მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 17:14

13. ბრწყინვალებითა მისითა მის წინაშე ღრუბელნი წარვიდეს, სეტყუა და ნაბერწყალი ცეცხლისა.14. და ქუხდა უფალი ცით გამო და მაღალმან მოსცა ჴმაჲ თჳსი.15. მიავლინნა ისარნი და განაბნინა იგინი და ელვანი განამრავლნა და შეაძრწუნნა იგინი.
ფსალმუნნი თავი 17
14. და ქუხდა უფალი ცით გამო და მაღალმან მოსცა ჴმაჲ თჳსი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა მოსე მოგცა თქუენ პური ზეცით, არამედ მამამან ჩემმან მოგცა თქუენ პური ჭეშმარიტი ზეცით“ (6,32).:

...ხოლო აწ აქა მამასა აჴსენებს, რაჲთა სცნა შენ, თუ რაზომ იყო სამარიტელისა მის სარწმუნოებაჲ, და რაზომ იყო ჰურიათა მათ უძლურებაჲ. ხოლო მანანაჲ ვინაჲთგან ღრუბელთაჲთ იყო და არა ზეცით, ვითარ ზეცისად ეწოდების? გარნა ვითარცა „მფრინველნი ცისანი“ ითქუმიან, რომელნი-იგი ჰაერთა შინა ფრინვენ, და „ქუხდა უფალი ცით გამო“, ეგრეთვე არს ესე. ხოლო „პურად ჭეშმარიტად“ უწესს მას, არა თუ რამეთუ ტყუვილ იყო საკჳრველებაჲ იგი მანანაჲსაჲ, არამედ რამეთუ სახჱ იყო ჭეშმარიტებისა მომასწავებელი და არა თჳთ ჭეშმარიტება. ხოლო მოსე რაჲ აჴსენა, არა თავი თჳსი თქუა ნაცვალად მისა, რამეთუ არღა პატივს-სცემდეს მას უფროჲს მოსჱსა, არამედ ჯერეთ მისთჳს უმეტესი დიდებაჲ აქუნდა. ამისთჳსცა, თქუა რაჲ, ვითარმედ: „არა მოსე მოგცა?“ არა შესძინა, თუ: მე მოგცემ, არამედ მის წილ მამასა იტყჳს მომცემელად. არამედ მათ ესმა რაჲ, თქუეს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მომეც ჩუენ პური ესე ჭამად“ (6,34).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ხილულსა რასმე საქმესა ჰგონებდეს ყოფად და მუცლისა აღმოვსებად მოელოდეს და ამისთჳს ადრე მირბიოდეს საქმისა მის მიმართ, ხოლო ქრისტესა ენება გონებათა მათთა სიმაღლედ აღყვანებად მცირედ-მცირედ. ამისთჳსცა თქუა, ვითარმედ: „პური ღმრთისაჲ არს, რომელი მომავალ არს ზეცით და ცხორებასა მოსცემს სოფელს...

სრულად ნახვა