...ლსა მას და ღრუბელსა. და ვითარცა კუამლი საჴუმილისაჲ აღვიდოდა ნისლი იგი და ღრუბელი, და ქუხილი იყო და ელვაჲ და ჴმაჲ სასტიკებისაჲ“. ; (19,16,18) და კუალად წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს რისხვისა მისისათჳს, ვითარმედ: „ბნელისა წყალნი ღრუბელთა შინა ჰაერისათა“. ხოლო აქა ვინაჲთგან არა შეშინებაჲ ენება, არამედ სწავლად მოციქულთა და უწყებად ჭეშმარიტებისა, ამისთჳს ღრუბელი ნათლისაჲ ჰფარვიდა. და ძუელსა მას შინა ნისლი იყო და არმური, ხოლო აქა - ნათელი თუალთშეუდგამი და ჴმაჲ სიხარულისაჲ.
პეტრე იტყოდა, ვითარმედ: „ვქმნეთ სამ ტალავარ“, ხოლო ღმერთმან ღრუბელი ნათლისა - ტალავარი ჴელითუქმნელი - მოჰფინა და ძე იგი საყუარელი წამა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ“.
ხოლო ჴმაჲ ესე რაჲ ისმა, რაჲთა არა საგონებელ იქმნას, ნუუკუე სხჳსა ვისმე მათგანისა იყო ჴმაჲ იგი, არამედ ცნან მოწაფეთა, ვითარმედ ქრისტესთჳს არს, ამისთჳს მოწევნასა მას ჴმისასა მოსე და ელია უჩინო იქმნეს, და უფალი ჩუენი იესუ ქრისტე მხოლოჲ იხილვა, და ჴმაჲ იგი ღა-ღადებდა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ“. ვინაჲთგან პირველცა გამოუცხადა პეტრეს უხილავად მამამან ძე იგი საყუარელი და თანაარს...