მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 129:6

5. სახელისა შენისათჳს დაგითმე შენ, უფალო, დაუთმო სულმან ჩემმან სიტყუასა შენსა.6. ესავს სული ჩემი უფალსა საჴუმილავითგან განთიადისა მიმწუხრადმდე, საჴმილითგან განთიადისა ესევდინ ისრაჱლი უფალსა,7. რამეთუ უფლისა მიერ არს წყალობაჲ და მრავალ არს მის მიერ გამოჴსნა.
ფსალმუნნი თავი 129
6. ესავს სული ჩემი უფალსა საჴუმილავითგან განთიადისა მიმწუხრადმდე, საჴმილითგან განთიადისა ესევდინ ისრაჱლი უფალსა,
ფსალმუნი 129-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ღრმით ამოღაღად-ვყავ შენდამი, უფალო; უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა“ ().

1. გულის სიღრმიდან აღმავალი ლოცვა

რას ნიშნავს: „ღრმით“ ()? არა უბრალოდ პირიდან და არც უბრალოდ ენიდან, რადგან გონებაც რომ დახეტიალობდეს, სიტყვები მაინც იღვრება; არამედ უღრმესი გულიდან, დიდი გულმოდგინებითა და მოშურნეობით, თვით გონების სიღრმეებიდან. რადგან ასეთნი არიან შეჭირვებულთა სულები: ისინი მთელ გულს შეძრავენ, დიდი შემუსვრით უხმობენ ღმერთს და ამიტომაც ისმენებიან. რადგან ასეთ ლოცვებს დიდი ძალა აქვთ: არ დაირღვევიან და არ შეირყევიან, თუნდაც ეშმაკი დიდი იერიშით მოადგეს. რადგან როგორც ძლიერი ხე, რომელიც ფესვს მიწის დიდ სიღრმეში უშვებს და მის წიაღს მაგრად ეჭიდება, ქართა ყოველგვარ ქროლას უძლებს, ხოლო ზედაპირზე მდგარი, მცირე ნიავიც რომ დაეცეს, ირყევა და ფესვიანად ამოგლეჯილი მიწაზე...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის