. არავის ჰრიდებნ ანგაჰრი, არცა თჳსსა, არცა მეგობარსა, არცა ძმასა, არცა თუ მშობელსა, რამეთუ მრავალგზის ძმათა მიმართ და მშობელთა და შვილთა მბრძოლად გამოჩნდეს ანგაჰრნი; მრავალთა შიშთვილ-იბესცა ამის ვნებისაგან ცნობამიღებულთა. ამისთჳს ჭეშმრიტ არს სიტყუაჲ ჩემი, ვითარმედ ფრიად უძჳრეს არს ეშმაკეულისასა ანგაჰრებისა მიერ და ვეცხლისმოყუარებისა უფლებული.

ხოლო რაჲ სთქუა მათთჳსცა, რომელთა მრისხანებაჲ, ანუ შური, ანუ ძჳრის-ჴსენებაჲ ეუფლოს? არა იგინიცა ეშმაკეულ არიანა და უძჳრესცა ეშმაკეულთასა? და რაჲთა არა ფრიად განმრავლდეს სიტყუაჲ ესე ჩემი, თქუენ დაგიტევებ გულისჴმის-ყოფად თითოეულისა ვნებისათჳს, ვითარ რომელიცა ვის სრულიად ეუფლოს, ცნობამიღებულ და ეშმაკეულ ჰყოფს. ამისთჳს თქუმულ არს, ვითარმედ: „რომლისაგანცა ძლეულ არს კაცი, მისდაცა დამონებულ არს“.1 აწ უკუე თითოეულისა ვნებისა ეშმაკი არს; რომელი იძლიოს და დაემონოს ეშმაკსა რომლისავე ვნებისასა, არა ეშმაკეულ არსა ესევითარი იგი?

1 შდრ. 2 პეტ. 2,19.

აწ უკუე ესე ყოველი, ძმანო, გულისჴმა-ვყოთ და ნუ ვიქმნებით მონა ვნებათა, არამედ აზნაურებაჲ იგი, რომელი ქრისტემან მოგუანიჭა, შევიტკბოთ და მას მხოლოსა ვჰმონოთ, რომელმან მიჴსნნა ჩუენ მონებისაგან ეშმაკისა; ვითარცა იტყჳს მოციქული პავლე, ვითარმედ: „მონანი ხართ, რომელსაცა ერჩით; გინა თუ ცოდვასა სიკუდილდ, ანუ მორჩილებად სიმართლისა“;1 და მერმე იტყჳს: „ვითარცა წარუდგინენით ასონი ეგე თქუენნი მონებად არაწმიდებასა და ურჩულოებასა ურჩულოებად, ეგრეცა აწ წარუდგინენით ასონი ეგე თქუენნი მონებად სიმართლესა სიწმიდედ“,2 და შემდგომი ამისი.

ამისთჳს, საყუარელნო, ვისწრაფოთ განთავისუფლებად მონებისაგან ვნებათაჲსა და ვჰმონოთ სიმართლესა, რაჲთა ამასცა სოფელსა სიწმიდით ვცხონდებოდით, და გამოგჳჩნდეს ნათელი მზისა მის სიმართლისაჲ და მკჳდრ ვიქმნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა, რომელთა ღირსმცა ვართ მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 რომ. 6,16. 2 რომ. 6,19.