„დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი“ ()1. სხვა: „გამარჯვების საგალობელი დავითისა.“ სხვა: „გამარჯვებისათვის.“
„ვიდრემდის, უფალო, დამივიწყებ მე სრულიად? ვიდრემდის გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან?“ (). სხვა: „სრულიად დამივიწყებ.“ სხვა: „დამიფარავ.“
„ვიდრე ვისთჳს დავისხნე ზრახვანი სულსა ჩემსა და სალმობანი გულსა ჩემსა დღე და ღამე?“ (). სხვა: „დავსახავ გულისზრახვებს.“ სხვა: „საზრუნავს გონებაში ჩემსა ყოველდღე.“
1. ღვთის მიტოვება და გულის განათლება
არც ეს არის მცირე სიკეთე — იმის შეგრძნება, რომ ღმერთმა დაგივიწყა. ოღონდ ნუ იფიქრებ, რომ დავიწყება ვნებაა; იგი მიტოვებას ნიშნავს. ბევრს, როცა ეს შეემთხვევა, თვით ესეც არ ესმის და არც გოდებს; ეს ნეტარი კი არა მხოლოდ ამას ხვდებოდა, არამედ ჟამსაც...