მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 148:12

11. მეფენი ქუეყანისანი და ყოველნი ერნი, მთავარნი და ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი;12. ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა;13. იქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ ამაღლდა სახელი მისი მხოლოსა; და აღსარებაჲ მისი ზეცასა და ქუეყანასა.
ფსალმუნნი თავი 148
12. ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა;
ფსალმუნი 148-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა. აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი“ ().

1. ზეცისა და ქმნილების საერთო ქება

წმინდანებს, დიდი მადლიერების გამო, ასეთი ჩვეულება აქვთ: როცა ღმრთისადმი მადლობის აღვლენას აპირებენ, მრავალს უხმობენ ქების თანამოზიარეებად და სთხოვენ, მათთან ერთად შეეწიონ ამ კეთილ მსახურებას. ესვე გააკეთა სამმა ყრმამაც: როცა სახმილში იყვნენ, მთელ ქმნილებას მოუწოდეს, მათთვის აღსრულებული კეთილისყოფის ქებასა და ღვთის გალობაში ჩართულიყო. ამასვე აკეთებს აქ მეფსალმუნეც: ორივე სამყაროს უხმობს, ზემოსა და ქვემოს, გრძნობადსა და გონებით საწვდომს. ესვე ჩანს წინასწარმეტყველ ესაიასთანაც, როცა ამბობს: „იხარებდით ცანი და იშუებდით ქუეყანა“, „რამეთუ შეიწყალა ღმერთმან ერი თჳსი“ (). და თვითონ ეს მეფსალმუნეც კვლავ იმავეს აკეთებს, როცა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის