...ნ თქუა: „დავშუერი მე სულ-თქუმითა ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტო“; დაიპე გული შენი და ნუ სამოსელი შენი, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი; ღრმითა მოხადე უფალსა, რამეთუ იტყჳს: „ღრმითამო ვღაღადებ შენდამი, უფალო“; სიღრმეთაგან გულისათა ასმინე უფალსა ჴმაჲ შენი, საიდუმლო-ყავ ლოცვაჲ შენი. არა ხედავა, ვითარმედ წინაშე მეფისა ყოველნი მოწიწებით და დუმილით დგანან? შენცა წინაშე მეუფისა მის მეუფეთაჲსა მდგომარე ხარ, არა ქუეყანასა ზედა არს დგომაჲ ეგე შენი, არამედ ვითარცა ცათა შინა; ამისთჳს ფრიადი გიჴმს შენ წესიერებაჲ, ფრიადი შიში და ძრწოლაჲ, ანგელოზთა თანამოდასე ხარ, მთავარანგელოზთა თანაზიარ, ქერაბინთა და სერაბინთა გალობასა ჰგალობ. ესე ყოველნი განწყობილნი, რომელნი ვაჴსენენ, რომელთა თანა განწყობილ ხარ შენ, დიდითა კრძალულებითა და წესიერებითა დგანან, დიდითა შიში-თა და მოწიწებითა წმიდასა მას გალობასა ძლევისასა სანატრელითა მით ღაღადებითა უგალობენ ყოველთა ღმერთსა და მეუფესა.
ამათ უჴორცოთა ძალთა შეერთე, ძმაო, რაჟამს ილოცვიდე, და მათსა მას ჰბაძევდ წესიერებასა, რამეთუ შენცა არა კაცთა უგალობ და შეასხამ, არცა კაცთა ევედრები, არამედ ღმერთსა, რომელი ყოველგან არს...