მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 142:8

7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა.8. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.9. მიჴსენ მე მტერთა ჩემთაგან, რამეთუ შენ შეგევედრე.
ფსალმუნნი თავი 142
8. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

ფსალმუნი 142-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა“ ().

1. ვედრების გზა და ღმრთის კაცთმოყვარეობა

ლოცვა არის სიტყვებით აღვლენილი ვედრებაც და არის აღთქმაც. ამიტომაც ერთი ბრძენი გვარიგებს და ამბობს: „ნუ გაიმეორებ სიტყვას შენს ლოცვაში“ ()1. ამ შეგონებასა და რჩევას ის იმიტომ კი არ გვაძლევს, რომ, როცა ღმერთს მივმართავთ და ვევედრებით, იგივე სიტყვები მეორედ აღარ ვთქვათ — შორს იყოს ასეთი აზრი! ჩვენ ხომ ნაბრძანები გვაქვს, ლოცვებში მოუკლებლად ვიდგეთ. არამედ გვასწავლის, რომ როცა ღმერთს რამეს აღვუთქვამთ, აღსრულება არ გადავდოთ, არამედ ვიჩქაროთ. ამიტომ სხვაგანაც ამბობს: „ნუ დააყოვნებ მის აღსრულებას“ ()2. <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის