მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მე

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ჰრქუეს მას: რაჲ ვყოთ, რაჲთა ვიქმოდით საქმესა ღმრთისასა? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ესე არს საქმჱ ღმრთისაჲ, რაჲთა გრწმენეს, რომელი-იგი მოავლინა მან. და მათ ჰრქუეს: რასა სასწაულსა იქმ, რაჲთა ვიხილოთ და გურწმენეს შენი? რასა იქმ?“ (6,28-30).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს უბოროტეს ნაყროვანებისა. ესე ზრქელჰყოფს გონებასა, ესე ჴორც-ჰყოფს სულსა, ესე დააბრმობს და არა უტევებს ზეახილვად. იხილეთ უკუე, ვითარ იქმნა ჰურიათაცა ზედა, რამეთუ ვინაჲთგან ნაყროვანებისა მიმართ მოსწრაფე იყვნეს და ყოვლითურთ სოფლისმოყუარე და არარას გულისხმა-ჰყოფდეს სულიერსა, ამისთჳს მრავალთა სიტყუათა ეტყოდა მათ ქრისტე სამხილებელად და შესარცხჳნებელად მათა, და არავე აღდგებოდეს, არამედ ჯერეთ ქუემდებარე იყვნეს. რამეთუ ჰრქუა მათ, ვითარმედ: „მეძიებთ მე, არა თუ რამეთუ იხილნეთ სასწაულნი, არამედ რამეთუ შჭამეთ პურთა მათგან და განსძეღით“.1 და მოწყლნა იგინი მხილებითა მით, უჩუენა, თუ ვითარისა საზრდელისა ჯერ-არს ძიებაჲ, რაჟამს-იგი ჰრქუა მათ, ვითარმედ: „იქმოდეთ ნუ საზრდელსა წარსაწყმედელსა, არამედ საზრდელსა, რომელი ჰგიეს ცხორებად საუკუნოდ“.2 და წინააღმდგომი იგი მათი განკურნა, თქუა რაჲ, ვითარმედ: „ამას მამამან დაჰბეჭდა“. ხოლო იხილეთ მათი იგი უგულისხმოებაჲ: ვითარმცა არარაჲ ასმიოდა მისგან, ესრეთ ეტყოდეს მას, ვითარმედ: „რაჲ ვყოთ, რაჲთა ვიქმოდით საქმესა ღმრთისასა?“ ხოლო ამას იტყოდეს, არა თუ რაჲთამცა ისწავეს და ქმნესმცა კეთილი; რამეთუ ამას შემდგომნი იგი სიტყუანი აჩუენებენ, რომელ არა ამისთჳს ჰკითხვიდეს, რაჲთამცა ისწავეს და ქმნეს, არამედ ამისთჳს, რაჲთამცა კუალად მოიყვანეს იგი მიცემად საზრდელისა და განძღომად მათა. ხოლო უფალმან, იხილე, ვითარ მიუგო:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე არს საქმჱ ღმრთისაჲ, რაჲთა გრწმენეს, რომელი-იგი მოავლინა მან. და მათ ჰრქუეს მას: რასა სასწაულსა იქმ, რაჲთა ვიხილოთ და გურწმენეს? მამანი ჩუენნი ჭამდეს მანანასა უდაბნოსა ზედა“ (6,29-31).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს უუგუნურეს მათისა, არცა უპირუტყუჱს, რამეთუ სასწაული იგი ჴელთაღა შინა მათთა იყო, და ვითარმცა არარაჲ ექმნა, ესრეთ ეტყოდეს, ვითარმედ: „რასა სასწაულსა იქმ?“ და ჰკითხეს რაჲ, კითხვისა მისცა, სასწაულისა მის არავე უფალ-ყვეს, არამედ ჰგონებდეს ჭირად შთაგდებასა მისსა, და რაჲთამცა არარაჲ იქმნა სხუაჲ, გარნა ვითარ-იგი იქმნა მამათა ზედა მათთა, ამისთჳსცა ეტყჳან:

1 იოან. 6,26. 2 იოან. 6,27.

„მამათა ჩუენთა ჭამეს მანანაჲ უდაბნოს“, რამეთუ ჰგონებდეს, რაჲთამცა სიტყჳთა ამით დაარწმუნეს მასცა ესევითარისა სასწაულისა ქმნად და სურვილადმცა საქმისა მის მოიყვანეს იგი, რაჲთა გამოზარდნეს იგინი ჴორციელად. რამეთუ რაჲსათჳს არა თქუეს სხუაჲ რაჲმე საკჳრველებათა მათ პირველთაგანი, რომელ-იგი მრავალ არიან, ვითარ იგი საკჳრველნი, რომელ იქმნნეს ეგჳპტეს შინა და კუალად ზღუასა ზედა მეწამულსა, არამედ დაუტევეს ყოველივე და მანანაჲ აჴსენეს? გარნა ამისთჳს, რამეთუ ნაყროვანნი იყვნეს, და რომლისა მიერ იქმნებოდა აღმოვსებაჲ მუცლისაჲ, მას ეძიებდეს, რამეთუ მონა იყვნეს მუცლისა. ანუ ვითარ თქუენ, რომელნი-ეგე წინაჲსწარმეტყუელით ჰხადოდეთ მას, რაჟამს იხილეთ სასწაული იგი და მეფედ გენება დასუმაჲ, აწ ესრეთ უმადლო და უკე-თურ იქმნენით, ვითარმცა არცა ერთი რაჲ გეხილვა მის მიერ სასწაული? და სასწაულსა ითხოვთ ნაყროვანებისა სახესა, და საკჳრველ არს წინაშე თქუენსა მანანაჲ და არა საზრდელი სულისაჲ.

