მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იდ

წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ მადლი მადლისა წილ“ (1,16).

თ ა რ გ მ ა ნ ი: პირველ ვიტყოდეთ, ვითარმედ იოვანეს ენება დაჴსნად ძიებაჲ მათი, რომელთა ეგულებოდა ძიებად, თუ ვითარ, რომელ უფალი უკუანაჲს მოვიდა ქადაგებად, და უპირატეს და უბრწყინვალეს მისა იქმნა. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „პირველ ჩემსა იყო“,1 და ერთი ესე არს მიზეზი, ხოლო თქუა მეორეცა მიზეზი, რომელსა აწ ესე იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ მადლი მადლისა წილ. რამეთუ შჯული მოსეს მიერ მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტეს იესუჲს მიერ იყო“ (1,16-17).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და თქუას ვინმე უკუე, ვითარმედ: რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველ-თა მოვიღეთ მადლი მადლისა წილ“? და ჩუენ პირველისა მის სიტყჳსა მოვიდეთ. რამეთუ ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა ნიჭითა აქუს მადლი იგი თჳსი, არამედ თჳთ წყაროჲ არს და თჳთ ძირი ყოველთა კეთილთაჲ, თჳთ ცხორებაჲ, თჳთ ნათელი, თჳთ ჭეშმარიტებაჲ, და არა თჳთ თავსა შინა ოდენ თჳსსა შეუწყუდევიეს კეთილთა სიმრავლე, არამედ სხუა-თა მიმართცა განჰფენს მას და განაძღებს ყოველთავე. და ვინაჲთგან ყოველნივე აღავსნეს, მერმე იგი სავსებითვე ჰგიეს, და არარაჲ მოაკლდების სიმრავლისა მისგან მადლთაჲსა, არამედ მარადის აღმოაცენებს და ყოველთავე განაძღებს, და იგი სისრულესავე ზედა თჳსსა ჰგიეს; ხოლო რომელი-ესე მაქუს, მოცემული არს, რამეთუ სულისაგან მომიღებიეს, და მცირედი არს ყოვლისაგან, და ვითარცა წუეთი ერთი ზღჳსა თანა უფსკრულისა დიდისა არარაჲ არს, და უფროჲსად ესეცა სახე უნდო არს საქმისა ამის მიმართ. რამეთუ წუეთი, რომელი გამოიღო ზღჳსაგან, დაღაცათუ მცირედი არს და უღონოჲ, არამედ ზღჳსაგანვე დააკლდების, დაღაცათუ ვერვინ სცნობს დაკლებასა მისსა, ხოლო ამის წყაროჲსათჳს ვერვინ შემძლებელ არს ესევითარისა რაჲსმე თქუმად, და რაზომცა ვინ აღმოივსოს მისგან, თჳსსავე სავსებასა ჰგიეს, და არარაჲ დააკლდების ყოლადვე.

ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთა უფროჲსად სხჳსა იგავისა მიმართ მივიდეთ, დაღაცათუ იგიცა უძლურ არს და ვერ შემძლებელ არს საძიებელისა მის გამოცხადებად, არამედ პირველისა უმეტესად შემძლებელ არს ძალსა მის საქმისასა ცნობად, უფროჲსად, ვიდრეღა პირველი იგი. რამეთუ გულისხმა-ვყოთ წყაროჲ რაჲ ცეცხლისაჲ, და მერმე გულისხ-

1 იოან. 1,15.

მა-ვყოთ, ვითარმცა ცეცხლისა მისგან ბევრეულნი სანთელნი აღენთებოდეს, და არა ერთი ოდენ ბევრეული, არამედ მრავალნიცა, ნუუკუე არა მასვე სავსებასა ზედა ჰგიესა ცეცხლი იგი, ვითარ-იგი პირველ იყო? შემდგომად აღნთებისაცა სანთელთაჲსა საცნაურ არს ყოველთა მიერ, ვითარმედ მასვე სავსებასა ჰგიეს. ხოლო აწ უკუეთუ გუამთა ამათ ზედა ნივთიერთა და წარმავალთა და მოღებისაგან დაკლებადთა ესევითარი საქმე იქმნის, რამეთუ შემდგომად მიცემისა სხუათაჲსა არაჲ ევნების, არამედ სავსებასავე ზედა თჳსსა ჰგიეს, არა უფროჲსად უხრწნელსა მას ზედა და უჴორცოსა ბუნებასა ზედა იქმნესა საქმჱ ესე? რამეთუ სადაიგი ნივთი არს წინამდებარე და გუამი განხრწნადი და განყოფილი, და იგი არა განიყოფვის, არა უფროჲსად, რაჟამს-იგი ძალისათჳს იყოს სიტყუაჲ, და ძალისა მისთჳს, რომელი-იგი უნივთოჲსა მისგან არსებისა მოგუეცემის ჩუენ, არარაჲ ყოფად არს ესევითარი?

ამისთჳს იოვანე იტყოდა, ვითარმედ: „სავსებისაგან მისისა მოვი-ღეთ“. ხოლო სიტყუაჲ ესე არა წინამორბედისაჲ არს, არამედ მახარებელისაჲ. და ესევითარი არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: ნუ ჰგონებთ, თუ ჩუენ, რომელნი-ესე მის თანა ვიყოფოდეთ მრავალ ჟამ და თუალითა ვიხილეთ და ჴელითა ვჰმსახურებდით, თუმცა მიმადლებით რასმე ვიტყოდეთ მისა და ამაოდმცა ვწამებდით. ნუ იყოფინ! რამეთუ იოვანეცა, რომელსა არღარასადა ეხილვა პირველ მის ჟამისა, არცა ყოფილ იყო მის თანა, არამედ მაშინ ოდენ ეხილვა, რაჟამს ნათელ-სცემდა და ღაღადებდა, რამეთუ: „პირველ ჩემსა იყოო“, რამეთუ წყაროჲსა მისგან მოიღო ყოველივე იგი, და ჩუენთა ათორმეტთა და სამასთა და ხუთას-თა და სამ ათასთა და ხუთ ათასთა და მრავალთა მათ ბევრეულთა, რომელნიცა მოიქცენ ჰურიათაგან და წარმართთა და აწცა მოიქცევიან და შემდგომად ამისა ყოფად არიან, ყოველთავე სავსებისაგან მისისა მოვიღეთ. ხოლო რაჲ მოვიღეთ? „მადლი მადლისა წილ“. რომლისა წილ რომელი? ძუელისა წილ ახალი, რამეთუ ვითარცა არს სიმართლე და სიმართლე, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „სიმართლისა მისებრ შჯულისა იქმნის უბიწო“.1 და კუალად არს სარწმუნოებაჲ და სარწმუნოებაჲ, რამე-თუ იტყჳს, ვითარმედ: „სარწმუნოებითი სარწმუნოებად“.2 და არს ძეობაჲ და ძეობაჲ, რამეთუ იტყჳს: „რომელთა-იგი არს ძეობაჲ და შვილებაჲ“.3 და არს დიდებაჲ და დიდებაჲ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ განქარვებადი იგი დიდებისა მიერ არს, არა უფროჲსად ჭეშმარიტი იგი დიდებული იყოსა?“4 და არს შჯული და შჯული, რამეთუ იტყჳს, ვი-თარმედ: „შჯულმან მან სულისა ცხორებისამან განმათავისუფლა მე“.5 და არს მსახურებაჲ და მსახურებაჲ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „სულითა

1 შდრ. ფილიპ. 3,6. 2 რომ. 1,17. 3 შდრ. რომ. 9,4. 4 შდრ. 2 კორ. 3,11. 5 რომ. 8,2.

ღმრთისაჲთა ჰმსახურებდით“.1 და არს აღთქუმაჲ და აღთქუმაჲ, რამეთუ იტყჳს: „და აღგითქუა თქუენ აღთქუმაჲ ახალი, არა ვითარ-იგი აღუთქუ მამათა თქუენთა“.2 და სიწმიდე და სიწმიდე, და ნათლის-ღებაჲ და ნათლის-ღებაჲ, და მსხუერპლი და მსხუერპლი, და ტაძარი და ტაძარი, და წინადაცუეთაჲ და წინადაცუეთაჲ, ეგრეთვე მადლი და მადლი, არამედ იგინი სახენი იყვნეს და აჩრდილნი.

ხოლო ესე ყოველივე ჭეშმარიტება არს, და სახელითა ოდენ და არა საქმითა ჰგვანან მათ. და სახეთაცა ზედა და აჩრდილთადა რომელი სპეტაკისა წამლისა მიერ გამოიწეროს, გინა თუ შავისა, კაც ეწოდების ყოველსავე, და კუალად რომელი-იგი თითოსახითა წამლითა გამოიხატოს, მასცა კაცვე ეწოდების, არამედ ჭეშმარიტი კაცი არს, რომელი შეერთებულ იყოს სულით და ჴორცით. ეგრეთვე უკუე ნუ ჰგონებთ, თუ მსგავსებისაებრ სახეთაჲსა საქმენიმცა ეგრეთვე იყვნეს, არამედ ნუცა უცხოებასა მოიგონებ სრულიად, რამეთუ უკუეთუ სახე იყოს, არა უცხო არს ჭეშმარიტებისაგან, და ვინაჲთგან აჩრდილი არს, უდარეს არს ჭეშმარიტებისა.

რაჲ არს უკუე შორის ამათსა? გნებავსა, რაჲთა ერთისა ანუ ორისა საქმისათჳს ვთქუა ძუელისა მის და ახლისაჲ, თუ რაოდენი განყოფილებაჲ აქუს შორის ურთიერთას? რაჲთა გულისხმა-ჰყოთ, ვითარმედ იგი ყრმათა სწავლანი იყვნეს, ხოლო ესე - კაცთა დიდთა და ფილოსოფოსთა, და ესენი ვითარცა ანგელოზთა მიეცნეს, ხოლო იგინი - ვითარცა კაცთა. სადაჲთ უკუე გნებავს, რაჲთა ვყოთ დასაბამი სიტყჳსაჲ? უკუეთუ გნებავს, ვიწყოთ ძეობისა მისთჳს თქუმად. რაჲ არს უკუე შორის ამისა და მისსა? გულისხმა-ყავთ, ვითარმედ იგი სიტყჳთა ოდენ იყო პატივი, ხოლო ესე - საქმით. და მისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი“,3 ხოლო ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „ღმრთისაგან იშვნეს“. ვითარ ანუ რომლითა სახითა? საბანელითა მით მეორედ შობისაჲთა და განახლებითა სულისა წმიდისაჲ-თა. და ამათ შემდგომად სახელისა მის ძეობისა სულივე მონებისაჲ აქუნდა. და მონებასა რაჲ შინა იყვნეს, პატივ-იცემებოდეს სახელითა მით, ხოლო ჩუენ აზნაურ ვიქმნენით და მერმე არა სახელით, არამედ საქმით მოვიღეთ პატივი; და ამას მოასწავებდა პავლე და იტყოდა, ვითარმედ: „არა მოგჳღებიეს სული მონებისაჲ კუალად შიშად, არამედ მოგჳღებიეს სული შვილებისაჲ, რომლითა ვღაღადებთ: აბბა, მამაო“.4 რამეთუ ვიშვენით ზეცით და დავემკჳდრენით მას შინა და ესრეთ შვილ ვიწოდენით.

და კუალად უკუეთუ სიწმიდისა მას სახესა გამოვეძიებდეთ, თუ რაჲ არს ესე, ანუ რაჲ არს იგი, ფრიადი ჰპოვო აქაცა განყოფილებაჲ. რამეთუ

1 ფილიპ. 3,3. 2 შდრ. იერ. 31,31-32. 3 ფსალმ. 81,6. 4 რომ. 8,15.

