მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ზ

წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“ (1,9).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ამისთჳს, ჵ სასურველნო შვილნო, მცირედმცირედ დაგიგებთ თქუენ საშუებელსა მას წმიდათა წერილთასა და არა ყოველსავე ერთბამად გეტყჳთ, რაჲთა კეთილად და ადვილად შეუძლოთ თქუმულთა მათ დამარხვად. რამეთუ რომელი-იგი კედელსა აღაშენებნ, და ვიდრე ერთი ქვაჲ არა დაამტკიცის, სხუაჲ დადვის თუ მის ზედა, იგი უჴმარსა კედელსა აღაშჱნებს, ხოლო რომელი პირველ დადებულთა მათ ქვათა დაამაგრებდეს და ესრეთ სხუასა დასდებდეს, იგი მტკიცე და შეურყეველ ჰყოფს ნაშენებსა მას ნელიად და კეთილად გებითა მისითა. და ჩუენცა უკუე ვჰბაძვიდეთ ესევითართა მათ მაშჱნებელთა და ესრეთსახედ აღვაშენებდეთ სულთა თქუენთა, რამეთუ გუეშინის, ნუუკუე ვიდრეღა პირველაღშენებული იგი არა განმტკიცებულ იყოს, სხუაჲ მოვაწიოთ მის ზედა სიღრმჱ სიტყუათაჲ, და ვერ იტჳრთოს გონებამან იგი ყოველი. რაჲ არს უკუე, რომელი-ესე დღეს აღმოვიკითხეთ?

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“ (1,9).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან ზემო იოვანჱსთჳს იტყოდა, ვი-თარმედ: „მოვიდა, რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს“,1 და ვითარმედ: „აწ მოივლინა“,2 რაჲთა არავის ესმეს ესე და სიახლისა მისთჳს მოწამისა თქუას, ვითარმედ: წამებულიცა იგი ესრეთვე არს, ამისთჳს აღიყვანა სიტყუაჲ თჳსი უზეშთაეს ყოველთა ჟამთა ყოფისა მისისა მიმართ, რომლისა არასადა არს დასასრული, არცა დასაბამი. არამედ ამას ყოველსა ზედა მბრძოლნი იგი ღმრთეებისანი იტყჳან: ვითარ შესაძლებელ არსო, რაჲთამცა ძჱ დაუსაბამო იყოო? ჵ უბადრუკო, ღმრთისათჳს გეტყჳ, და შენ იტყჳ, თუ: ვითარ იყოს ესე? და არა გეშინის, არცა სძრწი; და უკუეთუ ვინ გკითხოს, ვითარმედ: ვითარ დაუსრულებელ და განუხრწნელ იყოს მას საუკუნესა ჩუენთა ამათ გუამთა ცხორებაჲ? ანუ: ვითარ უკუდავ არიან სულნი? შენ განჰკიცხავ მას, ვითარცა უგუნურსა, რამეთუ იკითხა საქმჱ, რომელი არა შესაძლებელ არს გონებისაგან კაცობრივისა, არამედ ოდენ რწმუნებაჲ ჯერ-არს და არა გამოძიებაჲ. და უკუეთუ შემოქმედი სულისა და ჴორცთაჲ ვთქუათ, ვითარმედ: დაუსაბამო არს, სახესა მის საქმისასა ეძიება ჩუენგან? და ვინ თქუას, ვითარმედ ესე საქმჱ არა განცოფებულისა გონებისაჲ არს? გესმა, ვითარმედ: „იყო ნათელი ჭეშმარიტი“. რაჲსათჳსღა ებრძვი ამაოდ, რაჲთამცა გონებითა

1 იოან. 1,7. 2 შდრ. იოან. 1,6.

უზეშთაეს აღჰჴედ უსაზღვროსა მას ცხორებასა, რომელსა შეუძლებელ არს მიწდომაჲ? რად ეძიებ გამოუძიებელსა? რად სდევ მიუწდომელსა? რად გამოიკულევ გამოუკულეველსა?

