...თქუა: „თუალნი ყოველ-თანი შენ გესვენ, და შენ მოსცე საზრდელი მათი ჟამსა. აღამაღლო ჴელი შენი და ჰზრდიდე ყოველთავე სიტკბოებითა ნებისა შენისაჲთა“. და კუალად იტყჳს: „რომელმან მოსცის საზრდელი პირუტყუთა და მართუეთა ყორნისათა, რომელნი ხადიან სახელსა მისსა“; რაჲთა ესე ყოველი გუესმას და დავსცხრეთ ცუდთა მათ და მრავალთა ზრუნვათაგან, რომელთაგან არაჲ არს სარგებელი.
ხოლო მეტყჳან სულმოკლენი და ზრუნვისმოყუარენი, ვითარმედ: ვინ სადა იპოა, რომელიმცა არა ზრუნვიდა? არა გესმაა, რომელნი ზემო ვაჴსენენ: მოსე და ელია და იოვანე და სხუანი მრავალნი? არა ჰხედავა კუალად იაკობს, ვითარ მამულისა მის სახლისაგან შიშუელი განვიდა და იტყოდა: „უკუეთუ მომცეს უფალმან პური ჭამად და სამოსელი შემოსად”, რომელი-ესე არა ზრუნვისა სიტყუაჲ არს, არამედ ღმრთისაგან თხოჲსაჲ და მისისა სასოებისაჲ. ეგრეთვე მოციქულთა წარჰმართეს ესე სრულიად, რაჟამს ყოველივე დაუტევეს და არცა ერთი რაჲ ზრუნვაჲ იზრუნეს; ეგრეთვე სამ ათასთა მათ და ხუთ ათასთა და სხუათა მრავალთა, რომელნი სწავლასა მოციქულთასა შეუდგეს და ყოვლისავე მონაგებისა მათისაგან შიშუელნი განვიდეს და მიმოვიდოდეს სოფელსა შინა, ქადაგებდეს...