იგინი რაჟამს არა ჰმსახურებდიან კერპთა და არა ისიძვიდიან და არცა იმრუშებდიან, მაშინ ეწოდებინ წმიდა. და პირველად მოსლვითა სულისა წმიდისაჲთა მივემთხუევით ნიჭსა ამას და მერმე - მოქალაქობითა ფრიად უზეშთაესითა ჰურიათაჲსა. ისმინე, რასა იტყჳს წერილი მათთჳს, ვი-თარმედ: „არა შეშინდეთ, არცა წმიდა-ჰყვნეთ შვილნი თქუენნი, რამეთუ ერი წმიდაჲ ხართ“.1 და საცნაურ არს, ვითარმედ მათი სიწმიდე იყო არა-შეხებაჲ კერპთაჲ ოდენ, ხოლო ჩუენი სიწმიდე არა ესრეთ არს, რამეთუ იტყჳს წერილი მისთჳს: „რაჲთა წმიდა იყოს სულით და ჴორცით“;2 და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „მშჳდობასა ეძიებდით და კეთილსა და სიწმიდესა იქმოდეთ თქუენ შიშითა ღმრთისაჲთა, ვითარმედ თჳნიერ მისა ვერვინ იხილოს უფალი“;3 და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „სიწმიდესა იქმოდეთ თქუენ შიშითა ღმრთისაჲთა“.4 ჰხედავა, რამეთუ ესე არს სიწმიდე, რაჲთა შინაგანსა ჩუენსა აქუნდეს ძირი და წყაროჲ მისი? რამეთუ არა კმა არს სახელი ოდენ სიწმიდისაჲ, უკუეთუ საქმე მისი არა იყოს; რამეთუ სახელი ესე სიწმიდისაჲ არა ყოველთავე, რომელთა ეწოდებოდის, ერთობასა გამოაჩინებს, ვინაჲთგან ღმერთსაცა წმიდა ეწოდების, არამედ არა ესრეთ არს, ვითარ ჩუენ. ამისთჳსცა, ესმა რაჲ ჴმაჲ ესე სერაბინთა მიერ წინაჲსწარმეტყუელსა, ისმინე, რაჲ თქუა: „ჵ უბადრუკსა, რამეთუ კაცი ვარ და არაწმიდანი ბაგენი მასხენ, და შორის ერისა, რომელსა არაწმიდანი ბაგენი ასხენ, დამკჳდრებულ ვარ“,5 რომელი-იგი წმიდა იყო და დიდ, არამედ უკუეთუ სიწმიდისა მიმართ ზეცათაჲსა გამოვიძიოთ, არაწმიდა ვიპოვნეთ ჩუენ. რამეთუ წმიდა არიან ანგელოზნი, და წმიდა არიან მთავარანგელოზნი, და წმიდა არიან ქერობინნი და სერაბინნი, არამედ სიწმიდისა მათისა განყოფილებაჲ არს ჩუენისა მომართ სიწმიდისა. და კუალად უზეშთაესისა მის შესაძლებელ იყო, რაჲთამცა სხჳთაცა საქმითა გამოძიებად ვიწყეთ, არამედ რაჲთა არა განგრძელდეს სიტყუაჲ ჩემი, ამისთჳს თქუენ დაგიტეო მრავალი იგი, რაჲთა თავით თქუენით გამოეძიებდეთ განყოფილებასა სხუათა მათ საქმეთასა, რამეთუ იტყჳს, ვი-თარმედ: „მიზეზ-ეც ბრძენსა, და უბრძნეს იყოს“.6

მე მიცემიეს მიზეზი, ხოლო თქუენ ყავთ აღსასრული კეთილისაჲ, და ჩუენდა კეთილ არს, რაჲთა ნაკლულევანსა მას ზედა მივიდეთ; რამეთუ თქუა რაჲ მახარებელმან, ვითარმედ: „სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველ-თა მოვიღეთ“, მეყსეულად შესძინა, ვითარმედ: „და მადლი მადლისა წილ“, რამეთუ მადლითა ცხოვნდებოდეს ჰურიანი, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „არა სიმართლისაგან თქუენისა, არამედ მამათა თქუენთათჳს გამოგირჩიენ თქუენ“.7 და რომელთა-იგი თჳსითა სათნოებითა არა

1 შდრ. 2 სჯ. 18,10. 2 1 კორ. 7,34. 3 შდრ. ებრ. 12,14. 4 2 კორ. 7,1. 5 ესაია 6,5. 6 იგავ. 9,9. 7 შდრ. 2 სჯ. 9,5.

