...ულთაჲ, სხუამან წიგნი მამათაჲ, და კაცად-კაცადი აღაორძინებნ გულისჴმის-ყოფასა თჳსსა, აღიმაღლებნ გონებასა ხედვად ღმრთისა, განიცდინ ბუნებასა ხილულთა და უხილავთასა, ამაოებასა ამას საწუთროჲსასა და სიმტკიცესა მის საუკუნოჲსასა. ესრეთ იყვნიან სიტყუანი ღმრთისანი ტკბილ სასასა მათსა, უფროჲს თაფლისა პირსა მათსა. თაფლ მათდა არნ გულისჴმის-ყოფაჲ საღმრთოჲ, თაფლ გოლეულ, ფრიად საკჳრველ, უაღრეს თაფლისა მის, რომლითა უდაბნოს იოვანე იზარდებოდა. რამეთუ ამას თაფლსა არა ფუტკარნი იქმან ცუართაგან ზეცისათა და ყუავილთა ველისათა, არამედ მადლი სულისა წმიდისაჲ შეჰმზადებს სულთა შინა ღმრთისმოყუარეთასა. გნებავს თუ ხილვაჲ სიტკბოებისა და სურნელებისა თაფლისა მის, მიეახლე ნეტართა მათ და იხილო გამოუთქუმელი სიტკბოებაჲ და მიუთხრობელი სურნელებაჲ, რომელი გამოვალს პირით მათით. რამეთუ არარაჲ გამოვალს მათგან ბოროტისა სიტყუაჲ, ანუ ცუდადმეტყუელებაჲ, ანუ ძჳრის-ზრახვაჲ, არამედ ყოველი სიტყუაჲ მათი ღირს არს აღწერად წიგნთა შინა სულიერთა.
მსგავს არიან პირნი მათნი წყაროსა თაფლისასა, გინა თუ წყლისა ცხოელისასა; ხოლო პირნი სივერაგეთა სოფლისათა შექცეულთანი, მოკიცხართა და განმცხრომელთა და მემღერთა და ძჳრისმეტყუელთანი უკუეთუ ვინ მიამსგავსნეს მდინარესა მწჳრისასა, არა სცთების ყოვლადვე,...