და იხილეთ საქმჱ იგი მათი: არა თქუეს, თუ: მოსე ესე სასწაული ქმნა, შენ რასა იქმ? რამეთუ ჰგონებდეს განრისხებად მისა. არამედ ჯერეთ პატივით ეტყჳან მას მოლოდებითა მით სანოვაგისაჲთა; და არა ესრეთ იტყჳან, თუ: ღმერთმან ესე ქმნა, შენ რასა იქმ? რაჲთამცა არა შეასწორეს იგი ღმერთსა, არცა მოსე მოიყვანეს შორის, რაჲთა არა დამდაბლებად შეჰრაცხოს, არამედ შორის დააწესეს იგი და თქუეს, ვი-თარმედ: „მამანი ჩუენნი ჭამდეს მანანასა უდაბნოს“; და კეთილ იყო, დაღაცათუმცა ეთქუა, ვითარმედ: უმეტეს მოსჱსა ვქმენ მე საკჳრველი, რომელმან არცა კუერთხი ვიჴმარე, არცა ლოცვაჲ საჴმარ არს ჩემდა, არამედ ყოველსავე ვიქმ, ვინებო რაჲ. უკუეთუ კულა მანანასა იტყჳთ, აჰა ესერა პური მიგცე თქუენ; არამედ ერთი ოდენ მოსწრაფებაჲ იყო მისი, რაჲთამცა სულიერისა მის საზრდელისა სურვილად მოიყვანნა. და იხილე უზომოჲ იგი სიბრძნჱ მისი, ვითარ მიუგებს მათ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა მოსე მოგცა თქუენ პური ზეცით, არამედ მამამან ჩემმან მოგცა თქუენ პური ჭეშმარიტი ზეცით“ (6,32).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ რაჲსათჳს არა თქუა, ვითარმედ: არა მოსე მოგცა თქუენ, არამედ მე, არამედ მოსჱს წილ ღმერთი და მანანაჲსა წილ თავი თჳსი თქუა? ამისთჳს, რამეთუ ფრიადი იყო უძლურებაჲ იგი მათი, და ესე საცნაურ არს შემდგომთა მათგან სიტყუათა, რამეთუ ესრეთცა თქუა, და ეგრეთცა ვერვე დაიმჭირნა, დაღაცათუ პირველვე ეთქუა მათა, ვითარმედ: „მეძიებთ მე, არა თუ რამეთუ იხილენით სასწაულნი, არამედ რამეთუ შჭამეთ პურთაგან და განსძეღით“. და ამის პირისათჳს შემდგომად ამისაცა ასწავა და ვერცა ეგრეთ განაყენნა გულისსიტყჳსა მისგან. არამედ რაჟამს სამარიტელსა აღუთქუმიდა მიცემად წყლისა, არა აჴსენა მამაჲ, არამედ თქუა, ვითარმედ: „უკუეთუმცა იცოდე ნიჭი ღმრთისაჲ და თუ ვინ არს, რომელი გეტყჳს: მომეც მე წყალი, რაჲთა ვსუა, შენმცა სთხოვე მას, და გცამცა წყალი იგი ცხოველი“.1 და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „წყალი, რომელი მე მივსცე“.2 ხოლო აწ აქა მამასა აჴსენებს, რაჲთა სცნა შენ, თუ რაზომ იყო სამარიტელისა მის სარწმუნოებაჲ, და რაზომ იყო ჰურიათა მათ უძლურებაჲ. ხოლო მანანაჲ ვინაჲთგან ღრუბელთაჲთ იყო და არა ზეცით, ვითარ ზეცისად ეწოდების? გარნა ვითარცა „მფრინველნი ცისანი“ ითქუმიან, რომელნი-იგი ჰაერთა შინა ფრინვენ, და „ქუხდა უფალი ცით გამო“,3 ეგრეთვე არს ესე. ხოლო „პურად ჭეშმარიტად“ უწესს მას, არა თუ რამეთუ ტყუვილ იყო საკჳრველებაჲ იგი მანანაჲსაჲ, არამედ რამეთუ სახჱ იყო ჭეშმარიტებისა მომასწავებელი და არა თჳთ ჭეშმარიტება. ხოლო მოსე რაჲ აჴსენა, არა თავი თჳსი თქუა ნაცვალად მისა, რამეთუ არღა პატივს-სცემდეს მას უფროჲს მოსჱსა, არამედ ჯერეთ მისთჳს უმეტესი დიდებაჲ აქუნდა. ამისთჳსცა, თქუა რაჲ, ვითარმედ: „არა მოსე მოგცა?“ არა შესძინა, თუ: მე მოგცემ, არამედ მის წილ მამასა იტყჳს მომცემელად. არამედ მათ ესმა რაჲ, თქუეს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მომეც ჩუენ პური ესე ჭამად“ (6,34).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ხილულსა რასმე საქმესა ჰგონებდეს ყოფად და მუცლისა აღმოვსებად მოელოდეს და ამისთჳს ადრე მირბიოდეს საქმისა მის მიმართ, ხოლო ქრისტესა ენება გონებათა მათთა სიმაღლედ აღყვანებად მცირედ-მცირედ. ამისთჳსცა თქუა, ვითარმედ: „პური ღმრთისაჲ არს, რომელი მომავალ არს ზეცით და ცხორებასა მოსცემს სოფელსა“ (6,33), არა ჰურიასტანსა ოდენ, არამედ ყოველსა სოფელსა. და არა თქუა, თუ: საზრდელი, ოდენ ესრეთ ლიტონად, არამედ „ცხორებად“ უცხოდ და დიდებულად უწოდა; ხოლო „ცხორებად“ უწესს მას, რამეთუ მის მიერ განცხოველდეს ყოველნი კაცნი, რომელნი-იგი პირველ მომკუდარ იყვნეს. არამედ ჯერეთ იგინი ქუე დადრეკილ იყვნეს გონები-თა და ეტყოდეს, ვითარმედ: „მომეც ჩუენ პური ესე“; და თავადსა ენება მხილებად მათა, თუ ვითარ, ვიდრემდის ხილული ეგონა საზრდელი იგი, ეძიებდეს მას, და რაჟამს ცნეს, თუ სულიერი არს და უხილავი, არღარა. ამისთჳს ჰრქუა მათ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე ვარ პური ცხორებისაჲ. რომელი მოვიდეს ჩემდა, არა ჰშიოდის, და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, არასადა სწყუროდის. არამედ გარქუ თქუენ: მიხილეთ და არა გრწამს“ (6,35-36).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთვე იოვანეცა ქმნა, პირველ იტყოდა რაჲ, ვი-თარმედ: „რომელი იცის, იტყჳს, და რომელი იხილა, წამებს, და წამებასა მისსა არავინ მიიღებს“.4 და კუალად იგი თავადი იტყჳს, ვითარმედ: „რომელი ვიცით, ვიტყჳთ, და რომელი ვიხილეთ, ვწამებთ, და არა გრწამს

1 იოან. 4,10. 2 იოან. 4,14. 3 ფსალმ. 17,14. 4 შდრ. იოან. 3,32.

ჩემი“.1 ხოლო ამას იქმოდა, რაჲთამცა უჩუენა პირველვე, ვითარმედ ვერარაჲ საქმჱ შემძლებელ არს აღშფოთებად მისა, არცა ჰსურის დიდებისათჳს კაცობრივისა, არცა უმეცარ არს დაფარულთა გონებისათა, არცა ყოფადთა და მომავალთა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე ვარ პური ცხორებისაჲ“ (6,35).

თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა საიდუმლოთა მაღალთა ეგულების, რაჲ-თამცა გულისხმის-ყოფად მოიყვანნა, და პირველ ღმრთეებისა მისისათჳს იტყჳს, ვითარმედ: „მე ვარ პური ცხორებისაჲ“. რამეთუ ესე არა უხრწნელისა მის ჴორცისა მისისათჳს თქუმულ არს, რამეთუ მისთჳს ქუემორე იტყჳს, ვითარმედ: „პური, რომელი მე მოგცე, ჴორცი ჩემი არს“.2 გარნა აწ ჯერეთ ღმრთეებისათჳს იტყჳს. რამეთუ იგი სიტყჳსა მისთჳს ღმრთისა პურ არს, ვითარცა პური ესე შესაწირავისაჲ სულისა მისთჳს მის ზედა მომავალისა პურ ზეცისა იქმნების. ხოლო აქა არა იჴმარებს მოწამეთა, ვითარ-იგი პირველსა მას სწავლასა ქმნა, რამეთუ აქუნდა მოწამედ საქმჱ იგი პურთაჲ მათ, და რამეთუ ჯერეთ იჩემებდეს სარწმუნოებასა, ხოლო მუნ დრტჳნვიდეს და სიტყუას-უგებდეს. ამისთჳს აქა განჩინებასა იქმს. და იგინი ვინაჲთგან მოელოდეს ნუკევისა ჴორციელისა პოვნად, ამისთჳს არა შფოთ იყვნეს, ვიდრემდის შემდგომად ამისა წარიკუეთეს სასოებაჲ. და ეგრეთცა არავე დაიდუმა მან, არამედ მრავალთა მხილებისა სიტყუა-თა ეტყოდა, რამეთუ რომელნი-იგი ჭამდეს რაჲ პურთა მათ და წინაჲსწარმეტყუელით ჰხადოდეს მას, აქა დაბრკოლდებიან და ძედ ხუროჲსა უწოდენ. არამედ რაჟამს პურნი იგი მიიხუნეს, არა ესრეთ იქმოდეს მა-შინ, გარნა იტყოდეს, ვითარმედ: „ესე არს წინაჲსწარმეტყუელი“,3 და ენება მისი მეფობაჲ, ხოლო აქა იჩემებენ განრისხებასა სიტყჳსა მისთჳს, რომელ თქუა, თუ: „ზეცით მოსრულ ვარ“.4 არამედ ჭეშმარიტი მიზეზი განრისხებისა მათისაჲ არა ესე იყო, გარნა იგი, რომელ არა მოელოდეს ჴორციელისა ტაბლისა ხილვად, რამეთუ უკუეთუმცა ჭეშმარიტად მისთჳს დაბრკოლდებოდეს, უჴმდა კითხვად, თუ ვითარ არს პური ცხორებისაჲ? ანუ ვითარ მოსრულ არს ზეცით? გარნა აწ ამას არა იქმან, არამედ ოდენ დრტჳნვენ. და ვითარმედ არა ესე იყო დამაბრკოლებელ მათა, რომელ თქუა, თუ: „ზეცით მოსრულ ვარ“, ამის მიერ საცნაურ არს, რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „მამაჲ ჩემი მიგცემს თქუენ პურსა“, არა ჰრქუეს მას, ვითარმედ: ევედრე, რაჲთა მოგუცეს, არამედ: „მოგუეც პური ესე“; და მას არა ეთქუა, თუ: მე მიგცემ, არამედ: „მამაჲ ჩემი მოგცემსო“.