აქუნდა შეწევნაჲ, მათ მადლითა ღმრთისაჲთა მიეცა პატივი. და ჩუენცა ყოველნი მადლითა ვცხოვნდით, არამედ არა მსგავსად მათდა, რამეთუ ფრიად უზეშთაესნი და უმაღლესნი საქმენი მოგუეცნეს, რამეთუ არა თუ ოდენ ცოდვათა შენდობაჲ მოგუეცა, ვინაჲთგან ესე მათცა მიეცა, არამედ მოგუეცა ჩუენ სიწმიდეცა და სიმართლე და შვილებაჲ და მადლი სულისა წმიდისაჲ; ფრიად უზეშთაესი მადლი მოგუეცა სულისა მიერ წმიდისა, ესე იგი არს კადნიერებაჲ, რომელი მოგუეცა ჩუენ დაგებითა ღმრთისაჲთა. და ამის მადლისა მიერ ვიქმნენით სასურველ ღმრთისაცა არღარა ვი-თარცა მონანი, არამედ ვითარცა ძენი და მეგობარნი, რამეთუ ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „მადლი მადლისა წილ“. არამედ იგიცა საქმენი შჯულისანი მადლითა მონიჭებულ არიან ჩუენდა და არაარსისაგან არსად მოყვანებაჲ, და არა თუ კეთილი რაჲმე პირველ გუექმნა და სასყიდლად მისა მოგუეცა ჩუენ საქმე ესე, რომელნი არასადა ვიყვენით, ვითარმცა რაჲ გუექმნა კეთილი, არამედ ყოველივე სახიერებითა ღმრთისაჲთა მოგუეცა ჩუენ, და არა ოდენ არაარსისაგან არსად მოსლვაჲ, არამედ ესეცა, რომელ ვიშვენით რაჲ, მეყსეულად ვისწავეთ, თუ რაჲსა ჯერ-არს ქმნაჲ, ანუ რაჲსა არა ჯერ-არს. და შჯული საქმეთაჲ მათ გონებასა ჩუენსა დაენერგა და სჳნიდისისა იგი სამშჯავროჲ დააწესა ჩუენ შორის შემოქმედმან, და ესე მადლისა დიდისა საქმე არს.

და კუალად შემდგომად ამის მადლისა იხილე სხუაჲ მადლი, რამე-თუ ვინაჲთგან შჯული იგი ბუნებითი განვხრწენით, და მერმე მოგუეცა სხუაჲ შჯული დაწერილი. და შემდგომად ამის ყოვლისა განგუაახლნა ჩუენ მეორითა მით შჯულითა განახლებისაჲთა, რამეთუ პირველიცა იგი წყალობისაჲ იყო და მადლისაჲ. ისმინე, რასა იტყჳს დავით: „ყვნეს წყალობანი უფალმან და სამართალნი მისნი ყოველთათჳს დაწუნებულთა. უჩუენნა გზანი მისნი მოსეს და ძეთა ისრაჱლისათა - მცნებანი ღმრთისანი“;1 და კუალად იტყჳს: „ტკბილ და წრფელ არს უფალი; ამისთჳს შჯულიერ-ყვნის ცოდვილნი გზასა“.2 წყალობისა უკუე და შეწყნარებისა და მადლისა საქმე იყო მოცემაჲ შჯულისაჲ. ამისთჳს იტყჳს: „მადლი მადლისა წილ“, რაჲთამცა გამოაჩინა დიდებულებაჲ იგი უკუანაჲსკნელთა მათ საქმეთაჲ. ამისთჳსცა შესძინებს და იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ შჯული მოსესგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტეს იესუჲს მიერ იყო“ (1,17).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეთ, ვითარ მცირედ-მცირედ ნათლისმცემელიცა იოვანე და მახარებელიცა უმაღლესისა გულისხმის-ყოფისა მიმართ აღიყვანებენ გონებასა მსმენელთასა, ვინაჲთგან პირველ მდაბალთა მიერ სიტყუათა გონებანი მათნი დააწყნარნეს, რამეთუ მან თავისა თჳსისა

1 ფსალმ. 102,6-7. 2 ფსალმ. 24,8.

უზეშთაესად გამოაჩინა და შეუმსგავსებელად უზეშთაესი იგი და ქადაგა და თქუა, ვითარმედ: „უძლიერესი ჩემსა“, და: „რომელი პირველ ჩემსა იყო“. ხოლო ამან უზეშთაეს მისა ქმნა, ხოლო ღირსებისა მის მხოლოდ-შობილისა უდარეს, რამეთუ არა იოვანეს მიმართ ქმნა შემსგავსებაჲ, არამედ მისა მიმართ, რომელი ჰურიათა უდიდებულესად აქუნდა, რომელ არს მოსე, რამეთუ თქუა, ვითარმედ: „შჯული მოსესგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ იესუ ქრისტეს მიერ იქმნა“. და იხილე სიბრძნე მისი, რამეთუ არა პირთაჲ ქმნა განყოფილებაჲ, არამედ საქმეთაჲ, რაჲ-თა რაჟამს საქმენი გამოჩნდენ ფრიად უმაღლესად, მაშინ ყოველთავე გულისხმა-ყონ, ვითარმედ ფრიად უზეშთაეს არს ქრისტე მოსესა; რამე-თუ რაჟამს საქმენი წამებდენ, რომელთა შინა მიზეზი არარაჲ იყოს, ვი-თარმედ მეგობრებითა ანუ მტერობითა რასმე ვინ იტყჳს, მაშინ უეჭუელ იქმნების უგულისხმოთაცა მიერცა ჭეშმარიტებაჲ საქმეთაჲ. ამისთჳს უეჭუელ არს ამათი წამებაჲ.

ხოლო იხილე, ვითარ სიბრძნით იქმს განყოფილებასა მას, რამე-თუ არა სიტყჳთ გამოაჩინებს სიდიდესა მას, არამედ საქმეთა ჭეშმარიტებითა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ დადვა შჯულისა წილ, და მოცემისა წილ დადვა ქმნაჲ. ხოლო ფრიადი არს განყოფილებაჲ ამათი, რამეთუ მოცემაჲ მსახურისაჲ არს, რომელსა სხჳსაგან მოეღოს.

ხოლო სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „იქმნა მადლი და ჭეშმარიტებაჲ“, საქმე არს მეუფისაჲ, რომელი ჴელმწიფებით მიუტევებს ცოდვათა და გამოაჩინებს ნიჭსა მისსა. ამისთჳსცა იტყოდა, ვითარმედ: „მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“1 და კუალად იტყჳს: „რაჲთა უწყოდით, ვითარმედ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, და ჰრქუა განრღუეულსა მას: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!“2 ჰხედავა, ვითარ იქმნების მადლი მის მიერ? ხოლო გულისხმა-ყავ ჭეშმარიტებაჲცა, რამეთუ მადლსა ესეცა საქმჱ და საქმეცა იგი ავაზაკისაჲ გამოაჩინებს მას და ნიჭიცა იგი ნათლის-ღებისაჲ და მადლი იგი სულისაჲ მის მიერ მონიჭებული და სხუანი მრავალნი. ხოლო ჭეშმარიტებაჲ კუალად გულისხმა-ვყოთ, უკუეთუ სახენი მისნი ვიხილნეთ, რამეთუ რომელნი-იგი აღსრულებად იყვნეს ახალსა ამას შინა შჯულსა, პირველვე გამოსახნეს სახეთა მათ ძუელისათა, და მოვიდა რაჲ, ქრისტემან აღასრულნა იგინი საქმით. ხოლო უკუეთუ გნებავს, ვიხილნეთ სახენიცა იგი მცირედ რაჲმე, რამეთუ არცა შესაძლებელ არს ყოველთავე ერთბამად თქუმად, არამედ მცირედისაგან გულისხმა-ვყოთ ყოველივე. და უკუეთუ გნებავს, ვთქუათ ვნებისათჳს. და იხილე უკუე, რასა იტყჳს სახე იგი, ვი-თარმედ: „მიიღეთ კრავი იგი და დაკალთ! და ქმნესცა ყოველი იგი, რა-

