...ქვანი მისნი, და მიწასა მისსა სწყალობდენ“** (); და კვლავ: „ოდესმე მივიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისასა?“ () და კვლავ: „მოგიჴსენო შენ ქუეყანით იორდანით და ერმონით, მთით მცირით“ (); და კიდევ: „ხოლო მე ესე მოვიჴსენი და ნუგეშინის-ვსცი სულსა ჩემსა“ (). რა გაიხსენე, მითხარი? „რამეთუ განვლო მე ადგილსა საყოფელისა საკჳრველისასა ვიდრე სახლადმდე ღმრთისა“ (). ესე იგი: გავდიოდი გუნდებს, დღესასწაულებრივ კრებულებსა და იმ ღვთისმსახურებას. „იდგნენ ფეხნი ჩვენნი შენს კარიბჭეებში, იერუსალიმო!“ (). სხვა მთარგმნელი ამბობს: „გავიხარე, როცა მითხრეს: უფლის სახლში მოვედით; დადგნენ ფეხნი ჩვენნი შენს კარიბჭეებში, იერუსალიმო“. ხედავ სიამის სიჭარბეს?...
6. რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა.7. სული ჩემი შეძრწუნდა ჩემ თანა; ამისთჳს მოგიჴსენო შენ ქუეყანით იორდანით და ერმონით, მთით მცირით.8. უფსკრული უფსკრულსა ხადის ჴმითა ზეგარდამოსაქანელთა შენთათა; ყოველნი განსაცხრომელნი შენნი და ღელვანი შენნი მე ზედა გარდამჴდეს.
ფსალმუნნი თავი 41