განიცადე ძირი ნათლისა მის მზისაჲ; არამედ ვერ ძალ-გიც და არავე შფოთ ხარ, არცა სდრტჳნავ შეუძლებელობისა მისთჳს. ვითარ უკუე, რომელ უზეშთაესთა მათ ზედა ესრეთ კადნიერ იქმენ და შემმართებელ მიუწდომელთა მათთჳს და გამოუკულეველთა საქმეთა? ძესა მას ქუხილისასა იოვანეს,1 რომელსა-იგი აქუს ნესტჳ სულიერი, მას ესმა რაჲ სულისა წმიდისა მიერ, ვითარმედ: „იყო ნათელი ჭეშმარიტი“, არღარაჲ გამოიძია უმეტჱსი; ხოლო შენ, რომელი მადლისა მისგან, რომელი მას აქუნდა, შორს ხარ უფროჲს, ვიდრე ქუეყანაჲ ცისაგან, და გნებავს, რაჲთამცა მისსა მას საზომსა უზეშთაეს აღჰჴედ, ამისთჳსცა სრულიად დაეცემი და ვერცა მცირესა გულისხმა-ჰყოფ. რამეთუ ესევითარი არს ეშმაკისა ღონჱ: გამოიყვანებს კაცსა საზღვრისა მისგან, ღმრთისა მიერ დადებულისა, რომელიცა დაემორჩილოს მას, და წარჰმართებს უზეშთაესისა მიმართ; და მერმე, რაჟამს ამით ესევითარითა სასოებითა ცთუნებული მადლისაგან ღმრთისა უცხო-ყოს, მიერითგან არა თუ უზეშთაესსა რასმე კეთილსა აღიყვანებს, - რამეთუ ვითარმცა ქმნა ესე ეშმაკმან! - არამედ არცა თუ პირველთა მათ საქმეთა, სადა-იგი უცთომელად ვიყოფოდეთ, გჳტევებს მიქცევად, არამედ შეცთომილთა მიმოგუაქცევს, რომელთა არასადა გუაქუნ ადგილი დადგრომისაჲ.

ეგრეთვე უყო ადამს, რაჟამს-იგი იყო სამოთხესა შინა, რამეთუ უმეტჱსისა პატივისა და გულისხმის-ყოფისა სასოებითა აცთუნა და რომელი აქუნდა, მისგანცა განაშორა, რამეთუ არა თუ ოდენ სწორ ღმრთისა ვერ იქმნა, რომელსა-იგი აღუთქუმიდა, არამედ სიკუდილისაცა მძლავრებასა მიეცა, და არა თუ ოდენ უმეტჱსი გულისხმის-ყოფაჲ ვერ პოვა, არამედ რომელი აქუნდა, იგიცა წარწყმიდა უმეტჱსისა ძიებითა, რამეთუ სირცხჳლი და კდემაჲ შიშულობისაჲ მაშინ მოიწია მის ზედა, რომელი-იგი პირველ მისა გარეგან იყო ამის ესევითარისა სირცხჳლისაგან. და ბევრეულნი ესე ვნებანი მიერითგან აღმოეცენნეს, რომელი-ესე ნუმცა მოიწევის ჩუენ ზედა!

ვერჩდეთ უფალსა და დავადგრეთ, ვითარცა მან გჳბრძანა, და ნუ რასმცა ვეძიებთ უმეტჱსსა, რაჲთა არა მოცემულთა ამათგანცა კე-თილთა გამოვვარდეთ, ვითარცა მათ შეემთხჳა, რომელნი დაუსაბამოჲ სა მის ცხორებისა დასაბამსა ეძიებდეს, და ყოველივე წარწყმიდეს და რომელსა ეძიებდეს, ვერ მიემთხჳნეს, ვინაჲთგან შეუძლებელ არს, და მართლმადიდებლობისაგან დაეცნეს. გარნა ჩუენ ნუმცა შევსცვალებთ

1 შდრ. მარკ. 3,17.

საზღვართა მათ საუკუნეთა, რომელნი დასხნეს მამათა ჩუენთა წმიდათა, არამედ ვერჩდეთ შჯულსა მას სულიერსა და გუესმეს რაჲ, ვითარმედ: „იყო ნათელი ჭეშმარიტი“, ნურასმცა უმეტჱსსა ვეძიებთ, რამეთუ არცა შესაძლებელ არს უზეშთაეს ამის სიტყჳსა აღსლვად. რამეთუ უკუეთუმცა ვითარცა კაცისაჲ იყო შობაჲ მისი, იყომცა რაჲმე განყოფილებაჲ მშობელისა და შობილისაჲ; ვინაჲთგან უკუე გამოუთქუმელად და ვითარცა ღმერთსა ჰშუენის, ესრეთ შვა, „პირველობაჲ“ და „უკუანაჲსკნელობაჲ“ დაუტევე, რამეთუ ესე ჟამთა სახელნი არიან, ხოლო ძჱ ყოველთა საუკუნეთა შემოქმედი არს.

კუალად იტყჳს მეტყუელი იგი ბოროტისაჲ: და უკუეთუ ესრეთ არს, ვითარ შენ იტყჳ, არა სამე მამაჲ არს, არამედ სწორი არს მამისაჲ ძმაჲ. დაბრმობილო წყუდიადითა მით უგუნურებისაჲთა, რომლისათჳს იტყჳ ამას? რამეთუ უკუეთუმცა ვიტყოდეთ, ვითარმედ მამაჲ და ძჱ ორნივე ზოგად სხჳსა ძირისაგან აღმოცენებულ არიან, მაშინმცა ალაგი აქუნდა სიტყუასა შენსა, ხოლო ვინაჲთგან ჩუენ ამის უშჯულოებისაგან ვივლტით და ვიტყჳთ, ვითარმედ მამაჲ დაუსაბამო არს და უშობელ, და ძჱ დაუსაბამოვე არს, შობილი მამისაგან, რომლისაღა მიზეზისათჳს იტყჳ ამას უშჯულოსა სიტყუასა? რამეთუ ბრწყინვალებაჲ არს იგი,1 ხოლო ბრწყინვალებაჲ ბუნებით მას თანავე გულისხმა-იყოფების, რომლისაჲ იყოს ბრწყინვალებაჲ. რამეთუ ამისთჳს პავლე ესრეთ სახელ-სდვა მას, რაჲთა არარაჲ მოიგონო განყოფილებაჲ შორის მამისა და ძისა და სულისა წმიდისა. და ესე ამისი მომასწავებელი არს, ხოლო შემდგომი იგი სიტყუაჲ უშჯულოთა სიტყუასა დაჰჴსნის. ნუ მოიგონებ ამისთჳს, რომელ „ბრწყინვალებაჲ“ გესმა, თუ გუამოვნებისა მისისაგან დაკლებულ არს, რამეთუ უშჯულოება არს ესე და საბელიოზის და მარკელოჲსგანთა წვალებისა სიტყუაჲ. ხოლო ჩუენ არა ესრეთ ვიტყჳთ, არამედ თჳსითა მით განყოფილითა გუამითა შეერთებული არს ბუნებით. ამისთჳსცა თქუა რაჲ: „ბრწყინვალებაჲ დიდებისაჲ“, მეყსეულად შესძინა: „და ხატი ძლიერებისა მისისაჲო“,2 რამეთუ თჳთებაჲ იგი გუამოვნებისაჲ გამოაჩინა და ერთობაჲ ბუნებისაჲ, რომლისა ხატი არს; რამეთუ არა შესაძლებელ არს ერთითა სიტყჳთა, ვითარცა ვთქუ, სარწმუნოებისა საღმრთოჲსა გამოჩინებად, არამედ საყუარელ არს, უკუეთუ მრავალი შევიკრიბოთ და თჳთოეულისაგან ჯეროვანი გამოვარჩიოთ და ესრეთ შეუძლოთ მიწდომად ღირსსა დიდებისმეტყუელებასა. ხოლო ღირსსა ვიტყჳ ჩუენისაებრ ძალისა, რამეთუ უკუეთუ ვინ ჰგონებდეს, ვითარმედ ჭეშმარიტად ღირსებისაებრ ღმრთისა უგალობს, იგი შეცთომილ არს.

1 შდრ. ებრ. 1,3. 2 ებრ. 1,3.

სწავლაჲ ზ რაჲთა არა გამოვიწულილვიდეთ სიტყუათა სარწმუნოებისათა, არამედ გურწმენენ გამოუძიებელად სიტყუანი წმიდათა წერილთანი

ხოლო აწ რომელთა ესე ყოველი უწყით, დავადგრეთ სარწმუნოებასა მას ზედა, „რომელი მომცეს ჩუენ პირველითგან თუალითმხილველთა მათ და მსახურთა სიტყჳსათა“,1 და ნუმცა რას გარდამატებულსა გამოვეძიებთ, რამეთუ რომელნი ამით სენითა სნეულ იყვნენ, ორნი ბოროტნი არიან მათ ზედა: ერთად, რამეთუ ვერ ჰპოებენ, რომელსა-იგი ეძიებენ, არამედ ამაოდ შურებიან, და მეორედ, რომელ განარისხებენ ღმერთსა, რამეთუ მის მიერ დადებულსა შჯულსა ეძიებენ დაჴსნად.

ხოლო თუ რაზომსა რისხვასა აღსძრავს საქმჱ ესე, არად საჴმარ არს ჩუენდა თქუმად, რამეთუ თქუენ თჳთ უწყით. ამისთჳს უკუე გევედრები, ვძრწოდით სიტყუათაგან მისთა, რაჲთა ესრეთ დაუცხრომელად გუფარვიდეს ჩუენ, რამეთუ იტყჳს: „ვის მივხედნე? გარნა მდაბალთა და მყუდროთა და რომელნი ძრწოდიან სიტყუათაგან ჩემთა“.2 დაუტეოთ ყოველივე გამოძიებაჲ და შევმუსრნეთ გულნი ჩუენნი, ვიგლოვდეთ ცოდვათა ჩუენთათჳს, ვითარცა-იგი გჳბრძანა ქრისტემან, მოვიჴსენნეთ ყოველნი ცოდვანი ჩუენნი და ვისწრაფოთ აღჴოცად მათა, რამეთუ მრავალნი გზანი მოუცემიან ჩუენდა ღმერთსა ამის საქმისათჳს. ვითარცა იტყჳს: „იტყოდე შენ ცოდვათა შენთა პირველ, რაჲთა განჰმართლდე“;3 და კუალად იტყჳს: „უშჯულოებაჲ ჩემი გითხრა შენ, და შენ მომიტევე ყოველი უღმრთოებაჲ გულისა ჩემისაჲ“,4 რამეთუ არამცირედ შეგუეწევის ჩუენ აღჴოცად ცოდვათა ჩუენთა აღსაარებაჲ მათი და ჴსენებაჲ. და კუალად არს სხუაჲცა წამალი აჴოცისა მათისაჲ: რაჲთა არავის ჩუენდა მომართ შეცოდებულისა ვიჴსენებდეთ ძჳრსა, არამედ შეუნდობდეთ. გნებავსა, რაჲთა მესამჱცა გითხრა? ისმინე დანიელ წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რასა იტყჳს: „ცოდვანი შენნი მოწყალებითა აჰჴოცენ და უშჯულოებანი შენნი - შეწყალებითა გლახაკთაჲთა“.5 და კუალად არს სხუაჲცა გზაჲ აჴოცისა მათისაჲ: ლოცვისა სიმრავლე და ვედრებაჲ ღმრთისაჲ უწყინოდ მოგუცემს ნუგეშინის-ცემასა შენდობისასა, და მარხვაჲ რაჟამს სხუათა მოწყალებითა იქმნებოდის, დაჰშრეტს მოტყინარებასა ღმრთისა რისხვისასა, რამეთუ „ცეცხლი მოტყინარე დაშრიტის წყალმან, და მოწყალებითა განწმდებიან ცოდვანი“.6 ამათ უკუე ყოველთა გზათა ვიდოდით, რამე-თუ უკუეთუ ამათ შინა ვყოთ სლვაჲ ჩუენი, არა თუ ოდენ გარდასრულნი ცოდვანი განვიბანნეთ, არამედ მომავალთათჳსცა შევზღუდნეთ თავნი ჩუენნი და არა ვსცეთ ეშმაკსა ადგილი ბრძოლად ჩუენდა და შთაგდებად

1 შდრ. ლუკ. 1,2. 2 ესაია 66,2. 3 ესაია 43,26. 4 ფსალმ. 31,5. 5 დან. 4,24. 6 ზირ. 3,30.

უდბებასა და ამაოსა მას გამოძიებასა. რამეთუ ესეცა ამისგან მოიწევის, რაჟამს კაცსა არა აქუნდეს საქმე სათნოებისაჲ, არამედ მოცალებით იყოს. ხოლო ჩუენ ვისწრაფოთ სათნო-ყოფად ღმრთისა, რაჲთა მცირესა ამას ჟამსა დავშურეთ და მერმე უკუნისამდე ვიშუებდეთ კეთილთა მათ შინა ზეცისათა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარდის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.