1 მათ. 9,2; მარკ. 2,5; ლუკ. 5,20. 2 მათ. 9,6; მარკ. 2,10-11; ლუკ. 5,24.

ოდენიცა ჰრქუა მათ“.1 ხოლო ქრისტემან არა ესრეთ ბრძანა ქმნად, არამედ თავადი იგი იქმნა მსხუერპლ და შეწირა თავი თჳსი მამისა.

ჰხედავა, ვითარ სახე იგი იქმნა მოსეს მიერ? ხოლო ჭეშმარიტებაჲ მოგუეცა ქრისტეს იესუჲს მიერ. კუალად მთასა ზედა სინასა, ბრძოლასა მას ამალეკისასა, რაჲთამცა ერი ისრაჱლისაჲ განძლიერდებოდა, ამისთჳს განიპყრნა მოსე ჴელნი, და იტჳრთვიდეს მას იმიერ და ამიერ მდგომარენი აჰრონ და ორ.2

ხოლო ქრისტე მო-რაჲ-ვიდა, თჳთ განიპყრნა ჴელნი ჯუარსა ზედა. ჰხედავა, ვითარ სახე იგი გამოჩნდებოდა, ხოლო ჭეშმარიტებაჲ აღესრულა?

კუალად შჯული იტყოდა: „წყეულ იყავნ ყოველი, რომელი არა დაადგრეს წერილსა ზედა ამის წიგნისასა!“3 ხოლო ქრისტე რასა იტყჳს? - „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ“.4 და იქმნა იგი ჩუენთჳს წყევასა ქუეშე.

სწავლაჲ იდ სათნოდ ცხორებისათჳს; განყოფაჲ მადლთაჲ მათ, მოცემულთა ჩუენდა და ჰურიათადა

ვინაჲთგან უკუე ესოდენნი მადლნი მოცემულ არიან ჩუენდა და ჭეშმარიტებაჲ, გევედრები, ძმანო, ნუმცა ვიქმნებით სიდიდისათჳს ნი-ჭისა მის დაჴსნილ, რამეთუ რაოდენ უმეტესი პატივი მოგუეცა, ეგოდენცა უმეტესისა სათნოებისა თანამდებ ვართ, რამეთუ რომელსა მცირედი ქველისსაქმე მიეღოს, დაღაცათუ მცირედი ქველისმოქმედებაჲ აჩუენოს, არა ღირს არს ფრიადისა ბრალობისა, ხოლო რომელი თავსა პატივისასა აღვიდეს და მერმე უნდოჲ და დაჴსნილი ცხორებაჲ აქუნდეს, ფრიადსა საშჯელსა ღირს არს. არამედ ნუ იყოფინ თქუენ ზედა ესევითარი რაჲმე! რამეთუ ვესავ უფალსა, ვითარმედ ზეცად აღგიყვანებიან სულნი თქუენნი და ქუეყანისაგან შორს ქმნულ ხართ; დაღაცათუ სოფელსა შინა ხართ, არამედ არა იქმთ საქმეთა სოფლისათა, გარნა ჩუენ ამასცა ზედა არავე დავსცხრებით ვედრებად თქუენდა, რამეთუ ბრძოლათა შინა არა დაცემულთა და ლტოლვილთა, არამედ რომელნი ბრძოლასა შინა მოსწრაფე იყვნენ და მიმორბიოდიან, მათ განამჴნობენ ყოველნივე და აწუევენ კუალად ბრძოლად, რამეთუ მუნ დაცემულთა მათ და ლტოლვილთაჲ სასოებაჲ განძლიერებისაჲ არა ფრიად არს, ხოლო აქა არა თუ რომელნიეგე კეთილად ხართ, არამედ რომელნი დაცემულ იყვნენ, უკუეთუ ენებოს მათ, არს მათთჳსცა სასოებაჲ კეთილისაჲ.

1 შდრ. გამ. 12,3-28. 2 შდრ. გამ. 17,8-13. 3 2 სჯ. 27,26. 4 მათ. 11,28.

ამისთჳს ყოვლით კერძო ვისწრაფოთ ვედრებითა, ყუედრებითა, სწავლითა, ქებითა, რაჲთამცა ყოვლით კერძო ცხორებაჲ თქუენი მოვივაჭრეთ, და არარას დაუტეობთ, რომელი ჩუენ მიერ შესაძლებელ არს. და ამისთჳს ნუ მოვიწყინებთ სწავლათა ამათ, რამეთუ დაღაცათუ უწყით მოსწრაფებაჲ თქუენი, არავე უჴმარ არს სწავლაჲ, რაჲთა უმეტესად განეკრძალნეთ; რამეთუ არა თქუენდა მომართ ოდენ თქუმულ არიან სწავლანი ესე, არამედ ჩუენდა მომართცა, რომელნი გასწავებთ, ესევე სწავლანი თქუმულ არიან და ითქუმიან, რამეთუ ჩუენცა გჳჴმს სწავლაჲ და ნუგეშინის-ცემაჲ. დაღაცათუ ჩუენ მიერ ითქუმიან სიტყუანი ესე, არამედ არაჲვე დამაყენებლ არს ჩუენდა მომართცა ყოფად სიტყუათა ამათ, რამეთუ სიტყუაჲ სწავლისაჲ თანამდებთა ცოდვისათა განჰმართებს და მოაქცევს და არღა შთავრდომილთა განაკრძალებს. რამეთუ არცა ჩუენ ვართ წმიდა ცოდვათაგან, არამედ კურნებაჲ ესე ყოველთაჲ ზოგად არს, და წამალნი ყოველთა წინაგჳსხენ, ხოლო განმართლებაჲ არა ყოველ-თაჲ ზოგად არს, არამედ გონებისაებრ მიმღებელთაჲსა. რამეთუ რომელმან კეთილად ინებოს ჴმარებაჲ წამალთა მათ სულიერთაჲ, განიკურნნენ მისნი წყლულებანი, ხოლო რომელმან არა მიიღოს წამალი იგი სულიერი, ეგოს წყლულებაჲ მისი უკურნებელად, და უძჳრესსა საშჯელსა მიეცეს. ნუმცა უკუე მწუხარე ვიქმნებით კურნებასა ზედა წყლულებათა ჩუენთასა, ნუცაღამცა გუელმის, დაღაცათუ სასასა ჩუენსა მწარედ ჩნდეს წამალი იგი სწავლისაჲ, არამედ გჳხაროდენ, რამეთუ უკუანაჲსკნელ ფრიად ტკბილი ნაყოფი მოგუეცეს ჩუენ ყოვლით კერ-ძო, უკუეთუ ვისწრაფოთ, რაჲთა ოდენ წმიდანი წყლულებათა მათგან, რომელნი ცოდვისა კბილთა მოუწევიან ჩუენ ზედა, მივიდეთ სასუფეველსა მას საუკუნესა, რაჲთა ღირს ვიქმნნეთ პირსა უფლისასა ხილვად და არა მივეცნეთ მტანჯველთა მათ უწყალოთა, არამედ ღირს ვიქმნნეთ სამკჳდრებელთა მათ ზეცისათა, რომელი განმზადებულ არს მოყუარეთათჳს ღმრთისათა, რომელსა ღირსმცა ვართ ჩუენ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.