მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 147:15

14. რომელმან დასხნა საზღვარნი შენნი მშჳდობით და სიპოხითა იფქლისათა განგაძღო შენ,15. რომელმან მოავლინის სიტყუაჲ მისი ქუეყანად, და სწრაფით რბინ ბრძანებაჲ მისი;16. დადვის თოვლი, ვითარცა მატყლი, და ნისლი, ვითარცა ნაცარი მიჰფინის;
ფსალმუნნი თავი 147
15. რომელმან მოავლინის სიტყუაჲ მისი ქუეყანად, და სწრაფით რბინ ბრძანებაჲ მისი;
ფსალმუნი 147-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აქებდ, იერუსალჱმ, უფალსა, უგალობდ ღმერთსა შენსა, სიონ,“ ().

1. სიონის დაცვა მშვიდობა და საზრდო

თავის სიტყვას ქალაქისკენ კი არ მიმართავს, არამედ მის მკვიდრთაკენ; ასე იქცევა მთელ წიგნში და იმავეს აკეთებს აქაც. განუწყვეტლივ შეაგონებს და ურჩევს, რომ კეთილმოქმედებათა გამო მადლობა ღმერთს აღუვლინონ და ნდობა არც ნაგებობებზე დაამყარონ, არც ზღუდეთა სიმტკიცეზე, არამედ მის განგებას მიენდონ. როცა ეს აზრი წინასწარ მოამზადა, შემდეგ დასძენს და ამბობს: „რამეთუ განაძლიერნა მოქლონნი ბჭეთა შენთანი და აკურთხნა შვილნი შენნი შენ თანა,“ (). რას ნიშნავს: „განაძლიერნა მოქლონნი“ ()? უსაფრთხოდ დაგაყენა, ამბობს იგი, და დაუმარცხებლად გაქცია. „აკურთხნა შვილნი შენნი“ (<span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის