მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 140:5

4. ნუ მისდრეკ გულსა ჩემსა სიტყუათა მიმართ უკეთურებისათა მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა თანა, რომელნი იქმან უსჯულოებასა, და ნუმცა ზიარ ვარ მე რჩეულთა მათთა თანა.5. მსწავლოს მე მართალმან წყალობითა და მამხილოს მე; ზეთი ცოდვილისა ნუ განაპოხებნ თავსა ჩემსა და მერმე ნუცაღა ლოცვა ჩუენი ნებასა მათსა.6. დაინთქნეს მახლობელად კლდისა მსაჯულნი მათნი, ისმინენ სიტყუანი ჩემნი, რამეთუ ტკბილ არიან;
ფსალმუნნი თავი 140
5. მსწავლოს მე მართალმან წყალობითა და მამხილოს მე; ზეთი ცოდვილისა ნუ განაპოხებნ თავსა ჩემსა და მერმე ნუცაღა ლოცვა ჩუენი ნებასა მათსა.
ფსალმუნი 140-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„უფალო, ღაღად-ვყავ შენდამი; ისმინე ჩემი, მომხედენ ჴმასა ლოცვისა ჩემისასა“ ().

1.

ამ ფსალმუნის სიტყვები, შეიძლება ითქვას, ყველამ იცის და მთელი სიცოცხლის განმავლობაში გალობს; ხოლო ნათქვამის აზრი არ იცის. ეს კი მცირე ბრალდების საფუძველი როდია: ყოველდღე გალობენ, პირით სიტყვებს წარმოთქვამენ, მაგრამ სიტყვებში ჩადებული აზრების ძალის გამოკვლევას არ ცდილობენ. მაგრამ როცა ვინმე კამკამა და სუფთა წყალს ხედავს, ვერ მოითმენს, რომ არ მიუახლოვდეს, არ შეეხოს და არ დალიოს; და როცა ვინმე მუდამ შედის მდელოზე, ვერ დაითმენს, რომ ყვავილთაგან რამე არ მოკრიფოს და ისე გამოვიდეს. თქვენ კი ადრეული ასაკიდან უკიდურეს სიბერემდე ამ ფსალმუნს განუწყვეტლივ იმეორებთ, მხოლოდ სიტყვები იცით, ჩრდილით დაფარულ საუნჯესთან სხედხართ, დალუქულ ქისას ატარებთ, და ცნობისმოყვარეობამაც არავინ აღძრა, რომ გაეგო, რას ნიშნავს ნათქვამი; არ მოუძიებია, არ გამოუკვლევია. და მაინც არც ის შეიძლება...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის