მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 142:3

2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.3. რამეთუ დევნა მტერმამ სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსვა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ.4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.
ფსალმუნნი თავი 142
3. რამეთუ დევნა მტერმამ სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსვა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ.
ფსალმუნი 142-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა“ ().

1. ვედრების გზა და ღმრთის კაცთმოყვარეობა

ლოცვა არის სიტყვებით აღვლენილი ვედრებაც და არის აღთქმაც. ამიტომაც ერთი ბრძენი გვარიგებს და ამბობს: „ნუ გაიმეორებ სიტყვას შენს ლოცვაში“ ()1. ამ შეგონებასა და რჩევას ის იმიტომ კი არ გვაძლევს, რომ, როცა ღმერთს მივმართავთ და ვევედრებით, იგივე სიტყვები მეორედ აღარ ვთქვათ — შორს იყოს ასეთი აზრი! ჩვენ ხომ ნაბრძანები გვაქვს, ლოცვებში მოუკლებლად ვიდგეთ. არამედ გვასწავლის, რომ როცა ღმერთს რამეს აღვუთქვამთ, აღსრულება არ გადავდოთ, არამედ ვიჩქაროთ. ამიტომ სხვაგანაც ამბობს: „ნუ დააყოვნებ მის აღსრულებას“ ()2. <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის