...დლისაჲ. ისმინე, რასა იტყჳს დავით: „ყვნეს წყალობანი უფალმან და სამართალნი მისნი ყოველთათჳს დაწუნებულთა. უჩუენნა გზანი მისნი მოსეს და ძეთა ისრაჱლისათა - მცნებანი ღმრთისანი“; და კუალად იტყჳს: „ტკბილ და წრფელ არს უფალი; ამისთჳს შჯულიერ-ყვნის ცოდვილნი გზასა“. წყალობისა უკუე და შეწყნარებისა და მადლისა საქმე იყო მოცემაჲ შჯულისაჲ. ამისთჳს იტყჳს: „მადლი მადლისა წილ“, რაჲთამცა გამოაჩინა დიდებულებაჲ იგი უკუანაჲსკნელთა მათ საქმეთაჲ. ამისთჳსცა შესძინებს და იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ შჯული მოსესგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტეს იესუჲს მიერ იყო“ (1,17).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეთ, ვითარ მცირედ-მცირედ ნათლისმცემელიცა იოვანე და მახარებელიცა უმაღლესისა გულისხმის-ყოფისა მიმართ აღიყვანებენ გონებასა მსმენელთასა, ვინაჲთგან პირველ მდაბალთა მიერ სიტყუათა გონებანი მათნი დააწყნარნეს, რამეთუ მან თავისა თჳსისა უზეშთაესად გამოაჩინა და შეუმსგავსებელად უზეშთაესი იგი და ქადაგა და თქუა, ვითარმედ: „უძლიერესი ჩემსა“, და: „რომელი პირველ ჩემსა იყო“. ხოლო ამან უზეშთაეს მისა ქმნა, ხოლო ღირსებისა მის მხოლოდ-შობილისა უდარეს, რამეთუ არა იოვანეს მიმართ ქმნა შემსგავსებაჲ, არამედ მისა მიმართ, რომელი ჰ...