მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 136:7

6. აექუნ ენაჲ ჩემი სასასა ჩემსა, არა თუ მოგიჴსენო შენ და არა თუ პირველ განგებელ-ვყო იერუსალჱმი, ვითარცა-იგი დასაბამსა მას სიხარულისა ჩემისასა.7. მოიჴსენენ, უფალო, ძენი ედომისნი და დღე იგი იერუსალჱმისა, რომელნი იტყოდეს: დაარღჳეთ, დაარღჳეთ მისაფუძვლადმდე მისა!8. ასულო ბაბილოვნისაო, უბადრუკო, ნეტარ არს, რომელმან მიგაგოს შენ მისაგებელი შენი, რომელ შენ მომაგე ჩუენ!
ფსალმუნნი თავი 136
7. მოიჴსენენ, უფალო, ძენი ედომისნი და დღე იგი იერუსალჱმისა, რომელნი იტყოდეს: დაარღჳეთ, დაარღჳეთ მისაფუძვლადმდე მისა!
ფსალმუნი 136-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით და ვტიროდით, რაჟამს მოვიჴსენეთ ჩუენ სიონი.“ ().

1. ტყვეობის გლოვა და იერუსალიმის ხსოვნა

დიდია ამ კაცთა მონატრება ქალაქისა, დიდია დაბრუნების წადილიც. რადგან, ვიდრე სიკეთეები ხელთ ჰქონდათ, ჭირვეულობასა და კადნიერებაში ატარებდნენ დროს; ხოლო როცა ამ სიკეთეებს მოაკლდნენ, მხოლოდ მაშინ მიეცნენ ნატვრას. სწორედ ამიტომ განდევნა ისინი ღმერთმა, რათა მათში უფრო დიდი მონატრება აღეძრა. ღმერთს ამის ქმნა მრავალ შემთხვევაში სჩვევია. რადგან, როცა მის სიკეთეებში ნებიერად ვცხოვრობთ და მათ ვერ ვაცნობიერებთ, იგი მათ მოკლებულ უდაბურებაში გვაყენებს, რათა მოკლებით გონს მოსულებმა კვლავ მათი ტკბობა მოვიძიოთ. და რის გამო ისხდნენ მდინარეთა პირას? რადგან ტყვეები იყვნენ და მტრული ქვეყნიდან იყვნენ წამოყვანილნი, კედლებსა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის