მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 34:15

14. ვითარცა ძმა და მეგობარი ჩუენი, ეგრეთ სათნო-ვიყავ; ვითარცა მგლოვარე და მწუხარე, ეგრე დავმდაბლდი.15. და ჩემ ზედა იხარეს და შეკრბეს; შეკრბეს ჩემ ზედა გუემანი და მე არა ვაგრძენ,16. განიყვნეს და არა შეინანეს. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და იღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი.
ფსალმუნნი თავი 34
15. და ჩემ ზედა იხარეს და შეკრბეს; შეკრბეს ჩემ ზედა გუემანი და მე არა ვაგრძენ,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელთამე უნდა შეპყრობაჲ მისი, და არავინ მიყვნა ჴელნი მის ზედა“ (7,44).:

...ა თქუა მახარებელმან:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელთამე უნდა შეპყრობაჲ მისი, და არავინ მიყვნა ჴელნი მის ზედა“ (7,44).

თ ა რ გ მ ა ნ ი: დაღაცათუ სხუაჲ არარაჲმცა იყო, არამედ ესე ოდენ კმა იყო ლმობიერ-ყოფად მათა, არამედ არა ლმობიერ იქმნნეს, არცა შეინანეს, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „განიბნინეს და არა ინანეს“. რამეთუ ესევითარი არს უკეთურებაჲ, არავისი ჰნებავს მორჩილებაჲ და მოდრეკაჲ, არამედ ერთისა მიმართ ოდენ მოსწრაფე არს: რაჲთამცა სიბოროტჱ თჳსი დაამტკიცა, რომლისათჳს იზრახა ბოროტი, იგიმცა მოკლა. არამედ ისმინეთ, რასა იტყჳს წერილი, ვითარმედ: „რომელმან უთხაროს მოყუასსა თჳსსა მთხრებლი, შთავარდეს მას შინა“, რომელი-იგი მათ ზედაცა მოიწია; რამეთუ მათ ენება მოკლვაჲ მისი, რაჲთამცა ქადაგებაჲ იგი მისი დაშრტა, და იქმნა წინააღმდგომი ამის საქმისაჲ, რამეთუ მადლი იგი ბრწყინავს ქრისტჱს მადლითა, ხოლო მათი იგი ყოველივე დაშრტა და წარწყმდა, და განცჳვეს იგინი მამულისაგანცა და აზნაურებისა და განსუენებისა და მსახურებისა ღმრთისა და ყოვლისა კეთილისაგან გამოეჴუნეს და იქმნნეს მონა და ტყუე.

სწავლაჲ ნა არა ბოროტის-ყოფისათჳს

ხოლო ჩუენ, რომელთა ესე ყოველი უწყით, ნუმცა ოდეს განვიზრახავთ ბოროტსა სხჳსათჳს, რამეთუ...

სრულად ნახვა