მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 31:5

4. რამეთუ დღე და ღამრ დამიმძიმდა ჩემ ზედა ჴელი შენი; მივიქეც მე გლახაკობად, რამეთუ განმესხა მე ეკალი.5. ცოდვა ჩემი გაუწყე შენ და უსჯულოება ჩემი არა დავფარე შენგან; ვთქუ: აღუვარო ბრალი ჩემი უფალსა, და შენ მომიტევე მე უღმრთოებაჲ გულისა ჩემისა.6. ამისთჳს ილოცვიდეს შენდამი ყოველი წმიდაჲ ჟამსა შეწყნარებისასა, ხოლო რღუნა წყალთა მრავალთა მას არა მიეახლოს.
ფსალმუნნი თავი 31
5. ცოდვა ჩემი გაუწყე შენ და უსჯულოება ჩემი არა დავფარე შენგან; ვთქუ: აღუვარო ბრალი ჩემი უფალსა, და შენ მომიტევე მე უღმრთოებაჲ გულისა ჩემისა.
მოკლე მოძღვრება დიდ მარხვის პირველის კვირიაკის პირასკევს ზიარებად მომზადებულთადმი
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ძმანო ქრისტიანენო! წინასწარმეტყველი და მეფე დავით იტყვის ფსალმუნსა შინა: ნეტარ-არიან, რომელთა მიეტევნეს უსჯულოებანი და რომელთა დაეფარნეს ცოდვანი. ნეტარ-არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმან ცოდვა, არცა არს პირსა მისსა ზაკვა (ფს. ლა, მუხ. ა. ბ.) თქვენ ხართ, ძმანო, დღეს მეძიებელნი ნეტარებისა ამის დიდისა, ვინაიდგან ლოცვითა და მარხვითა ემზადებით აღსარებასა და ზიარებასა და მოელით ცოდვათა მოტევებასა.

ერთობ ღრმა და შესანიშნავი არის, ძმანო, ის ოც-და-მეთერთმეტე ფსალმუნი, რომლისაგან მოვიყვანეთ ჩვენ ეს სიტყვები. ცხადად სჩანს, რომ მეტად აღელვებული იყო გული წინასწარმეტყველისა, ოდეს მან წარმოსთქვა ეს სიტყვები. იმ ზომად იყო იგი შეწუხებული, რომელ ძვალნი მისნი განკფდეს, მეფე იგი დიდებული თითქმის გარდიქცა გლახაკად, გულსა მისსა განესხა ეკალი. რამეთუ დავდუმენ მე, - ესრეთ განაგრძობს დავით სიტყვას, განკფდეს ყოველნი ძვალნი ჩემნი ღაღადებითა ჩემითა მარად-დღე რამეთუ დღე და ღამე დამძიმდა ჩემზედა ხელი შენი, მივიქეც მე გლახაკობად, რამეთუ განმესხა მე ეკალი. რა აწუხებდა მას, ძმანო, ეგზომად? განზრახვა და წარმოდგენა სიცოდვისა მისისა! სჩანს რომ მან...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ზ რაჲთა არა გამოვიწულილვიდეთ სიტყუათა სარწმუნოებისათა, არამედ გურწმენენ გამოუძიებელად სიტყუანი წმიდათა წერილთანი:

...ნი და ვისწრაფოთ აღჴოცად მათა, რამეთუ მრავალნი გზანი მოუცემიან ჩუენდა ღმერთსა ამის საქმისათჳს. ვითარცა იტყჳს: „იტყოდე შენ ცოდვათა შენთა პირველ, რაჲთა განჰმართლდე“; და კუალად იტყჳს: „უშჯულოებაჲ ჩემი გითხრა შენ, და შენ მომიტევე ყოველი უღმრთოებაჲ გულისა ჩემისაჲ“, რამეთუ არამცირედ შეგუეწევის ჩუენ აღჴოცად ცოდვათა ჩუენთა აღსაარებაჲ მათი და ჴსენებაჲ. და კუალად არს სხუაჲცა წამალი აჴოცისა მათისაჲ: რაჲთა არავის ჩუენდა მომართ შეცოდებულისა ვიჴსენებდეთ ძჳრსა, არამედ შეუნდობდეთ. გნებავსა, რაჲთა მესამჱცა გითხრა? ისმინე დანიელ წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რასა იტყჳს: „ცოდვანი შენნი მოწყალებითა აჰჴოცენ და უშჯულოებანი შენნი - შეწყალებითა გლახაკთაჲთა“. და კუალად არს სხუაჲცა გზაჲ აჴოცისა მათისაჲ: ლოცვისა სიმრავლე და ვედრებაჲ ღმრთისაჲ უწყინოდ მოგუცემს ნუგეშინის-ცემასა შენდობისასა, და მარხვაჲ რაჟამს სხუათა მოწყალებითა იქმნებოდის, დაჰშრეტს მოტყინარებასა ღმრთისა რისხვისასა, რამეთუ „ცეცხლი მოტყინარე დაშრიტის წყალმან, და მოწყალებითა განწმდებიან ცოდვანი“. ამათ უკუე ყოველთა გზათა ვიდოდით, რამე-თუ უკუეთუ ამათ შინა ვყოთ სლვაჲ...

სრულად ნახვა