...სნი, ვითარცა მგელნი არაბიაჲსნი“** (). კიდევ სხვა ამბობს: „არავინ არს გულისჴმისმყოფელ, არავინ არს გამომეძიებელ ღმრთისა; ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უჴმარ იქმნნეს“ (; ).
5. ჯვრის გამო გაფანტვა და ტყვეობა
მაშ, ამის სასწავლებლად გამოხვედით — ურცხვობის, უგუნურების, სიძვის, მრუშობების, მკვლელობებისა და ბოროტების ყოველი გზის? ნუთუ არ შეწყვეტთ, რომ გვაიძულებთ თქვენი ბოროტებები საჯაროდ გამოვიტანოთ? თქვენ, „აღღებულთა მუცლითგან“ და სიბერემდე დამოძღვრილნო (), თქვენ, ბრმებო, რომლებიც ერთმანეთს ორმოში აგდებთ. რადგან ამბობს: „ხოლო ბრმაჲ ბრმასა თუ წინაუძღჳნ, ორნივე მთხრებლსა შთაცჳვიან“ (). თქვენ, ვინც ყოველდღე წინასწარმეტყველებით სარგებლობდით და არასოდეს ხდებოდით უკეთესნი, სხვათა მოძღვრები უნდა ყოფილიყავით?...