ხოლო მათ გულისთქუმისა მისთჳს ჭამადისა მის იგი შეჰრაცხეს მომცემელად საზრდელისა მის და შემძლებელად ამის საქმისა. და

1 იოან. 3,11. 2 იოან. 6,51. 3 იოან. 6,14. 4 შდრ. იოან. 6,41.

რომელთა იგი აქუნდა შემძლებელად მოცემად ესევითარი იგი პური, ვი-თარმცა დაბრკოლებულ იყვნეს უკუანაჲსკნელ, და უფროჲსად, რაჟამსიგი ესმა მისგან, ვითარმედ: „მამაჲ მოგცემს“? რაჲ არს უკუე მიზეზი მათისა მის დაბრკოლებისაჲ? გარნა ესე, რამეთუ ესმა რაჲ, ვითარმედ არა ჴორციელად იქმნების ჭამაჲ მისი, ამისთჳს დაბრკოლდეს და ურწმუნო იქმნეს, და ურწმუნოებისა მათისა საბურავად მოიღებენ სიმაღლესა მას მის სიტყჳსასა. ამისთჳს ეტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიხილეთ და არა გრწამს“ (6,36).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და ხილვად უწოდა, ერთად, სასწაულთა მათ, რომელნი ქმნნა წინაშე მათსა, და მეორედ, წამებასა მას წერილთასა, რამეთუ იგინი არიანო, რომელნი წამებენ ჩემთჳს, და ვითარმედ: „მოვედ სახელითა მამისაჲთა, და არა შემიწყნარებთ მე“.1 „ვითარ შეუძლოთ რწმუნებად, რომელნი დიდებასა კაცთაგან მიიღებთ?“2

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველი, რომელი მომცეს მე მამამან, ჩემდა მოვიდეს; და რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე“ (6,37).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე, ვითარ ყოველსავე იქმს ცხოვნებად მათა, რამეთუ ამისთჳს შესძინა ესე სიტყუაჲ, რაჲთა არა შეირაცხოს ამაოჲსა მეტყუელად. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ იგი, რომელსა იტყჳს, თუ: „ყოველი, რომელი მომცეს მე მამამან, ჩემდა მოვიდეს“, და ვითარმედ: „აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა“?3 რამეთუ რაჲსათჳს ზოგადსა მას ყოველთა აღდგომასა, რომელსა უშჯულონიცა მიიღებენ, ვითარცა დიდსა რასმე ნიჭსა, აჴსენებს მიცემად მორწმუნეთა მისთა? ამისთჳს, რამეთუ არა ესრეთ ლიტონსა აღდგომასა აჴსენებს, არამედ ესევითარსა აღდგომასა. რამეთუ პირველ თქუა, ვითარმედ: „არა განვაძო იგი“, და ვითარმედ: „არა წარვწყმიდო“, და მერმეღა თქუა, ვი-თარმედ: „აღვადგინო იგი“, რამეთუ აღდგომასა მას რომელნიმე განვარდებიან, ვითარცა თქუმულ არს, ვითარმედ: „განჴადეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა“,4 და კუალად რომელნიმე წარწყმდებიან, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „გეშინოდენ მისგან, რომელსა ძალ-უც სულისაცა და ჴორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა“.5 და კუალად სიტყუაჲ იგი, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „მე ცხორებასა საუკუნესა მივსცემ“,6 ამასვე მოასწავებს, და ვითარმედ: „გამოვიდენ მოქმედნი კეთილისანი აღდგომად ცხორებისად და მოქმედნი ბოროტისანი აღდგომად წარწყმედისა“.7 აქაცა უკუე ესე აღდგომაჲ თქუა კეთილისაჲ, ვითარმედ: „აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა“ აღდგომითა მით კეთილითა და არა დასაშჯელითა.

1 იოან. 5,43. 2 შდრ. იოან. 5,44. 3 შდრ. იოან. 6, 39,40,44,54. 4 მათ. 22,13; 25,30. 5 მათ. 10,28; შდრ. ლუკ. 12,5. 6 იოან. 10,28. 7 იოან. 5,29.

ხოლო რასა მოასწავებს სიტყჳთა მით, რომელ თქუა, ვითარმედ: „ყოველი, რომელი მომცეს მე მამამან, ჩემდა მოვიდეს“? ამხილებს სიტყჳთა ამით ურწმუნოებასა მათსა და აჩუენებს, ვითარმედ რომელსა მისი არა ჰრწმენეს, იგი ნებასა მამისასა გარდავალს. გარნა ესრეთ განცხადებულად არა თქუა ესე, არამედ იგავითრე, და დაფარულად ყოველთაგან იქმს, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ რომელნი ურწმუნო მისა არიან, იგინი არა მას ოდენ, არამედ მამასაცა განარისხებენ. რამეთუ უკუეთუ ნებაჲ მისი ესე არს, რაჲთა აცხოვნნეს კაცნი, და ამისთჳს მოსრულ არს, რომელთა არა ჰრწმენეს, იგინი ნებასა მისსა გარდაჰჴდებიან, ესე იგი არს, ვითარმედ: რაჟამს მამაჲ უძღოდის ჩემდა მოსლვად, არღარაჲ არს დამაყენებელ მოსლვად; და სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „ვერვის ძალ-უც მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა მამამან მოიყვანოს იგი“.1 ხოლო მოციქული პავლე იტყჳს, ვითარმედ: იგი მისცემს მამასა, რამეთუ „რა-ჟამს მისცესო მეუფებაჲ ღმერთსა და მამასა“.2 ვითარცა უკუე მამაჲ რაჲ მოსცემდეს, არა თუ რომელსა-იგი მას მოსცემს, თავისაგან თჳსისა გამოაჴუებს და მას მისცემს, ხოლო თჳთ არღარა აქუს იგი. ნუ იყოფინ! ეგრეთვე რაჟამს ძჱ მისცემდეს მამასა მეუფებასა, არა თუ თავსა თჳსსა მეუფებისა მისგან გამოიყვანებს, - ნუ იყოფინ! - არამედ ითქუმის მიცემად ამისთჳს, რამეთუ მის მიერ ვპოვეთ მისლვაჲ და შეწყნარებაჲ მამისაჲ, და მან შეგუწირნა მისა.

ხოლო რომლისამიერობაჲ ესე მამისათჳსცა ითქუმის, ვითარცა-იგი თქუმულ არს, ვითარმედ: „რომლისა მიერ იწოდენით ზიარებად ძისა მისისა და ნებითა მამისაჲთა“.3 და კუალად იტყჳს: „ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ძეო იონაჲსო, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს“.4 ხოლო რომელსა ესე მოასწავებს, ესე არს, ვითარმედ: არა ესრეთ უნდოჲ საქმჱ არს ჩემდა მომართ სარწმუნოებაჲ, არამედ ზეცით შეწევნაჲ და ძალი უჴმს. და ამას ყოველსა მას შინა სიტყუასა თჳსსა დაამტკიცებს, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ სული ახოვანი უჴმს და ღმრთისა მიერ მოცემული ლმობიერებაჲ ამას სარწმუნოებასა. არამედ ნუუკუე თქუას ვინმე, ვითარმედ: უკუეთუ ყოველი, რომელი მოგცეს მამამან, შენდა მოვალს, და რომელნი მან მოიყვანნეს, და უკუეთუ ვერვის ძალ-უც შენდა მოსლვად, არა თუ მოცემულ იყოს მისა ზეცით, მაშა იგინი სადმე, რომელნი არა მოიყვანნეს მამამან, გარეგან არიანა ყოვლისავე ბრალისა? გარნა ესევითარნი სიტყუანი არიან ამაონი და ცუდნი. ხოლო ჩუენიცა ნებაჲ და მოსწრაფებაჲცა საჴმარ არს, რამეთუ მიღებაჲ სწავლისაჲ და რწმუნებაჲ ნებისაგან იქმნების. ხოლო აქა სიტყჳთა ამით, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „ყოველი, რომელი მომცეს მე მამამან“, არარას სხუასა მოასწავებს,

1 იოან. 6,44. 2 1 კორ. 15,24. 3 შდრ. 1 კორ. 1,9. 4 მათ. 16,17.

გარნა ამას, ვითარმედ: არა მცირჱ საქმჱ არს ჩემდა მომართ სარწმუნოებაჲ, არცა კაცობრივითა გულისსიტყჳთა საქმარი, არამედ ზეცით უჴმს გამოცხადებაჲ და სული კეთილი, რაჲთა შეიწყნაროს გამოცხადებაჲ იგი. და ვითარმედ: „მომავალი ჩემდა ცხოვნდეს“, ესე იგი არს, შეწევნაჲ ფრიადი პოვოს, რამეთუ ამისთჳს მოვედ და ჴორციელ ვიქმენ და ხატი მონისაჲ შევიმოსე. ხოლო შემდგომად ამისა შესძინა და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გარდამოვჴედ, არა რაჲთა ვყო ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ“ (6,38).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რასა იტყჳ, და სხუაჲ არს ნებაჲ შენი, და სხუაჲ ნებაჲ მომავლინებელისაჲ? არამედ რაჲთა არავინ ესე მოიგონოს, ამისთჳს განჰმართა სიტყუაჲ იგი კუალად შემდგომითა მით სიტყჳთა, რომელ თქუა, ვითარმედ: „ესე არს ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ, რაჲთა ყოველი რომელი ხედვიდეს ძესა და ჰრწმენეს მისი, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (6,40). რასა იტყჳ, და შენი ნებაჲ არა არსა ამას ზედა? და ვი-თარ იტყჳ სხუასა ადგილსა, ვითარმედ: „ცეცხლისა მიფენად მოვედ ქუეყანასა ზედა და მინდა, უკუეთუმცა აღგზებულ იყო“?1 ხოლო უკუეთუ შენცა ესევე გნებავს და მამასაცა, ესე საცნაურ არს, ვითარმედ ერთი ნებაჲ არს ორთაჲვე, რამეთუ სხუასაცა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „ვი-თარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და ცხოველ-ჰყოფს, ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲ ჰნებავს, ცხოველ-ჰყოფს“.2 რაჲ არს უკუე ნებაჲ მამისაჲ? რაჲთა არა წარწყმიდოს მათგანი ერთიცა. ხოლო ესე შენცა გნებავს, უფალო! არა არს უკუე შენი ნებაჲ სხუაჲ და მამისაჲ სხუაჲ. რამეთუ ქუემორე იტყჳს, ვითარმედ: „რაოდენგზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ, და არა ინებეთ!“3 რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს? გარნა ესე არს, ვითარმედ: არა თუ ამისთჳს მოსრულ ვარ, რაჲთამცა სხუაჲ რაჲმე ვქმენ, რომელი მამასა არა ჰნებავს, და არა თუ მე სხუაჲ რაჲმე ნებაჲ მაქუს, რომელი მამასა არა აქუს, რამეთუ „ყოველივე მამისაჲ ჩემი არს, და ჩემი მამისაჲ არს“.4 აწ უკუეთუ ყოველივე მამისაჲ და ძისაჲ ზოგადი არს, კეთილად სამე იტყჳს, ვითარმედ: „არა მოვედ, რაჲთამცა ჩემი ნებაჲ ვქმენ“, რამეთუ არცა მაქუსო ნებაჲ, რომელი მამასა არა ჰნებავს. ხოლო ესე აქა არა თქუა, თუ: ყოველივე მამისაჲ ჩემი არს, ხოლო დასასრულისა კერძსა იტყჳს ამას, რამეთუ, ვითარცა ვთქუ, მაღალთა მათ საქმეთა ჯერეთ ჰფარვიდა და არა უთხრობდა; და ჰნებავს ჩუენებად, ვითარმედ უკუეთუმცა ეთქუა, თუ: ესე არს ნებაჲ ჩემი, შეურაცხმცაეყო სიტყუაჲ მისი. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: მეცა მისსავე ნებასა ვიქმ, რაჲთამცა უმეტესად მოწყლნა იგინი, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: რასა ჰგონებთ, თუ მე ოდენ განმარისხებთა ურწმუნოებითა თქუენითა?

1 ლუკ. 12,49. 2 იოან. 5,21. 3 მათ. 23,37; ლუკ. 13,34. 4 შდრ. იოან.17,10.

არამედ უფროჲსად მამასაცა ჩემსა განარისხებთ, რამეთუ „ესე არს ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ, რაჲთა ყოველი რომელი მომცა მე, არა წარვწყმიდო მისგანი“ (6,39). და აქა გამოაჩინებს, ვითარმედ არა მას ეჴმარების მათი მორჩილებაჲ, არცა თავისა თჳსისათჳს მოსრულ არს, არამედ მათისა ცხორებისათჳს, და არცა მათმიერისა პატივისათჳს, ვი-თარცა-იგი პირველ იტყოდა, ვითარმედ: „დიდებასა კაცთაგან არა მოვი-ღებ“.1 და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „ამას ვიტყჳ, რაჲთა თქუენ სცხოვნდეთ“.2 რამეთუ მარადის ამას ზედა იყო მოსწრაფებაჲ მისი, რაჲთამცა დაარწმუნა, ვითარმედ მათისა ცხორებისათჳს მოსრულ არს, და რაჲთა დიდებაჲ მოატყუას მამასა, რაჲთა ესრეთ უეჭუელ იყოს. და ვითარმედ ამისთჳს იტყოდა, ესე შემდგომთა მათ სიტყუათა მიერ მოასწავა, რამე-თუ: „რომელი იქმოდისო ნებასა თჳსსა, იგი დიდებასა თავისა თჳსისასა ეძიებს, ხოლო რომელი ეძიებდეს დიდებასა მომავლინებელისა თჳსისასა, იგი ჭეშმარიტ არს, და არა არს მის თანა სიცრუვჱ“.3

„ხოლო ესე არს ნებაჲ მამისაჲ, რაჲთა ყოველი რომელი ჰხედვიდეს ძესა და ჰრწმენეს მისი, აქუნდეს მას ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა“ (6,40). ხოლო რაჲსათჳს აქცევს ესრეთ აღდგომასა ზე და ქუე? ამისთჳს, რაჲთა არა ამის საწუთროჲსა საქმეთა ზედა ოდენ გულისხმა-ჰყოფდენ ღმრთისა განგებულებასა, რაჲთა დაღაცათუ აქა არა მიიღონ ნაცვალი, არა იქმნნენ ამის მიერ უზრუნველ და უდებ, არამედ რაჲთა მომავალსა მას საუკუნოსა მოელოდიან, რაჲთა არცა ამის სოფლისა ჭირითა მერმესა მას განსუენებასა არა მოელოდიან, არცა ამის საწუთროჲსა განსუენებითა უზრუნველ იყვნენ მერმეთა მათ სატანჯველთათჳს, არამედ რაჲთა სხუასა ცხორებასა მოელოდიან.

სწავლაჲ მე ჴსენებისათჳს საშჯელისა

გარნა მათ არარაჲ ირგეს ზედაჲსზედა მოჴსენებითა მით სიტყუასა მას აღდგომისასა, ხოლო ჩუენ ვირგოთ, ძმანო, მრავალგზის სმენითა აღდგომისა მისთჳს მერმისა. გინა თუ ანგაჰრებაჲ ვინებოთ, ანუ თუ მოტაცებაჲ, გინა თუ სხჳსა რაჲსმე ბოროტისა ქმნაჲ, მეყსეულად დღესა მას საშინელსა მოვიჴსენებდეთ და სამშჯავროჲ იგი საშინელი გამოვსახოთ ჩუენ შორის, და ამან ესევითარმან გულისსიტყუამან უძლიერჱს ყოვლისავე აღჳრისა დააყენოს აღძრვაჲ იგი ბოროტი; და ვიტყოდით მარადის

1 იოან. 5,41. 2 იოან. 5,34. 3 იოან. 7,18.

ურთიერთას და თავთა ჩუენთა მიმართ, ვითარმედ: აღდგომაჲ არს, და საშჯელი საშინელი მიგუელის ჩუენ. დაღაცათუ ვინ ვიხილოთ აღზუავებული და ამის საწუთროჲსა კეთილთა ზედა მოხარული, ესრეთვე ვჰრქუათ მას და უჩუენოთ მას, ვითარმედ ყოველივე აქა დარჩომად არს; უკუეთუ სხუაჲ ვინ შეჭირვებული ვიხილოთ და სულმოკლექმნილი ჭირ-თაგან, ეგრეთვე ვჰრქუათ და უჩუენოთ მას, ვითარმედ მცირედ ჟამ ყოფად არნ ჭირი იგი; უკუეთუ ვინ კუალად უდბებით ვიხილოთ და დაჴსნილობით, ამითვე სახითა ვასწავებდეთ მას და უჩუენებდეთ, ვითარმედ უეჭუელად მიცემად უც სიტყუაჲ უდბებისა მისთჳს.

კმა არს ესე ოდენ სიტყუაჲ აღდგომისაჲ უფროჲს ყოვლისა წამლისა განკურნებად სულთა ჩუენთა, რამეთუ არსცა აღდგომაჲ, და აღდგომაჲ იგი არა შორს არს, არამედ კართა ზედა არს, „რამეთუ მცირედღა, და მომავალი იგი მოვიდეს და არა ყოვნოს“.1 და ჩუენ ყოველთა წარდგომაჲ გუეგულების წინაშე საშინელსა საყდარსა ქრისტჱსსა, კეთილთაცა და ბოროტთაცა: ბოროტთა, რაჲთა წინაშე ყოველთასა ჰრცხუენეს, ხოლო კეთილთა, რაჲთა წინაშე ყოველთასა განბრწყინდენ. რამეთუ ვითარცა სოფლისა ამის მსაჯულნი ბოროტთა სტანჯვენ, ხოლო კეთილთა წინაშე ყოველთასა პატივს-სცემენ, ეგრეთვე მუნ ყოფად არს, რაჲთა მათი სირცხჳლი უმეტჱს იყოს, ხოლო ამათი ბრწყინვალებაჲ - უდიდებულეს.

ამას ყოველსა უკუე მარადღე გამოვისახვიდეთ გონებათა შინა ჩუენთა, ამას მარადის ვიჴსენებდეთ თავთა შინა ჩუენთა, და ვერცა ერთმან სოფლისა ამის საქმეთაგანმან გუავნოს ჩუენ, რამეთუ ხილულნი ესე წარმავალ არიან, ხოლო უხილავნი იგი - საუკუნე. ამისთჳსცა უკუე ზედაჲსზედა ვეტყოდით თავთა ჩუენთა და ურთიერთას, ვითარმედ: აღდგომაჲ არს და საშჯელი და ნაცვალისა მიგებაჲ საქმეთაჲ. და რაოდენნიცა იტყჳან არაყოფად აღდგომასა, იტყჳან სიტყუასა ამას, და განერნენ სენისა მისგან. უკუეთუ აღდგომაჲ არს და საშჯელი და ნაცვალისა მიგებაჲ საქმეთაჲ, ვითარ ურწმუნო ვინ იყოს აღდგომასა? გარნა მრცხუენის ქრისტეანეთა მიმართ აღდგომისათჳს სიტყუაჲ, რამეთუ რომელსა ეჴმარებოდის აღდგომისათჳს სწავლაჲ და არა დაერწმუნოს სრულიად, ვითარმედ არა ესრეთ ამაო არიან საქმენი ესე, არამედ აღდგომაჲ ყოფად არს, იგი არა არს ქრისტეანე. ამისთჳს გევედრები, ძმანო, განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი ყოველთაგან ბოროტთა და ვისწრაფოთ ყოვლით კერძო, რაჲთა დღესა მას ვპოვოთ წყალობაჲ და გუაქუნდეს სიტყუაჲ სამშჯავროსა მას შინა მის დღისასა.

გარნა ნუუკუე თქუას ვინმე, ვითარმედ: და ოდეს იყოს აღსასრული და აღდგომაჲ? აჰა ესერა ესეოდენნი გარდაჴდეს ჟამნი, და არარაჲ ესე-

1 ებრ. 10,37.

ვითარი ქმნილ არს, - გარნა ყოფად არს, გრწმენინ ჩემი. რამეთუ უწინარეს წყლითრღუნისაცა ესრეთვე იტყოდეს და ეცინოდეს ნოეს, არამედ მოიწია წყლითრღუნაჲ და პოვნა ურწმუნონი იგი, და მორწმუნე ნოე განარინა. და კუალად სოდომელნი არა მოელოდეს ღმრთისამიერსა მას რისხვასა, ვიდრემდის მოიწინეს მეხისტეხაჲ იგი და ცეცხლი წუნწუბითურთ და იგინი ყოველნი აჴოცნა. და არცა მათ ზე და არცა ნოეს ზე იქმნეს საქმენი წინამძღუარნი და მომასწავებელნი მის რისხვისანი, არამედ იგინი რომელნი იშუებდეს და ბორგდეს და უშჯულო იყვნეს, მოიწია რისხვაჲ იგი. ეგრეთვე იყოს აღდგომაჲ.

ამისთჳსცა მოციქული პავლე იტყოდა, ვითარმედ: „იტყოდიან რაჲ, თუ: აჰა მშჳდობაჲ და უცთომელობაჲ, მაშინ მეყსა შინა მოიწიოს მათ ზედა დაქცევაჲ, ვითარცა სალმობაჲ შობადისაჲ ეწიის რაჲ ჟამსა შობისასა, და ვერ განერნენ“.1 ხოლო ესე ამისთჳს არს, რომელ უცნაურად მომავალ არს დღჱ იგი, რაჲთა მარადის შიშსა შინა ვიყვნეთ და არაოდეს უზრუნველ ვიქმნებოდით. რასა იტყჳ, არა მოელია აღდგომასა და საშჯელსა? ეშმაკნი აღიარებენ აღდგომასა, და შენ ურწმუნო ხარა? რამეთუ ისმინე, რასა ეტყჳან იგინი უფალსა, ვითარმედ: „მოხუედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩუენდა“.2 ხოლო რომელნი ტანჯვასა აღიარებენ, მათ აღდგომაჲცა იციან და საშჯელი. ნუმცა უკუე განვარისხებთ ღმერთსა საქმითა ამით ბოროტითა, რაჲთამცა სხუათა მათ ბოროტთა ჩუენთა თანა აღდგომისაცა ურწმუნო ვიყვენით. რამეთუ ვითარცა სხუათა მათ საქმეთა ზედა დასაბამ ჩუენდა იქმნა ქრისტე, ეგრეთვე ამასცა ზედა, რამეთუ ამისთჳს „პირმშოდ შესუენებულთა“3 ეწოდების მას. უკუეთუმცა კულა არა ყოფად იყო აღდგომაჲ, ვისიმცა პირმშოჲ იყო, ვინაჲთგან აღდგომადმცა არავის ეგულებოდა? უკუეთუმცა არა იყო აღდგომაჲ, სადა არს ღმრთისა იგი სამართალი, ვინაჲთგან ესეოდენნი უკეთურნი კაცნი კეთილსა შინა არიან ამას სოფელსა, და ესეოდენნი მართალნი კაცნი ჭირსა შინა არიან და ჭირსა შინა აღასრულებენ ცხორებასა მათსა? რამეთუ სადა მიიღებს თითოეული ამათი ღირსებისაებრ მათისა, უკუეთუ აღდგომაჲ არა არს? არამედ არავინ კეთილთა და მართალთა კაცთაგანი ურწმუნო არს აღდგომასა, გარნა მარადის ილოცვენ წმიდასა ამას სიტყუასა და იტყჳან, ვითარმედ: „მოვედინ სუფევაჲ შენი“.4

ხოლო ვინ არიან, რომელნი აღდგომასა ურწმუნო არიან? არამედ იგინი, რომელნი ვლენ გზასა ბილწსა და ცხორებასა არაწმიდასა, ვი-თარცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: „ბილწ არიან გზანი მისნი ყოველსა ჟამსა, და მიღებულ არიან სამართალნი მისნი პირისა მისისაგან“.5 რამეთუ შეუძლებელ არს, თუმცა ვის აქუნდა ცხორებაჲ კეთილი,

1 1 თეს. 5,3. 2 მათ. 8,29. 3 კოლ. 1,18. 4 მათ. 6,10; ლუკ. 11,2. 5 ფსალმ. 9,26.

და იგიმცა ურწმუნო იყო აღდგომასა, რამეთუ რომელთა არარაჲ ღირსი ტანჯვისაჲ აქუნდეს, მათ უფროჲსად ჰრწამს და უხარის, რაჲთა მიიღონ კეთილთა მათთა ნაცვალი.

აწ უკუე ნუმცა განვარისხებთ მას, ჵ ძმანო, არამედ ვისმინოთ სიტყუაჲ მისი, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „გეშინოდენ მისა, რომელსა ძალ-უც სულთა და ჴორცთა გეჰენიასა შინა წარწყმედაჲ“,1 რაჲთა შიშისა მის მიერ მოვიქცეთ კეთილისა მომართ და განვეშორნეთ წარწყმედისაგან და ღირს ვიქმნნეთ სასუფეველსა ცათასა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 მათ. 10,28; შდრ. ლუკ. 12,5.